ოთხი წელი თქვენ სამსახურში

საუკეთესო კომპანია - უდიდეს დაფარვის ზონასთან, მრავალრიცხოვან აბონენტთან, მრავალფეროვან სერვისთან ერთად, აბონენტთა საუკეთესო მომსახურებასაც გულისხმობს.
დიდი კონკურენციის მიუხედავად, მაგთიკომი დღესაც ლიდერობს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს აბონენტთა მომსახურების სფეროში.

* სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ ჩვენი საკონტაქტო ნომრები:
25 00 00,
25 11 11 - უფასო ზარები

აბონენტთა მომსახურების განახლებული განყოფილება,
მნიშვნელოვნად გაზრდილი ხაზების რაოდენობა, ყოველდღე 9:30-დან 21:00-მდე.

* 525 - უფასო ზარები

მხოლოდ ჩვენი აბონენტებისათვის - მობილური
ტელეფონებიდან სწრაფი და მუდმივი კავშირი, ნებისმიერი კითხვა თუ პრობლემა - კომპეტენტური პასუხი, პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.

* 215
საინფორმაციო სამსახური მრავალფეროვანი ინფორმაციით მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მაგთი GSM-ის აბონენტებისათვის:
სავალუტო კურსი;
თეატრალური აფიშა;
თვითმფრინავების ფრენის განრიგი;
მატარებლების მოძრაობის განრიგი;
თბილისის სატელეფონო ცნობარი;
ორგანიზაციების ტელეფონები და მისამართები;
სხვადასხვა ინფორმაცია.

"მონო" სისტემის აბონენტებისათვის

* 444 - უფასო ზარები

წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებს შევახსენებთ, რომ 444-ზე დარეკვით შეგიძლიათ, გაიგოთ მიმდინარე ბალანსი - კლავიში "1", შეავსოთ თქვენი ანგარიში - კლავიში "2" და დაუკავშირდეთ მაგთიკომის აბონენტთა მომსახურების სამსახურს - კლავიში "0".

* 520 - უფასო ზარები

დამატებითი მომსახურება "მონოს" აბონენტებისათვის 24 საათის განმავლობაში.
თუ მაგთიკომის აბონენტი ბრძანდებით და გსურთ, თქვენს ახლობელს ან მეგობარს, რომელიც "მონო" სისტემის აბონენტია, წინასწარ გადაუხადოთ მომსახურების ღირებულება, ამას მხოლოდ 520-ის საშუალებით შეძლებთ. შეიძინეთ "მონო" ბარათი, თქვენი მობილურიდან დარეკეთ 520-ზე და შეასრულეთ ავტომოპასუხის ინსტრუქცია. თქვენი მეგობარი ამ მხარდაჭერას არასოდეს დაგივიწყებთ.

გვინდა, აბონენტებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ
ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მისამართი:
http://www.magtigsm.ge

აქ მუდმივად მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის სიახლეების შესახებ.

დაგვირეკეთ!
ჩვენი სამსახური ხომ მაგთი GSM-ის აბონენტებზე ზრუნვაა!