მონო

"მონო" - ასე ეწოდება მაგთი GSM -ის წინასწარი გადახდის სისტემის ბარათს. მისი საშუალებით მომსახურებისათვის საჭირო თანხას ნებისმიერ დროს გადარიცხავთ თქვენს ანგარიშზე. ეს მოხდება მარტივი პროცედურის შესრულებით, სწრაფად, თქვენი დროისა და ნერვების მაქსიმალური დაზოგვით.
მონო ბარათი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით დაგეგმოთ სატელეფონო ხარჯები. ამას ხელს შეუწყობს გაყიდვაში არსებული სამი განსხვავებული ღირებულების - 30, 60 და 120-ლარიანი ბარათი.

როგორ გამოვიყენოთ მონო

დაივიწყეთ რიგში დაკარგული დრო, ანგარიშები, ქვითრები: როდესაც შეიძენთ თქვენთვის სასურველი ღირებულების ბარათს, გადააცლით ვერცხლისფერ დამცავ საფარს და ამოიკითხავთ 12-ციფრიან უნიკალურ კოდს, თქვენი მობილური ტელეფონიდან დარეკავთ მონო ბარათის მომსახურების ცენტრში: 444, მოისმენთ ავტომოპასუხის ინსტრუქციას და აპარატზე აკრეფთ 12-ციფრიან კოდს. ასე ხდება ბარათის გააქტიურება. ამ პროცედურის შესრულების შემდეგ, მონო ბარათზე აღნიშნული თანხის ეკვივალენტური თანხა აშშ დოლარებით ავტომატურად დაირიცხება თქვენი ნომრის ანგარიშზე. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ისარგებლოთ თქვენი მობილური ტელეფონის ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში, საიდანაც საუბრის ღირებულება დაიქვითება.
- მონო ბარათის გააქტიურების მომენტად განისაზღვრება მაგთი GSM -ის საბილინგო სისტემაში სავალუტო კურსის დაფიქსირებებს შორის არსებული არა უმეტეს შვიდდღიანი პერიოდი. მაგ: თუ მაგთი GSM -ის სისტემაში სავალუტო კურსი დაფიქსირდა ორშაბათს, ხოლო შემდეგი დაფიქსირება მოხდა იმავე კვირის პარასკევს, თქვენ მიერ ორშაბათიდან პარასკევამდე გააქტიურებული მონო ბარათის ნომინალის ეკვივალენტური თანხა აშშ დოლარებით თქვენს ანგარიშზე დაირიცხება ორშაბათის კურსით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ აბონენტთა მომსახურების განყოფილებაში.
მომსახურების ცენტრი 444 მოგემსახურებათ 24 საათის განმავლობაში, ზარი უფასოა და დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა თქვენგან გამავალი ზარი გათიშულია.

რა უპირატესობით ისარგებლებთ, თუ შეიძენთ მონო ბარათს

- თავისუფლდებით ყოველთვიური სააბონენტო გადასახადისაგან;
- გექნებათ თავისუფალი არჩევანის საშუალება;
- ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მომსახურების ცენტრს ნომერზე - 444 და გაააქტიუროთ მონო ბარათი. აქვე გაიგებთ, თუ რა თანხაა დარჩენილი თქვენს ანგარიშზე, რა ხანგრძლივობის და ღირებულების იყო თქვენი ბოლო ზარი და როდის იწურება თქვენი კრედიტი;
- საერთაშორისო მომსახურება ხორციელდება დეპოზიტის გარეშე - საავანსო თანხის ფარგლებში;
- დაგიცავთ ლარის დევალვაციისგან - თქვენი ანგარიში აშშ დოლარებით დაფიქსირდება;
- დაგიცავთ გაუთვალისწინებელი გადახარჯვისაგან.
კომპანია მაგთი GSM -ს შექმნილი აქვს მონო ბარათის გაყიდვის ფართო ქსელი: მონო ბარათი გაიყიდება როგორც კომპანიის მომსახურების ოფისებში, ისე დილერების მიერ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მონო ბარათის შეძენა ყოველი მსურველისათვის მოსახერხებელი იყოს.

რა უნდა გვახსოვდეს

თქვენს ანგარიშზე თანხების მოძრაობა მთლიანად ავტომატიზებულია. იმისათვის, რომ ისარგებლოთ თქვენი მობილური ტელეფონით, წინასწარ უნდა გადაიხადოთ მომსახურების ღირებულება, ანუ უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ღირებულების მონო ბარათი და გაააქტიუროთ იგი.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პირობებს:
- თუ თქვენი ავანსი ამოიწურა და ჯერ არ გაგიაქტიურებიათ ახალი ბარათი, კომპანია 30 დღით შეგინარჩუნებთ შემომავალ ზარებს, ანუ შესაძლებელი იქნება თქვენთან დარეკვა.
- შემომავალი ზარების გათიშვიდან შვიდი დღის გასვლის შემდეგ, თუ მანამდე არ მოხდება ავანსის განახლება, ნომერი ავტომატურად გაუქმდება. ამის შემდეგ თქვენი SIM -ბარათი უვარგისი გახდება და შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა.
- გახსოვდეთ, რომ მონოს გააქტიურებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა ამოწუროთ საავანსო თანხა, ან გაააქტიუროთ ახალი ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ანულირდება. 60 დღის გასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, აბონენტი ყოველი ზარის დამთავრების შემდეგ იღებს ინფორმაციას კრედიტის ვადის ამოწურვის თარიღის შესახებ.
- წინასწარი გადახდის სისტემის ბარათის 12-ციფრიანი კოდის 5-ჯერ არასწორად აკრეფის შემთხვევაში SIM -ბარათი დაიბლოკება, ხოლო 48 საათის შემდეგ SIM -ბარათი (ნომერი) ისევ ჩაირთვება.
- როგორც ყველაფერს, მონო ბარათსაც აქვს ვარგისიანობის ვადა: მისი მაჩვენებელია ბარათის უკანა მხარეს მითითებული გააქტიურების უკანასკნელი თარიღი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ბარათის გააქტიურების თარიღი არ უნდა სცილდებოდეს მასზე მითითებულ თარიღს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათი უვარგისი იქნება.

დამრგვალების წესი

მონო ბარათით სარგებლობისას ნალაპარაკები დროის დამრგვალება ხდება 30 წამამდე. მაგ: თუ თქვენ ილაპარაკეთ 1 წუთი და 20 წამი, დაგერიცხებათ 1 წუთისა და 30 წამის ღირებულება. დამრგვალების ეს წესი ვრცელდება როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო ზარებზე.

საინფორმაციო სამსახური

კომპანია გთავაზობთ ფასიან საინფორმაციო მომსახურებას: სავალუტო კურსი, თეატრალური აფიშა, სატრანსპორტო განრიგი და ა.შ. ტელ: 215.
საერთაშორისო როუმინგული მომსახურების ჩასართავად მიმართეთ კომპანიის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისებს, სადაც დაწვრილებით გაგაცნობენ მომსახურების პირობებსა და ტარიფებს.
ვიმედოვნებთ, მონო ბარათი ბევრ პრობლემას მოგიხსნით და ჩვენს მომსახურებას უფრო კომფორტულს გახდის. ამიერიდან თქვენ გექნებათ თავისუფალი არჩევანი: როდის, სად და რამდენი ილაპარაკოთ!