2001 წლის "მუდმივი კავშირის სამყაროს" პირველი ნომრის უდიდესი ნაწილი ჩვენი კომპანიის მიერ წლის დასაწყისში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიას ეძღვნება. ინტერნეტი მობილური ტელეფონიდან ან "მობილური ინტერნეტი" ახალი საუკუნის ტექნოლოგიად იქნა მიჩნეული. ჩვენთან იგი თითქმის ევროპის კვალდაკვალ დაინერგა. მაგთიკომი პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ოპერატორია საქართველოში, რომელმაც ეს თანამედროვე ტექნოლოგია შესთავაზა აბონენტებს.
მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობაში. ახალ საუკუნეშიც იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე სტანდარტებით მომსახურების ჩამოყალიბებაში.
მობილური ინტერნეტის მომსახურებით სარგებლობისას მთავარია, სწორად შევარჩიოთ აპარატი ინტერნეტში სამუშაოდ. ბაზარზე არსებულ ყველა აპარატს არა აქვს WAP ფუნქცია, ამიტომ მობილური ტელეფონის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აპარატის პარამეტრებს, შესაძლებელია თუ არა, მოცემული აპარატი გამოიყენოთ ინტერნეტით სარგებლობისთვის.
ბოლო პერიოდში გამოსული თანამედროვე აპარატების დიდი ნაწილი უკვე აღჭურვილია WAP ფუნქციით, თუმცა, საქართველოში ყველა მათგანი ჯერჯერობით არ შემოსულა.
ქვემოთ
მოცემულია იმ
გავრცელებული
მობილური ტელეფონების
ჩამონათვალი,
რომლებიც თავსებადია
მობილურ ინტერნეტთან:
Alcatel OneTouch 300
Alcatel OneTouch 500 Alcatel OneTouch 700 Benefon Twin Dual SIM Bosch 820 Ericsson A2618 Ericsson R320 Ericsson R380 Ericsson R520 Ericsson T36 Mitsubishi Trium Mars |
Motorola v2288
Motorola v2282 Motorola Accompli A6188 Motorola P7689 Motorola L7389 Nokia 6210 Nokia 7110 Siemens M35 Siemens S35 Siemens C35i |
ამჯერად უფრო დაწვრილებით შევჩერდებით ჩვენში WAP ფუნქციით აღჭურვილი პოპულარული მოდელების აღწერაზე.
Siemens
C35
სიმენსის
ეს მოდელი დღეისათვის
ყველაზე გავრცელებულია
მობილური ინტერნეტის
მომსახურების
მქონე ტელეფონებიდან,
რასაც, პირველ
რიგში, მისი
შედარებით დაბალი
ფასი განაპირობებს.
ტელეფონი
საკმაოდ მსუბუქია
და მხოლოდ 110 გრამს
იწონის, გარე
ანტენის მიუხედავად,
საკმაოდ პორტატულია
და ადვილად
სატარებელი.
მობილური
ინტერნეტისათვის
საჭირო აპარატის
დადებითი მხარეებიდან
გამოვყოფთ აუცილებელი
მისამართების
შენახვის მოხერხებულ
მენიუს, რომელიც
საშუალებას
აძლევს აბონენტს,
დაამახსოვრებინოს
9 მისამართი,
რომელზეც მომენტალურად
შეიძლება გადასვლა.
მოდელი ასევე
აღჭურვილია
ე.წ. T9 ფუნქციით*,
რაც ამარტივებს
ტექსტების აკრეფას.
WAP რეჟიმში ეკრანი შეიცავს 3 ხაზს, 20 სიმბოლოს გამოტანის საშუალებით, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მოსახერხებელია. ეკრანის ქვეშ განთავსებული მარცხენა კლავიშები გამოტანილი ინფორმაციის დასათვალიერებლად გამოიყენება, ხოლო მარჯვენა კლავიშების ფუნქციები ეკრანზე არსებული ტექსტის შინაარსის მიხედვით იცვლება.
