როუმინგის მომსახურების წესები

როუმინგული მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას
უცხოეთში როუმინგით სარგებლობა
როუმინგული დავალიანების დაფარვა
როუმინგის ქვეყნებისა და ოპერატორების ცხრილი.

როუმინგული მომსახურება საშუალებას აძლევს აბონენტს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი მობილური ტელეფონით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

როუმინგის მომსახურების წესები

მაგთი GSM ზრუნავს თავის აბონენტებზე და შესაძლებლობას აძლევს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ისარგებლონ საკუთარი მობილური ტელეფონის აპარატით და ნომრით, თუმცა გაფრთხილებთ, რომ როუმინგის პირობები ემყარება მაგთი GSM-სა და უცხოეთის GSM ოპერატორებს შორის გაფორმებულ სტანდარტულ როუმინგის ხელშეკრულებას, და გამგზავრების შემდეგ გაუთვალისწინებელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ როუმინგის თავისებურებებს საქართველოშივე გაეცნოთ.
როუმინგული მომსახურებით აბონენტი სარგებლობს ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის გათვალისწინებით და ხაზგასმული წესების დაცვით:
1. აბონენტმა მაგთი GSM-ის ანგარიშზე უნდა შემოიტანოს სადეპოზიტო თანხა, გაეცნოს მიწოდებულ ინფორმაციას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა როუმინგული მომსახურების ჩართვაზე.
სადეპოზიტო თანხის შემოტანა შეგიძლიათ მაგთი GSM-ის გაყიდვისა და აბონენტთა მომსახურების ოფისებში ლარებში ან საქართველოს ბანკის ფილიალებში როგორც ლარებში, ისე უცხოურ ვალუტაში შესაბამისი კურსით, რომელზეც დაგერიცხებათ ბანკის მიერ დაწესებული პროცენტი.
როუმინგული პარტნიორების ტარიფები
2. აბონენტი სხვა ქვეყნის ოპერატორების მომსახურებით სარგებლობის საფასურს იხდის საქართველოში, ჩვეულებრივ წუთობრივ თუ სააბონენტო დავალიანებასთან ერთად.
მაგთი GSM-ის გაყიდვისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრებში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ქვეყნებისა და ოპერატორების სიას, შესაბამის ტარიფებს და დარეკვის წესებს, რომლებთანაც კომერციული როუმინგი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო პერსპექტიული ქვეყნების შესახებ აგრეთვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მაგთი GSM-ის საინფორმაციო ცენტრს.
3. როუმინგით სარგებლობისას გამავალი და შემომავალი ზარი ფასიანია.
გთხოვთ გაითვლისწინოთ, რომ ოპერატორების უმრავლესობა ტარიფებს წელიწადში რამდენჯერმე ცვლის, რის გამოც, აუცილებელია, გამგზავრებამდე თქვენთვის საინტერესო ოპერატორის მიმდინარე ტარიფები და შემავალი ზარის ფასი მაგთი GSM-ის გაყიდვისა და აბონენტთა მომსახურების ოფისებში დააზუსტოთ.

როუმინგული მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას

როუმინგის ჩართვა გავლენას არ მოახდენს თქვენი აპარატით სარგებლობაზე მაგთი GSM-ის ქსელში საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა აზერბაიჯანსა და თურქეთთან მიმდებარე ტერიტორიისა (მაგ. ქ. ბათუმი), სადაც არსებობს ამ ქვეყნების ოპერატორების ქსელით შემთხვევითი სარგებლობის საშიშროება. ყურადღება გმართებთ, რათა არ მოხდეს ქსელთა ავტომატური შეცვლა. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი აპარატის ეკრანზე MAGTICOM-ის, MAGTI GSM-ის ან 282-02-ის ნაცვლად სხვა ოპერატორის საიდენტიფიკაციო ნიშანი გამოჩნდა, შეგიძლიათ თქვენი აპარატის მენიუში ხელით ამოირჩიოთ მაგთი GSM-ის ქსელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისარგებლებთ რა მეზობელი ოპერატორის მობილური ქსელით, მომსახურების საფასურს შესაბამისი ოპერატორის როუმინგის ტარიფების მიხედვით გადაიხდით (რაც გაცილებით მეტია მაგთი GSM-ის ტარიფებზე).

