უთარიღო, ბოლონაკლული...

ისინი ერთმანეთს 1919 წელს შეხვდნენ... ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი და მიუნხენიდან რამდენიმე წლის დაბრუნებული, მრავალმხრივ განსწავლული ხელოვანი დიმიტრი შევარდნაძე. მათი მეგობრობა, რომელსაც შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა ვუწოდოთ, 1937 წელს შეწყდა. დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს.
ქეთევან მაღალაშვილის არქივში დაცულია დიმიტრი შევარდნაძის წერილები, რომლებიც 1920 წლიდან იწყება. სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი ქეთევანის წერილები დიმიტრისადმი, მაგრამ არსებობს პოეტ ანა კალანდაძის ჩანაწერები, იმდროინდელი, როდესაც მხატვარი პოეტი ქალის პორტრეტზე მუშაობდა.
ანა, მე მინდა, რომ თქვენ ეს იცოდეთ! - ხშირად მოაყოლებდა ხოლმე ნათქვამს და ამანაც მიკარნახა ზოგიერთი მისი ნაამბობის ფიქსირება სტენოგრაფიული სიზუსტით
(ანა კალანდაძე, თარგმანები, პროზაული ნაწერები, თბილისი, 1996 წელი).

როცა სურათი არ მომწონს, ვხევ. იქნება ვცდები? იაკობ ნიკოლაძე სულ იმას ეუბნებოდა დიტო შევარდნაძეს, ჩამოართვით მაგას თავისი სურათები, ეგ ხომ არანორმალურიაო. ეეხ, დიტომ კი შეინახა ჩემი რაღაცრაღაცეები, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი დაიკარგა... მეტეხს შესწირა მან თავისი სიცოცხლე, დიტოს საფლავი მეტეხთან მგონია!

ტფილისი, უთარიღო, ბოლონაკლული
ქეთინა! პირველ შენს წერილზე პასუხი (ნაჩქარევი) უკვე გაგეცი. იმედია ეხლა წერილი და ორმოცდაათი მილიონი მანეთი მიღებული გექნება. ხვალ (კვირას) მიემგზავრება ბორჯომში მიხეილ ზანდუკელი და ვსარგებლობ შემთხვევით და გიგზავნი ამ ბარათს. ქეთოჯან, შენს ორთავე წერილს ძალიან ნერვიულობა ეტყობა, თუმცა ხîëòîâíÿ òâîÿ ìíå î÷åíü íðჭâèòñÿ, და უმთავრესი მიზეზი შენი ნერვიულობისა ფულის უქონლობა არის. გენაცვალე, დაწყნარდი, ამაზედ ნუ დარდობ. 50.000.000 ეხლა გამოგიგზავნე, მალე კიდევ მოგაშველებ. ასე რომ ჭამა-სმაში არაფერი დაიკლო, რომ შენი მანდ ყოფნამ ფუჭად არ ჩაიაროს. მეც ვეცდები უთუოდ ჩამოვიდე... ქეთოჯან, შენს საზღვარგარეთ წასვლის საქმეს ძალიან ყურადღებას ვაქცევ, თითქმის ყოველ დღე ვარ ამის გამო კომისარიატში. გუშინ 13 ივლისს კომისარმა მოაწერა ქაღალდს ხელი 100 ფუნტი სტერლინგის შესახებ და გააგზავნეს სადღაც. ერთი სიტყვით ამისი დარდი ნუ გექნება.
ორდენის კეთება გუშინ გავათავე და ჩავაბარე კიდევაც კანდელაკს. ძალიან მოიწონეს და გააგზავნეს ცეკაში. შეიძლება მაინც დაბრაკონ.
აქაური ამბები რა მოგწერო: ძალიან სიცხეები იყო და ძალიან შეგვაწუხა. დღეს (შაბათია) წვიმიანი დღეა და ცოტა სული მოვითქვით. ცინტლუკი შენ, ძალიან მომენატრე და ნახვა შენი ფრიად მესიამოვნება, ვეცდები ჩამოვიდე ერთი დღით როგორმე...

დიტო შევარდნაძე ენერგიული კაცი იყო, მოქმედი. რამდენია კარგი მხატვარი, მაგრამ... ამ თვისებას მოკლებულიაო, - შენიშნა ქალბატონმა ქეთომ.

