პირველად საქართველოში...

ქართველებს გვიყვარს პირველობა და ყოველთვის გვინდა, ბევრ რამეში პირველები ვიყოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, კარგა ხანია ეს, ჩვეულებრივ, ვეღარ ხერხდება.
მით უმეტეს სასიხარულოა, როცა გაქვს სათქმელი - საქმითა და თავდადებული შრომით გამაგრებული. და ეს სათქმელი უნდა ითქვას.
დაარსების დღიდან მაგთი GSM -ის აბონენტებს ბევრჯერ შეეძლოთ ეთქვათ: "პირველად საქართველოში"...

1999 წლის 28 ნოემბრიდან, პირველად საქართველოში, მაგთი GSM -მა 900 მეგაჰერცი სიხშირის პარალელურად - 1800 მეგაჰერც სიხშირეზე დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდისათვის ეს უკვე აუცილებელი იყო, რადგან კომპანია დაჩქარებული ტემპით იზრდებოდა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო. ამით კომპანია მსოფლიოში დამკვიდრებულ სტანდარტს მიუახლოვდა: შედარებით ახალგაზრდა GSM 1800 სტანდარტი უკვე ფართოდაა გავრცელებული და, GSM 900 სტანდარტთან ერთად, დიდი ქალაქებისათვის მობილური კავშირის გაუმჯობესების საუკეთესო გზად არის მიჩნეული. მაგთი GSM -ის ორ სიხშირეზე მომუშავე ქსელის შესაძლებლობათა სრული გამოყენებისათვის სასურველია, გქონდეთ 900/1800 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე მობილური ტელეფონები, რომლებიც უკვე მრავლადაა ჩვენში.
დღეისათვის კომპანია მაგთი GSM -ი 900/1800 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე ერთადერთ კომპანიად რჩება საქართველოში.

2000 წლის თებერვლიდან კომპანიაში კვლავ სიახლეა და კვლავ - პირველად საქართველოში. მაგთი GSM -ის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისებში, ჩვეულებრივ SIM ბარათებთან ერთად, გაყიდვაშია ბარათები ორი სატელეფონო ნომრით. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ამ სიახლის მეშვეობით თქვენთვის აღარ იქნება საჭირო ორი SIM ბარათის შეძენა იმისათვის, რომ თქვენს აპარატზე პერიოდულად ნომრის შეცვლა შეგეძლოთ.
თითოეულ ბარათზე ერთდროულად ორი განსხვავებული ნომერია დაფიქსირებული, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობს. ერთ ბარათზე არსებული ორი ნომრის ჩართვა-გამორთვა აბონენტის სურვილისამებრ ხდება. ასეთი ბარათის მეხსიერება ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით გაზრდილია - მას 240 ნომრის დამახსოვრების უნარი აქვს, რაც ორივე ნომრისათვის საერთოა.
აღარ შევუდგებით იმის აღწერას, თუ როგორ გვიადვილებს ყოფას ეს სიახლე, როგორ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენვე განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების სტილი.
თუკი ორნომრიანი ბარათის მფლობელი ბრძანდებით, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიომაცნის მომსახურება: კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ასევე, პირველად საქართველოში, მაგთი GSM -მა შემოგვთავაზა.
აუდიომაცნე გარანტია იმისა, რომ თქვენ არასოდეს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყოველთვის შეიტყობთ ამბავს, იმისგან დამოუკიდებლად, ხერხდება თუ არა თქვენთან გარკვეულ მომენტში დაკავშირება.
მაგთი GSM -ის აუდიომაცნით სარგებლობისას თქვენი ტელეფონი აუდიომაცნის ფუნქციას შეასრულებს, თანაც, მხოლოდ მაშინ, როცა ამას თავად ინებებთ. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ ჩართოთ აუდიომაცნის მომსახურების თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ვარიანტი: როდესაც ტელეფონი გათიშულია, ან გასული ბრძანდებით მომსახურების ზონიდან; როდესაც ტელეფონი დაკავებულია; როდესაც ტელეფონი არ პასუხობს. ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის სისტემა მოკლე ინსტრუქციას იძლევა, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ მოისმინოთ ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე.

2000 წლის მაისიდან, პირველად საქართველოში, მაგთი GSM -ის აბონენტებისათვის რეალური გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან როუმინგული კავშირი. ახლა შეგიძლიათ, უპრობლემოდ ისარგებლოთ როუმინგით ამერიკის შემდეგ მსხვილ ქალაქებსა და მათ შემაერთებელ გზებზე: აიდაჰო, აიოვა, ალაბამა, არკანზასი, არიზონა, ინდიანა, კენტუკი, მისისიპი, სამხრეთი კაროლინა, ტენესი, ფლორიდა, ჯორჯია, ვაშინგტონი, ილინოისი, იუტა, კანზასი, კოლორადო, კოლუმბიის ოლქი, მერილენდი, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, ორეგონი, ტეხასი, უაიომინგი, ჰავაი.
ამერიკასთან კავშირის გარდა, მაგთი GSM -მა საქართველოდან პირველმა განახორციელა როუმინგული კავშირი ავსტრალიასთან, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან.