უცხოეთში როუმინგით სარგებლობა

4. თვითმფრინავით მგზავრობისას მობილური აპარატის ჩართვა სახიფათოა და სასტიკად იკრძალება.
უცხოეთში, დაფარვის ზონაში ყოფნისას მობილური აპარატის ჩართვით, ჩვეულებრივ, თქვენ ავტომატურად ჩაერთვებით მობილური კომპანიის ქსელში. თუმცა, ტექნიკური ფაქტორების გამო შესაძლებელია თქვენმა აპარატმა მასპინძელი ოპერატორის ქსელი ავტომატურად ვერ დააფიქსიროს, რისთვისაც აუცილებელია ქსელის შერჩევა ხელის რეჟიმით.
ქსელის ხელის რეჟიმით შერჩევის თანამიმდევრობა აპარატის მენიუზეა დამოკიდებული, თუმცა პრინციპი, აპარატის მოდელის მიუხედავად, მსგავსია: საჭიროა აპარატის მენიუში მოძებნოთ და ამოირჩიოთ პუნქტი ქსელების შესახებ, შემდეგ ქვეპუნქტი არსებული ქსელების შესახებ, ან ქსელის არჩევა ავტომატურიდან ხელით შერჩევაზე გადაიყვანოთ. ორივე შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება იმ ოპერატორების აღმნიშვნელი კოდები ან თვით კომპანიების სახელწოდებები, რომელთა დაფარვის ზონაშიც იმყოფებით. ქვეყნებში, სადაც როუმინგი მხოლოდ ერთ ოპერატორთან ფუნქციონირებს, თქვენს მიერ ასარჩევი კომპანია განსაზღვრულია, ხოლო იქ, სადაც რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს როუმინგი, არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებაში ამ კომპანიების ტარიფები, მომსახურების ხარისხი და დაფარვის ზონა დაგეხმარებათ. კომპანიების შესახებ ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად გირჩევთ, გამგზავრებამდე მიმართოთ მაგთი GSM-ის სარეალიზაციო ოფისებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თქვენი არჩევნის მიუხედავად ყურადღება მიაქციოთ აპარატის ეკრანზე გამოტანილ კომპანიის კოდსა თუ სახელწოდებას, რადგანაც არჩეული კომპანიის სიგნალის სისუსტის გამო თქვენი აპარატი შეიძლება დროდადრო ავტომატურად აღმოჩნდეს სხვა, უფრო ძლიერი სიგნალის მქონე კომპანიის ქსელში, და ქსელის ხელახლა ამორჩევა მოგიხდეთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რიგ ქვეყნებში, მაგ.: გერმანია, ისრაელი, ესტონეთი და სხვ. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური აქსესუარით (რომლის გამოყენებისას ხელები თავისუფალი რჩება).

როუმინგული დავალიანების დაფარვა

5. ანგარიშზე თანხის ამოწურვის შემთხვევაში როუმინგული მომსახურება შეწყდება და აღსდეგება ანგარიშზე საავანსო თანხის მინიმუმამდე შევსების შემთხვევაში.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, უცხოეთში გამგზავრებისას თქვენს მიერ ავანსად დატოვებული თანხა შეიძლება საქართველოში დაბრუნებამდე დაიხარჯოს და თქვენც როუმინგული მომსახურების გარეშე აღმოჩნდეთ. ამ პრობლემის თავიდან აცილების მარტივი ხერხია გამგზავრების წინ თქვენი ბალანსის შემოწმება და ავანსზე თანხის შეტანა შესაძლო დანახარჯების გათვალისწინებით. ავანსის გადახარჯვისა და როუმინგული მომსახურების გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელია მაგთი GSM-ის ანგარიშზე საჭირო თანხის უცხოეთიდანვე გადმორიცხვა ან დავალიანებისა და ავანსის თქვენს ანგარიშზე საქართველოში მყოფი პირის მიერ შეტანა. ორივე შემთხვევაში როუმინგული მომსახურება უპრობლემოდ აღგიდგებათ, თუმცა დაგჭირდებათ აპარატის ხელახლა ჩართვა და ქსელის მოძებნის პროცედურის განმეორება.
დავალიანების დაფარვისას საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ როუმინგის ხელშეკრულების მიხედვით, ოპერატორებისაგან თქვენი როუმინგის ზარების შესახებ ინფორმაციამ შეიძლება დაიგვიანოს, რის გამოც, მათი შესაბამისი თანხები შეიძლება მომდევნო ანგარიშ-ფაქტურებში აღმოჩნდეს.

6. სადეპოზიტო თანხის გატანა შესაძლებელია მხოლოდ როუმინგული მომსახურების გაუქმების ფორმის შევსებიდან 30 დღის შემდეგ.
მაგთი GSM დიდ მადლობას გიხდით ამ ინფორმაციის გათვალისწინებისათვის და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.