ტფილისი, 3 სექტემბერი, 1920 წელი, ბოლონაკლული
ქეთო! თქვენი წერილი მიტას ხელით და თამარის ტელეგრამა მივიღე. ტელეგრამის მიღებისთანავე არჩილმა მონახა თიანეთიდან ჩამოსული შოფერი და გაიგო, რომ ავტომობილი უკან 1 სექტემბერს დაბრუნდება. მეც ამ დღისთვის მოვემზადე წამოსასვლელად. განათლების სამინისტროდან სამი დღის თავისუფლებაც მივიღე; მაგრამ დახეთ ჩემს უბედობას, სწორედ წამოსვლის დღეს არჩილმა შემატყობინა, რომ ავტომობილი ისეთი დაზიანებული აღმოჩნდა, რომ ერთი თვის რემონტი სჭირდებაო და ეხლა ავტომობილით წასვლა შეუძლებელიაო; ვეცადოთ ცხენებით წავიდეთო. მაგრამ არც აქ გაგვიღიმა ბედმა. აი, როგორი უბედო ვარ, ძლივს ვიშოვე სამი დღის თავისუფლება და იმითაც ვერ ვისარგებლე. ეხლა ისევ საქმეს დაუბრუნდი და სანამ არ დავასრულებ, ვერ მოვშორდები. სამხატვრო გალერეა აწყობს ძველი მხატვრობის სურათების გამოფენას; სურათები უნდა შეგროვდეს როგორც სახელმწიფო დაწესებულებებიდან, აგრეთვე, კერძო პირთაგან. ამ გამოფენის მოწყობას დიდი მუშაობა უნდა. ამ მიზნით მომიხდება პროვინციებშიც წასვლა. მაგ. შემატყობინეს, რომ წინანდალში 100-მდე ძველი სურათი არის ერთი თავადის ოჯახში. უნდა გავემგზავრო სანახავად და თუ საინტერესო დარჩა, ჩამოვიტანო გამოფენისათვის. ალბათ, ამ კვირაში გავემგზავრები. რა ახლო ვიქნები თქვენთან, მაგრამ რომ ვერ შევძლებ თქვენთან გადმორბენას! ქეთო! იქნებ თიანეთშიაც აქვს ვინმეს რაიმე ძველი მხატვრობის ნიმუშები, ეცადეთ წამოიღოთ გამოფენისათვის...
უნდა გითხრათ მართალი, ძალიან მომენატრეთ. მიტამ მითხრა, ქეთო ისე გასუქდა, რომ კიდევაც დავსცინითო. იმედია, დედათქვენიც და თამარიც მოიკეთებდნენ. ძალიან საინტერესოა თქვენი ნახვა...
თქვენ ეცადეთ თქვენი ჯანმრთელობისათვის, დანარჩენი კი ჩემი საქმე იყოს; ისე მოგაწყობთ სამუშაოდ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ. ამას წინეთ ზეთის ფერადები ვიყიდე თქვენთვის ფეშკეშად 5.000 მანეთის, იმდენი არის, რომ კარგა ხანს გეყოფათ; ტილოებიც ხომ გვაქვს; ჩემი ატელიეც თქვენს განკარგულებაში იქნება სამუშაოდ, ასე რომ მარტო თქვენი ჯანმრთელობა და ენერგია არის საჭირო. იმედია ამას თან ჩამოიტანთ.
თქვენ საყვედურს მითვლით, წერილს ვრცლად არ იწერებითო. აბა რა მოგწეროთ. საქმეები ბევრი მქონდა ამ ზაფხულში, მაგრამ ამის შესახებ წერა თქვენთვის მოსაწყენი იქნებოდა. სხვა კი საინტერესო არაფერი იყო...
რუსეთიდან მესამეხარისხოვანი მხატვრების სურათები უნდა დაეგზავნათ რესპუბლიკებში. დიტომ უარი თქვა: მე საქართველოში ქართული ლუვრი უნდა დავაარსოო. დიტო მართალი იყო. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა მუზეუმს გავფილტრავდი და მხოლოდ პირველხარისხოვან სურათებს დავტოვებდი!



მოსკოვი, 18 თებერვალი, 1930 წელი
ქეთო ჩემო, სალამი მოსკოვიდან. გზაში ფაშასავით ვიმგზავრე და აქაც კარგათ მოვეწყე კალუჟსკების წყალობით...
ჩამოსვლის დღესვე ე.ი. 15 თებერვალს კალუჟსკებმა წამიყვანეს თავიანთთან. ძალიან დიდი სიყვარულით მოგიგონეს ყველანი, მეტადრე შენ. წერილებს რატომ არ იწერებაო, მკითხა ელისომ. მე უთხარი, გოჭია და იმიტომ მეთქი. ხომ მართალი მითქვამს... თეატრებში არსად არ ვყოფილვარ, ვერ მოვიცალე, იმდენი საქმეები მაქვს გასაკეთებელი. ეხლა ზდანევიჩთან მივდივარ, ძლივს გავიგე მისი მისამართი. იმედი მაქვს მოვახერხებ სურათების შეძენას მისგან. გუშინ მე, ნატამ და კოლია შენგელაიამ ერთად ვისადილეთ და შენი სადღეგრძელო მივირთვით. ნატას თმა შეუკრეჭია, უხდება ძალიან...
დიტო

ძალიან მიყვარს სამკაულებიო, - მითხრა და სერდოლიკისთვლიანი ბეჭედი წაიძრო. ბეჭდის გემაზე ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა კაცი იყო გამოსახული (გემა დიტო შევარდნაძეს უჩუქებია, დიტოს უამრავი გემების კოლექცია ჰქონდაო)...

