მაგთი GSM თქვენ სამსახურში

საუკეთესო კომპანია, უდიდეს დაფარვის ზონასთან,
აბონენტთა სიმრავლესთან,
მრავალფეროვან სერვისთან ერთად,
მომხმარებელთა საუკეთესო მომსახურებასაც გულისხმობს.

ძლიერი კონკურენციის მიუხედავად,
მაგთიკომი დღესაც ლიდერობს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე
და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.



სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ ჩვენი საკონტაქტო ნომრები:
25 00 00 ზარი უფასოა 25 11 11

განახლდა აბონენტთა მომსახურების განყოფილება,
მნიშვნელოვნად გაიზარდა განყოფილებასთან დამაკავშირებელი ხაზების რაოდენობა,
ყოველდღე 9:30-დან 21:00-მდე.


5 2 5

ზარი უფასოა

მხოლოდ ჩვენი აბონენტებისათვის - მობილური ტელეფონებიდან სწრაფი და მუდმივი კავშირი,
კომპეტენტური პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.



2 1 5

საინფორმაციო სამსახური

მხოლოდ მაგთი GSM-ის აბონენტებისათვის, მრავალფეროვანი ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში:
სავალუტო კურსი;
თეატრალური აფიშა;
საჰაერო მიმოსვლის განრიგი;
მატარებლების მოძრაობის განრიგი;
ორგანიზაციების ტელეფონები და მისამართები;
სხვა ინფორმაცია.


მონო სისტემის აბონენტთათვის

4 4 4

ზარი უფასოა

შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ანგარიშის ბალანსი (444 - 1); შეავსოთ თქვენი ანგარიში (444 - 2);
დაუკავშირდეთ აბონენტთა მომსახურების განყოფილებას (444 - 0).


5 2 0

ზარი უფასოა

დამატებითი მომსახურება მონოს აბონენტებისათვის 24 საათის განმავლობაში.
520-ის საშუალებით, შეგიძლიათ, თქვენს ახლობელს, რომელიც მონო სისტემის აბონენტია, წინასწარ
გადაუხადოთ მომსახურების ღირებულება: შეიძინეთ მონო ბარათი, დარეკეთ 520-ზე და შეასრულეთ
ავტომოპასუხის ინსტრუქცია.


საერთაშორისო დაკავშირების კოდი

00 ან +

საერთაშორისო ზარებისათვის მაგთიკომი გთავაზობთ საკუთარ თანამგზავრულ კავშირს:
აკრიფეთ კოდი 00 ან + და დაუკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.
კოდი 00-ით ან +-ით სარგებლობისას საერთაშორისო მომსახურება ხორციელდება დაბალი ტარიფებით.
შეგახსენებთ, თუ თქვენ მონო სისტემის აბონენტი ხართ, ავტომატურად ჩართული გაქვთ საერთაშორისო
მომსახურება დეპოზიტის გარეშე.


ჩვენი ინტერნეტის მისამართია:

www.magtigsm.ge

აქ მიიღებთ ინფორმაციას სიახლეების შესახებ.

დაგვიკავშირდით!
ჩვენი მოწოდება თქვენზე ზრუნვაა!