მეგზური მობილურ
ინტერნეტში

მობილური ინტერნეტი ჩვენში შედარებით ახალ მომსახურებას წარმოადგენს, ამიტომ აბონენტებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმ ინტერნეტგვერდების მისამართების გაცნობა, რომელთა დათვალიერება მობილური ტელეფონებიდან არის შესაძლებელი.

დღეისათვის მსოფლიოში უკვე უამრავი ინტერნეტგვერდია შექმნილი მობილური ტელეფონებისთვის. საქართველოში კი პირველი ასეთი გვერდი მაგთიკომმა მოამზადა მისამართით http://wap.magtigsm.ge, რომელიც ჩვენი პირველი მობილური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი.

თქვენთვის საინტერესო WAP გვერდების მისამართებს ჩვენს ინტერნეტგვერდზეც შეხვდებით, www.magtigsm.ge/wap, რომლებიც შეგიძლიათ, პერსონალური კომპიუტერიდან დაათვალიეროთ. ისინი პერიოდულად განახლდება და გათვალისწინებული იქნება თქვენი შეხედულებები, რომლებიც შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ სპეციალური კითხვარის საშუალებით,
www.magtigsm.ge/wap/marketing ან მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები მისამართზე:
wapmarketing@magtigsm.ge
(ქართულ ან ინგლისურ ენებზე).

მაგთიკომის WAP გვერდი
(ქართული, ინგლისური)
http://wap.magtigsm.ge
კომპანიის სიახლეები, მომსახურების ოფისების მისამართები, მომსახურების ტარიფები, ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი, საქართველოს ტელევიზიის პროგრამები, გადასვლები საინტერესო WAP გვერდებზე.

უცხოური WAP გვერდები


Yahoo (ინგლისური)
ყველაზე ცნობილი ინტერნეტგვერდი. ახალი ამბები, ელ.ფოსტა, ჰოროსკოპი, კალენდარი, ფინანსური სიახლეები, ამინდი, სპორტი
http://wap.yahoo.com


DHL (ინგლისური)
საფოსტო გადაზიდვები. შეგიძლიათ მოიძიოთ თუ სად იმყოფება თქვენი გზავნილი მოცემულ მომენტში.
http://wap.dhl.com


TNT (ინგლისური)
კიდევ ერთი ექსპრეს გზავნილების კომპანია. შეგიძლიათ მოიძიოთ თუ სად იმყოფება თქვენი გზავნილი მოცემულ მომენტში.
http://wap.tanger.cz/ewtnt-e.wml


Motorola (ინგლისური)
ცნობილი ამერიკული კომპანიის WAP გვერდი.
http://www.motorola.com


Finencial Times (ინგლისური)
ცნობილი ფინანსური გაზეთის WAP გვერდი
http://wap.ft.com


რუსეთის ახალი ამბები, ანალიზი (რუსული)
http://wap.novayagazeta.ru


რუსეთის ეკონომიკის საიხლეები (რუსული)
http://wap.mfd.ru


რუსეთის პოლიტიკის სიახლეები (რუსული)
http://wap.polit.ru

სპორტი

საიხლეები სპორტის სამყაროდან (ინგლისური)
http://wap.sportal.co.uk/index.wml

ცნობილი ინტერნეტგვერდი ფეხბურთის შედეგებით (ინფორმაცია განახლებადია მატჩის მიმდინარობის დროსაც), საფეხბურთო ახალი ამბები
www.football365.com (ინგლისური)

არსენალის საფეხბურთო კლუბის WAP გვერდი (ინგლისური)
www.buzzed.co.uk/mobile/?arsenal365

მანჩესტერის საფეხბურთო კლუბის WAP გვერდი (ინგლისური)
www.wapmanutd.com/manutd/manmenu.wml

ფორმულა 1 სიახლეები, შედეგები (ინგლისური)
www.eurowap.com/f1/f1menu.wml

ზემომოყვანილი მაგალითები მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ ზღვა ინფორმაციისა, რომლის გაცნობაც თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მობილური ტელეფონის საშუალებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძირითადი გვერდის (Home Page) გარდა, რომელზეც ავტომატურად ხვდებით ინტერნეტთან დაკავშირებისას, ბევრ მოდელში გათვალისწინებულია ხშირად გამოყენებული გვერდების დამახსოვრების საშუალება. მენიუს ამ პუნქტს Bookmarks ან Favorites უწოდებენ აპარატის მოდელის მიხედვით. ასე რომ, თუ დაგაინტერესათ რომელიმე მისამართმა, ის შეგიძლიათ მენიუს ამ პუნქტში შეინახოთ.