კომპანიამ პირველმა შექმნა რეალიზაციისა და მომსახურების რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: დედაქალაქში გახსნილი ხუთი ოფისის გარდა ფუნქციონირებს 17 რეგიონული ოფისი. მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

მაგთი GSM -მა პირველმა დაიწყო საბანკო ქსელების გამოყენება აბონენტთა მომსახურების მიზნით: ჩვენს აბონენტებს "საქართველოს ბანკის" სამი საგადასახადო პუნქტი ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთი GSM -ის საკომუნიკაციო ბაზარზე გამოჩენამდე საქართველოში უკვე არსებობდა მობილური კავშირგაბმულობის ორი კომპანია, მაგთი GSM -მა პირველმა გადალახა აბონენტთა რაოდენობის 20000-იანი ზღვარი. ამჟამად გადალახულია აბონენტთა 70 000-იანი ზღვარიც.

კომპანიის მიზანი: მაგთი GSM -ი - მთელ საქართველოში - განუხრელად ხორციელდება. ჩვენ, პირველებმა, დავფარეთ კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი, რაჭა. დაფარულია დასახლებული ტერიტორიის 90 %-მდე.

1998 წლის ნოემბრიდან კომპანია GSM ოპერატორებიდან საქართველოში პირველი გადავიდა მომსახურების საავანსო სისტემაზე, ანუ მომსახურება ხდებოდა წინასწარ შეტანილი ავანსის ფარგლებში.

ასევე პირველები ვიყავით საქართველოს GSM ოპერატორებს შორის, როცა გადავედით წინასწარი გადახდის საბარათო სისტემაზე, რომლის პირობებშიც თანხების მოძრაობა სრულიად ავტომატიზებულია.
მონო - ასე ეწოდება მაგთი GSM -ის წინასწარი გადახდის სისტემის ბარათს. მისი საშუალებით მომსახურებისათვის საჭირო თანხას ნებისმიერ დროს გადარიცხავთ თქვენს ანგარიშზე. ეს მოხდება მარტივი პროცედურის შესრულებით, სწრაფად, თქვენი დროისა და ნერვების მაქსიმალური დაზოგვით - და არავითარი სააბონენტო გადასახადი.
მონო ბარათი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით დაგეგმოთ სატელეფონო ხარჯები. ამას ხელს შეუწყობს გაყიდვაში არსებული სამი განსხვავებული ღირებულების: 30, 60 და 120-ლარიანი ბარათები.

შპს მაგთიკომის დამფუძნებლის, ბატონი გია ჯოხთაბერიძის ინიციატივით, 1999 წლის ივლისიდან მაგთიკომის მოღვაწეობა საზოგადოებისათვის აბსოლუტურად გამჭვირვალე გახდა. დაინტერესებული საზოგადოება პრესის საშუალებით ყოველთვიურად ეცნობა, თუ რა თანხა შეაქვს მაგთიკომს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამით მაგთიკომმა ე.წ. გამჭვირვალობის პრინციპი სიტყვიდან საქმედ აქცია და პირველმა გახადა საჯარო ის დეტალური ინფორმაცია, რომელიც სხვა ორგანიზაციათა უმრავლესობაში მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

დაბოლოს, პირველად საქართველოში, მაგთი GSM -ის აბონენტებმა მიიღეს თავიანთი ჟურნალი - მცირედი საჩუქარი კომპანიის მხარდაჭერისა და ერთგულებისათვის, მუდმივი მეგზური მობილური კავშირის ვრცელ და უკიდეგანო სამყაროში.
ეს პირველი კორპორაციული ჟურნალი გახლდათ.
გვსურდა, ამ ჟურნალის საშუალებით არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის სიახლეებზე მოგვეწოდებინა ინფორმაცია, არამედ ცხოვრებასა და მუდმივ ფასეულობებზე გვესაუბრა თქვენთან ერთად, რადგან გვგონია, რომ ღირებულებათა ამ საყოველთაო გადაფასების ჟამს, დღევანდელ მკაცრსა და მძიმე ყოფაში, ყველას მოგვენატრა ამგვარ თემებზე საუბარი - რაღაცის გახსენება, რაღაცით სიამაყე... უბრალოდ, რწმენა და იმედი.

ეს იყო პირველად საქართველოში...
მუდამ ელოდეთ სიახლეებს მაგთი GSM -ისაგან.