Siemens
S35
ეს მოდელი
C35-ზე ნაკლებად
არის გავრცელებული
მისი შედარებით
მაღალი ფასის
გამო, რაც მოდელის
ბევრად უფრო
სრულყოფილი
ფუნქციებითა
და ტექნიკური
შესაძლებლობებით
არის განპირობებული.
უანტენო ნოკიას წარმატების შემდეგ სიმენსმა ანალოგიური კონსტრუქციის ტელეფონი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც სულ 99 გრამს იწონის. ტელეფონში ჩამონტაჟებული ინფრაწითელი პორტი საშუალებას იძლევა, S35 ასევე გამოყენებულ იქნეს ტელეფონის პერსონალურ კომპიუტერთან დასაკავშირებლად. ტელეფონი აღჭურვილია ორგანაიზერითა და 20 წამიანი ხანგრძლივობის ხმის ჩამწერით.
S35-ის ექვსსტრიქონიანი ეკრანი საკმაოდ მოსახერხებელია ინტერნეტში სამუშაოდ. ტელეფონის ეკრანი უმარტივესი გრაფიკის გამოტანის საშუალებასაც იძლევა.
ტექსტის აკრეფის გამარტივებული სისტემა T9*, C35-ის მსგავსად, ამ მოდელშიც გვხდება. საერთოდ, C35 და S35 ბევრი რამით წააგავს ერთმანეთს და პროგრამული ნაწილიც ხშირ შემთხვევაში მეორდება.
სიმენსის მოდელებში სპეციალური ტაიმერიც არის გათვალისწინებული, რომელიც ტელეფონის ინტერნეტში მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს. ტაიმერის მეშვეობით თქვენი ტელეფონი ავტომატურად გათიშავს WAP-ის მომსახურებას მითითებული დროის განმავლობაში - ინტერნეტის გამოუყენებლობის შემთხვევაში, რაც გიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
შენიშვნის სახით გვინდა, სიმენს S25-ზე შევჩერდეთ. ამ მოდელის ინსტრუქციაში შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეფონი აღჭურვილია WAP ფუნქციით, თუმცა, ტელეფონის გამოშვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აპარატის მეხსიერებაში ჩაწერილი WAP-ის ვერსია არ არის თავსებადი მსოფლიოში გავრცელებულ პროგრამულ პაკეტებთან, რაც ტელეფონს ამ მიზნისთვის გამოუსადეგარს ხდის. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ტელეფონის პროგრამული ნაწილის გადაწერა და თანამედროვე ვერსიებთან თანხვედრაში მოყვანა შეუძლებელია.
Motorola
V2288
მოტოროლას
ახალი აპარატები
აღჭურვილია
მობილურ ინტერნეტში
მუშაობის ფუნქციით.
ეს ეხება როგორც
საკმაოდ პრესტიჟულ
V50-ს, ასევე ახალგაზრდებისთვის
განკუთვნილ
V2288-ს.
V2288 მოტოროლას ერთ-ერთი ბოლო მოდელი, მართალია, მცირე ზომებით არ გამოირჩევა, მაგრამ ერთადერთი აპარატია, რომელიც WAP ფუნქციასთან ერთად FM რადიოსაც სთავაზობს მომხმარებელს. აპარატი შედარებით ახალგაზრდული სექტორისთვის არის გამიზნული და ფუნქციათა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა, აპარატის მაღალი მექანიკური სიმტკიცე მომხმარებლისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. V2288 კომპლექტი სპეციალურ დამცავ საფარს შეიცავს. აპარატის ყიდვისას, ყუთში ყურსაცმელებსაც ნახავთ, რომლებიც ტელეფონზე საუბრის გარდა, რადიოს მოსასმენადაც გამოიყენება.
