საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია

GEORGIAN INTERNATIONAL OIL CORPORATION


 
“აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების განვითარებით იწყება საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის წინაშე დასახული გეოსტრატეგიული კონცეფციის რეალიზაცია.

“სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სისტემის“ პროექტი საფუძველს ჩაუყრის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მის უსაფრთხოებას, ქმნის შესაძლებლობას განვითარდეს ახალი ენერგეტიკული, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო პროექტები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას.

 
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სისტემის” პროექტები

ამ პროექტების განხორციელებისას გამოყენებული იქნება უმაღლესი საერთაშორისო გარემოსდაცვითი და ტექნიკური სტანდარტები პროექტების განვითარებასთან ერთად განხორციელდება ენერგეტიკულ დერეფანში მდებარე ხუროთმოძღვრების ძეგლების გადარჩენის საგანგებო პროგრამა.

მიწა, რომელსაც მოიცავს ნავთობსადენისა და გაზსადენის დერეფანი, მუდმივად რჩება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებად.

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის” პროექტიდან სატრანზიტო გადასახადის სახით საქართველოს ბიუჯეტის პირდაპირი შემოსავალი წელიწადში 62,5 მილიონი აშშ დოლარი იქნება, რაც პროექტის ფუნქციონირების განმავლობაში ჯამში შეადგენს 2,5 მილიარდ აშშ დოლარს.

“ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტიდან სატრანზიტო გადასახადის სახით საქართველო ყოველწლიურად უფასოდ მიიღებს ტრანსპორტირებული გაზის 5 პროცენტს, ანუ წელიწადში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საქართველოს დღევანდელ მოხმარებას ორჯერ აღემატება. ამასთანავე საქართველო სპეციალურ ფასში (55 აშშ დოლარი ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზზე, 1,5% ყოველწლიური ესკალაციით) შეისყიდის ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობებს (წელიწადში ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი) პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში, რაც მთლიანობაში შეადგენს 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის” - პროექტების მშენებლობაზე დასაქმებულთა 80% (დაახლოებით 70 ათასი ადამიანი) ადგილობრივი სპეციალისტი და მუშახელი იქნება.

საქართველოს მრეწველობაში და მომსახურების სფეროში განსათავსებელი შეკვეთების სავარაუდო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარს.

 


4, Sanapiro str, 380005, Tbilisi, Georgia

Tel.:(995 32) 998979, Tel./ Fax: (995 32) 920245, E-mail:gioc@caucasus.net