პირველი კომერციული GPRS კავშირი საქართველოში

2001 წლის 26 ივლისს "მაგთიკომმა" საკუთარ ქსელში წარმატებით განახორციელა პირველი GPRS (რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი) ზარი "მოტოროლასა" და " სისკოს" გადაწყვეტილებათა გამოყენებით.
GPRS ტექნოლოგია ანუ რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი არის ინფორმაციის მაღალი სიჩქარით გაცვლის საშუალება შ სისტემის აბონენტთათვის. GPRS ტექნოლოგია შუალედურ რგოლად ითვლება მობილური კომუნიკაციების მესამე თაობის სისტემაზე გადასვლამდე.
"მაგთიკომმა", რომელიც ლიდერობს საქართველოს მობილური კავშირგაბმლობის კომპანიებში აბონენტთა რაოდენობით, მომსახურების ხარისხითა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, კავკასიის რეგიონში პირველმა განაცხადა GPRS ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ.
26 ივლისს "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე "მაგთიკომის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ GPRS-ის სატესტო გაშვებას სულ მალე მოჰყვებოდა მისი კომერციული ჩართვა.
დაიწყო GPRS მომსახურების პოტენციური მომხმარებლების ძიება.
რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, ესარგებლა ახალი ტექნოლოგიით.
პირველ პარტნიორად შერჩეულ იქნა "საქართველოს ბანკი", რომელსაც "მაგთიკომთან" ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.
"მაგთიკომისა" და "მოტოროლას" სპეციალისტებმა შეისწავლეს "საქართველოს ბანკის" მოთხოვნები, ქსელის ფუნქციონირების ტექნიკური მაჩვენებლები, ჩატარდა ტესტები სხვადასხვა რეგიონულ მიმართულებებზე.
2002 წლის 30 იანვარს "საქართველოს ბანკის" რეგიონული ოფისისათვის ჩაირთო "მოტოროლას" უნიკალურ GPRS ტექნოლოგიაზე დამყარებული კომერციული მომსახურება.
"საქართველოს ბანკის" გურჯაანის რეგიონული ფილიალი,დღეს სათაო ოფისთან სწორედ GPRS ტექნოლოგიაზე დამყარებულ მონაცემთა გადაცემის არხითაა დაკავშირებული.
"მაგთიკომის" სპეციალისტები, "საქართველოს ბანკის" ავტომატიზაციის სამსახურთან ერთად, დღენიადაგ ზრუნავენ ამ არხის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასა და საიმედოობის გაზრდაზე. ახლო მომავალში, GPRS-ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ვაპირებთ "საქართველოს ბანკის" კორპორატიული კომპიუტერული ქსელის სრულ დარეზერვირებას, ეს ნაბიჯი გაზრდის ბანკის კორპორატიული კომპიუტერული სისტემის საიმედოობას და გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს", - ბრძანა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ახალაიამ.
ტრადიცია არ დარღვეულა. "მაგთიკომი" დღესაც პირველია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში და მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს შემდეგი თაობის ქსელურ ტექნოლოგიებზე მიგრაციისათვის.
"საქართველოს ბანკი" GPRS სერვისის პირველი კომერციული კლიენტი გახდა.