აპარატის დიდი ზომის მიუხედავად, ეკრანი მხოლოდ 3 ხაზს შეიცავს (10 სიმბოლოთი), რაც შედარებით ცოტაა ინტერნეტში სამუშაოდ.
Mitsubishi
Trium Mars
ევროპის
ბევრ ქვეყანაში
საკმაოდ დიდი
პოპულარობის
მიუხედავად,
ჩვენს ბაზარზე
ეს ტელეფონი მხოლოდ
ბოლო ხანს გამოჩნდა.
მობილურ კავშირგაბმულობაში
მიტცუბიში ისეთივე
ცნობილი კომპანია
არ არის, როგორც
მოტოროლა ან
ნოკია, მაგრამ
ბოლო პერიოდში
საკმაოდ დაწინაურდა,
რის დადასტურებასაც
თრიუმ არს წარმოადგენს.
მოდელი, შედარებით პატარა ზომისა და წონის (115გრ) მიუხედავად, საკმაოდ დახვეწილი მენიუთი და მრავალფეროვანი ფუნქციით გამოირჩევა, კალკულატორთან და სხვადასხვა თამაშთან ერთად ტელეფონი WAP მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
ტელეფონის გრაფიკული რეჟიმი ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის ეკრანზე 4 სტრიქონად გამოტანას უზრუნველყოფს. ხოლო გამოტანილი ტექსტის შრიფტი შესაძლებელია, მომხმარებელმა არეგულიროს.
ტელეფონის
მენიუც საკმაოდ
მარტივი, მაგრამ
სრულყოფილია
და პროფესიონალი
მომხმარებლის
მოთხოვნებს
აკმაყოფილებს.
ტელეფონი
აღჭურვილია
სისტემით T9*
და მეხსიერებით,
რათა ჩანიშნულ
იქნეს ხშირად
გამოყენებადი
ინტერნეტის
მისამართები.
Nokia
7110
ეს მოდელი
ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარულია
WAP-ით სარგებლობისას,
რასაც, პირველ
რიგში, მისი
დიდი ეკრანი
განაპირობებს.
ნოკიამ ყველა
კომპანიას დაასწრო
ტელეფონის გამოშვება
WAP ფუნქციით
და ზოგიერთი
პროგრამული
დეფექტის მიუხედავად
(რომელიც პირველ
ეტაპზე გამოსულ
აპარატებს ახასიათებდა),
Nokia 7110 ევროპაში
დღესაც ერთ-ერთ
ყველაზე პოპულარულ
WAP ტელეფონად რჩება.
მიუხედავად
პირველობისა,
ტელეფონი საკმაოდ
კარგად არის
აღჭურვილი ინტერნეტში
მუშაობის ფუნქციებით,
იქნება ეს ინტერნეტგვერდების
ხშირად გამოყენებადი
მისამართების
მეხსიერებაში
შეტანის ფუნქცია
თუ T9* რეჟიმი,
მაგრამ ჩვენ
მაინც გამოვყოფდით
ტექსტის აკრეფის
საშუალებას,
რომელიც განსხვავებულია
დანარჩენი ტელეფონებისგან
და ზოგიერთი
მომხმარებლის
აზრით, ძალზე
ამარტივებს
ტექსტზე მუშაობასაც.
ტელეფონი ასევე აღჭურვილია ინფრაწითელი პორტით, რომელიც პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის საშუალებასაც იძლევა. მენიუს თვალსაზრისით, როგორც ნოკიას სხვა მოდელები, საკმაოდ მოხერხებულია. მეხსიერების მხრივ აპარატი ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად ითვლება: მას 1000 სახელის დამახსოვრება შეუძლია, თითოეულზე 5 ტელეფონის ნომრით.