როუმინგის ქვეყნებისა და ოპერატორების ცხრილი.

როუმინგით შეგიძლიათ ისარგებლოთ 89 ქვეყანაში 205 ოპერატორის მეშვეობით
ქვეყანა ქვეყნის კოდი ოპერატორი
1 ავსტრალია +61 ვან ტელი, ოპტუსი, ტელსტრა
2 ავსტრია +43 მაქს მობილი, მობილკომი, ტელერინგი, ქონექთ ვანი
3 აზერბაიჯანი +994 აზერსელი, ბაქსელი
4 ალბანეთი* +355 ეი-ემ-სი*
5 არაბთა გაერთიანებული საემიროები +971 ეტისალატ
6 არგენტინა +54 ნექსტელი
7 აშშ +1 პავერტელი, ვოისსტრიმ ვესტი, ნექსტელი
8 ბაჰრეინი +973 ბატელკო
9 ბელგია +32 მობისტარი, ბელგაკომი, ქეი-ფი-ენ ორინჯი
10 ბელორუსია +375 ემ-დი-სი (ველკომი)
11 ბენინი* +229 ტელესელი*
12 ბოსნია ჰერცოგოვინა* +387 ერონეტი*
13 ბოსნია და ჰერცოგოვინა
(სრფსკას რესპუბლიკა)
+387 მობილნა სრფსკა
14 ბრაზილია* +55 ნექსტელი*
15 ბულგარეთი +359 მობილტელი
16 ბურუნდი* +257 ტელესელი*
17 გერმანია +49 ვიაგ ინტერკომი, დე-ტე მობილი, მანესმან მობილფუნკი*
18 დანია +45 ტელე დენმარკი, მობილიქსი*, ტელია*
19 დიდი ბრიტანეთი +44 სელნეტი, ვოდაფონი, ორინჯი, ვან-თუ-ვანი
20 ეგვიპტე +20 მობი ნილი, ქლიქ GSM
21 ესპანეთი +34 ტელეფონიკა მოვილეს (მოვისტარი), ამენა, აირტელი
22 ესტონეთი +372 რიტაბელი, რადიოლინია, ი ემ თი
23 ვატიკანი +396 ომნიტელი, ტიმი
24 ვიეტნამი* +84 ვი ენ ფი თი*
25 ზამბია* +260 ტელესელი*
26 ზიმბაბვე* +263 ეკონეტი*, ტელესელი*
27 თურქეთი +90 თურქსელი, ტელსიმი
28 თურქმენეთი +3632 ბი სი თი აი
29 ინდოეთი +91 ეირტელი, მაქს ტაჩი, სტერლინგ სელულარი, სფაის სელი, ფას სელი, ბი პი ელი
30 ინდონეზია +62 ექსელ კომი
31 იორდანია +962 მობილკომი
32 ირლანდია +35 ეირსელი, მეტეორი, ესატ დიჯი ფონი
33 ისლანდია +35 ტალი, ლენდსიმინი
34 ისრაელი +972 ფი-სი-სი (ორინჯი)
35 იტალია +39 ტიმი, ომნიტელი, ვინდი, ბლუ
36 იუგოსლავია +381 პრომონტე, მობ ტელი*
37 კანადა +1 მაიკროსელ ქონექშენსი, ნექსტელი*
38 კამბოჯა +855 კამ ჯი ეს ემი
39 კენია* +254 საფარიკომი*, კენსელი*
40 კვიპროსი +35 სიტა
41 ლატვია +371 ბალტკომი, ელ-ემ-ტი
42 ლიბანი* +961 ლიბანსელი*
43 ლიტვა +370 ომნიტელი
44 ლიხტენშტაინი +423 სვისკომი, ტანგო
45 ლუქსემბურგი +352 ფი ენდ თი ლუქსემბურგი, ტანგო
46 მავრიკი +222 სელფლასი, ემ ტელი
47 მაკაუ +853 სი თი ემი
48 მაროკო +212 იტისალატი*, მედი ტელეკომი
49 მალაზია +60 მაქსის მობაილი, ტაიმ ვაირლესი, დიჯი ტელეკომი, სელკომი*, თი ემ თაჩი
50 მალტა +356 ვოდაფონი მალტა
51 მექსიკა* +52 ნექსტელი*
52 მოლდოვა +373 ვოქსტელი, მოლდსელი
53 მონაკო +33 ბუიგ ტელეკომი, ფრანს ტელეკომი, ეს ეფ არი
