თბილისი გუშინ...

ამ ქალაქს ახსოვს...
ამბობდნენ - თურმე ათას ხუთასი წელი გამოიარა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ბევრადაც მეტი...
და ცხოვრობდნენ ამ ქალაქში თბილისელები... იღიმებოდნენ და მოიწყენდნენ, წუხდნენ და იმედოვნებდნენ... ფუსფუსებდნენ და მოილხენდნენ...
ამ ქალაქს ახსოვს...
რამდენი რამე ახსოვს ამ ქალაქს. დასაბამიდან ოცდამეერთე საუკუნემდე... ახსოვს სილაღე და რუდუნება, ახსოვს ომები და თავდადება, ახსოვს ბევრი მზე და დიდთოვლობა და კიდევ ბევრი სითბო და სიყვარული...
ჩვენც რომ გვახსოვდეს...
და ჩვენს შვილებსაც.