* T9 ტექსტის აკრეფის გამარტივებული სისტემა
მობილური ტელეფონის კლავიატურის საშუალებით ტექსტის აკრეფის გამარტივების მიზნით, მობილური აპარატების წარმოების ლიდერმა კომპანიებმა შეიმუშავეს სპეციალური სისტემა, რომელსაც T9 (ტექსტი 9 კლავიშის საშუალებით) ეწოდა. ტექსტის აკრეფისას T9 მომხმარებელს თავიდან აცილებს კლავიშზე მრავალჯერად დაჭერას იმ შემთხვევაში, როდესაც სიტყვა შეტანილია ტელეფონის მეხსიერებაში. მაგალითად, სიტყვა Hello-ს ასაკრეფად T9 რეჟიმში შეგიძლიათ, თითოჯერ დააჭიროთ თითი კლავიშებს 4,3,5,5,6 და ტელეფონი ავტომატურად დაწერს ამ სიტყვას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეგიძლიათ, ტელეფონს ასწავლოთ სასურველი სიტყვებიც, რომლებიც არ ინახება მეხსიერებაში.
ტელეფონის არჩევის შემდეგ ჩვენი აბონენტები, რა თქმა უნდა, დაინტერესდებიან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი აპარატების კონფიგურირება ინტერნეტში მუშაობისას.
აქვე მოკლედ შეგახსენებთ, რა პარამეტრების შეცვლა დაგჭირდებათ ტელეფონის აპარატის მაგთიკომის სერვერზე დაკავშირებისას:
დასარეკი
ტელეფონის ნომერი
(Dial-Up Number)
ნომერი,
რომლითაც აბონენტის
მობილური ტელეფონი
უკავშირდება
სერვერს, რომლის
გავლით აბონენტი
ინტერნეტის
გლობალურ ქსელში
ხვდება.
ინფორმაციის
გადამტანი
(Bearer)
მაგთიკომი
მობილურ ინტერნეტში
მუშაობას მონაცემთა
გადაცემის (Data)
საშუალებით
ახორციელებს.
ალტერნატიულ
ვარიანტს მოკლე
შეტყობინებები
(SMS) წარმოადგენს,
რომელიც ამ მიზნით
მსოფლიოში შედარებით
იშვიათად გამოიყენება.
გადაცემის
სიჩქარე (Call Speed)
მონაცემთა
გადაცემის სიჩქარე
9600 KBps-ია, რომელიც
GSM ქსელებისთვის
მაქსიმალურ
სიჩქარეს წარმოადგენს.
დაკავშირების
ტიპი
(Authentication)
დაკავშირების
ტიპი უნდა იქნეს
არჩეული "ჩვეულებრივი"
(Normal), მეორე ვარიანტი
- "დაცული" (Secure) გამოიყენება
სპეციალური
ტიპის კავშირებისთვის,
მაგალითად,
საბანკო მომსახურებისთვის.
IP მისამართი
(IP Address)
ეს იმ სერვერის
მისამართია,
რომლის საშუალებით
აბონენტი ინფორმაციას
ინტერნეტიდან
იღებს.
საწყისი
მისამართი
(Home Page)
ეს იმ ინტერნეტგვერდის
მისამართია,
რომელიც სერვერთან
დაკავშირებისას
ავტომატურად
გამოდის ტელეფონის
ეკრანზე. ამ ქვემენიუში
სასურველია,
ჩაწეროთ მისამართი,
რომელიც ყველაზე
ხშირად დაგჭირდებათ.
მომხმარებლის
სახელი, პაროლი
(User Name, Password)
მომხმარებლის
სახელსა და პაროლს
აბონენტი მიიღებს
კომპანიის ოფისში
მომსახურების
ჩართვის დროს.
ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის
მარკეტინგის,
მომხმარებელთა
მომსახურებისა
და პერსპექტიული
დაგეგმარების
დირექტორი
ჩვენში
გავრცელებული
აპარატების
ინტერნეტში
ჩართვის დეტალური
აღწერა შეგიძლიათ
იხილოთ პერსონალური
კომპიუტერიდან
კომპანიის ინტერნეტგვერდის
მისამართზე:
www.magtigsm.ge/wap/mobilephones