54 ნამიბია* +264 ემ თი სი*
55 ნორვეგია +47 ნეთკომი
56 ნორმანდიის კუნძულები +44 გერნსი ტელეკომი
57 პერუ +51 ნექსტელი
58 პოლონეთი +48 ფლასი, ერა, სენტერტელი
59 პორტუგალია +351 ტელესელი, თი-ემ-ენი, ოპტიმუსი
60 რუმინეთი +40 მობილ რომი, მობი ფონი
61 რუსეთი +7 ემ-ტე-ესი (მოსკოვი), დონტელეკომი (როსტოვი), ნორს-ვესტი (სანკტ-პეტერბურგი), ქეი-ბი იმპულსი (მოსკოვი), ეს-სი-ეს-900 (ნოვოსიბირსკი), ზაო სმარტსი (სამარა), სტავტელესოტი (სტავროპოლი), ეფ-ი-სი-ეს-900 (ხაბაროვსკი), ერმაკ ერ-ემ-ესი (ხანტი მანსისკი), კუბან GSM (კრასნოდარი), ენ-ტი-სი (ვლადივოსტოკი), ემ სი ესი (ომსკი), ტომსკ სელლულარი (ტომსკი), ენისეი ტელეკომი (კრასნოიარსკი), ტელესოტ ალანია (ვლადიკავკაზი), კედრ ერ ემ ესი (კემეროვო), ბაიკალ ვესტკომი, ასტრახან GSM-900(ასტრახანი), პენზა GSM(პენზა), ორენბურგ GSM(ორენბურგი), შუპაშკარ GSM(ჩებოქსარი), ვოლგოგრად GSM(ვოლგოგრადი), ბი ემ ტელეკომი(უფა), ულიანოვსკ GSM(ულიანოვსკი), რეკომი(ვორონეჟი), სონიქ დუო*, ექსტელი (კალინინგრადი)
62 საბერძნეთი +30 პანაფონი, სტეტ ჰელასი
63 სამხრეთ აფრიკა +27 ემ-ტე-ენი, ვოდაკომი*
64 საფრანგეთი +33 ბუიგ ტელეკომი, ფრანს ტელეკომი, ეს ფი არი
65 სინგაპური +65 სთარ ჰუბი
66 სლოვაკეთი +421 გლობტელი
67 სლოვენია +386 მობიტელი
68 სომხეთი +374 არმენტელი
69 სპილოს ძვლის ნაპირი +225 სიმი, ლოტენი ტელეკომი*
70 ტაივანი +886 ფი-სი-სი 1800MHz, ჩუნგვა ტელეკომი*, ფარ ის ტონი
71 ტაილანდი +66 ტაკ ფონი, ეი აი ესი
72 ტოგო* +228 ტელესელი*, ტოგოსელი*
73 უზბეკეთი +998 კოსკომი
74 უკრაინა +380 კიევსთარი, იუ-ემ-სი, გოლდენ ტელეკომი 1800MHz, იუ არ ესი
75 უნგრთი +36 ვოდაფონი, პანონი, ვესტელი
76 ფილიპინები +63 გლობ ტელეკომი, სმარტი, ნექსტელი*
77 ფინეთი +358 რადიოლინია, ტელია*, ფინიშ 2 ჯი*
78 ფარერის კუნძულები +298 ფაროე ტელეკომი
79 ქუვეითი +965 ემ-ტი-სი
80 ყაზახეთი +7 კარ-ტელი, კეი-სელი
81 შვედეთი +46 ევროპოლიტანი, კომ ვიკი*, ტელია*
82 შვეიცერია +41 ორინჯი, სვისკომი
83 შრი ლანკა +94 ემ-ტე-ენი, სელტელი
84 ჩეხეთი +420 რადიომობილი (პეგასი), ევროტელი, ჩესკი მობილი
85 ჩინეთი +86 ჩაინა მობაილი
86 ცენტრალური აფრიკა* +236 ტელესელი*
87 ხორვატია +385 ქრონეტი, ვიპნეტი
88 ჰოლანდია +31 ლიბერტელი, ბენი, ქეი-ფი-ენ ტელეკომი, დაჩტონი
89 ჰონგ-კონგი +852 სმარ-ტონი, სი-ეს-ელი, ჰატჩისონი, ნიუ ვორლდ ფი სი ესი

* - ოპერატორები და ქვეყნები, რომელთანაც როუმინგი უახლოეს მომავალში ჩაირთვება.