მოსკოვი, 22 თებერვალი, 1930 წელი
კჭê ÿ íå ñòჭðჭëñÿ გჭñ ÷åðíèòü ïåðåჰ ცëèñî è ზåíåé (çჭ გჭøå ïîðîñÿ÷åñòâî), íè÷åჯî íå âûøëî. Îíè გჭñ ïîïðåæíåìó ëþხÿò è ïüþò çჭ გჭøå çჰჭðîâüå. ნè÷åჯî íå ïîჰåëჭåøü è ÿ ïðèñîåჰèíÿþñü.
ეèòî

...მე კი... ისე მეჯავრება წერილების წერა! მერე რა უსინდისობაა, როცა გწერენ და შენ პასუხს არ აძლევ!

ტფილისი, 25 აპრილი, 1930 წელი
ქეთო!..
სახლში წერილებს რომ არ აგზავნი, ძალიან ნაწყენი არიან. რაა მართლა, ღია ბარათები რომ გამოგზავნო ხშირად, რა დიდი საქმეა. შენს ამბავს სხვისგან თუ გავიგებთ (გ.წ.-სგან). თორე შენგან არც მე, არც თქვენებმა არაფერი ვიცით. ერთი სიტყვით მაგ გოჭობას თავი დაანებე...
დიტო

ქალბატონი ქეთევანი გაოცებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ერთ თავის წერილში რომელიღაც ავტორს აღუნიშნავს, დიტო შევარდნაძე სურათების სახელმწიფო გალერეის დირექტორი იყოო. დიტო შევარდნაძე ამ გალერეის დირექტორი კი არა, მისი დამაარსებელი იყო, - მითხრა მან და განაგრძო, - დიტომ შექმნა მისი ფონდი: საიდან არ მოჰქონდა ექსპონატები, კერძო პირებისგანაც კი! ...დიტომ ისეთი გემოვნებით იცოდა ექსპოზიციის მოწყობა, რომ გერმანელებიც კი გაკვირვებულები იყვნენ, როცა იქ გამოფენა მოეწყო. ექსპონატები ისეთი ხელოვნებით იყო შეფუთული და ჩალაგებული ყუთებში! მანვე მოაწყო გამოფენა მოსკოვშიო.

მოსკოვი, 25 ნოემბერი, 1930 წელი
ქეთო ჩემო! უკვე ორი კვირა არის, რაც ტფილისიდან გამოვედი და ერთი ხეირიანი წერილი ვერ მოგწერე... ჩვენი საზღვარგარეთ წასვლის საქმე დანიშნული იყო 21 ამ თვეს, მაგრამ გადადვეს, ამბობენ ამ დღეებში იქნებაო, არ ვიცი როგორ გათავდება... რადგან დრო ბევრი გვაქვს, ამიტომ გუშინწინ 23 ნოემბერს გავხსენით ფიროსმანაშვილის სურათების გამოფენა. ...გამოფენა მოეწყო საგამოფენო დარბაზში მóçåÿ èçÿùíûõ èñêóññòâ (ხûâøèé მóçåé აëåêñჭíჰðჭ III-ჯî) დიდის ზეიმით.
...გიორგი ნათიძისგან მივიღე ტელეგრამა ფიროსმანაშვილის ორთაჭალის ტურფა-ს შეძენის შესახებ. შეიძინა თუ არა? მე მივწერე, შეიძინე მეთქი. თუ სურათი შეძენილია, სუსანას უთხარი, სასწრაფოდ გადაიღოს და სამი ცალი გამოგზავნოს მოსკოვში. აგრეთვე დაბეჭდოს (აღმოჩნდა, რომ არ დაუბეჭდია) შემდეგი ფიროსმანის სურათები: 1) კრუხ-წიწილები (პატარა) და 2) კრუხ-წიწილები (დიდი) ტიციანს ტაბ. რომ ეკუთვნის, აგრეთვე 3) თონეში პურს რომ აცხობენ. გამოგზავნეთ ელისოს სახელზედ. ...გალერეის შესახებ გიორგი დაწვრილებით რომ მომწერდეს, კაის იზამს...
დიტო

დიტო აგროვებდა ფიროსმანის სურათებს, ამიტომ მირზაანის მუზეუმის დირექტორმა მთხოვა, დიტო შევარდნაძის პორტრეტი მირზაანის მუზეუმისათვის მიმეყიდა. უარი ვუთხარი, დიტო შევარდნაძის პორტრეტს თუ გავცემ, მხოლოდ მის მიერ დაარსებულ მუზეუმს მივცემ თბილისში.

ლენინგრადი, 28 დეკემბერი, 1930 წელი
გამარჯობა ქეთოს! კაი ხანია შენთვის წერილი არ მომიწერია, მარა შენგან ხომ დაყურსული ვარ წერილებით. მე ეხლა ლენინგრადში დრო რამდენიც გინდა იმდენი მაქვს და ვწერ წერილებს ნაპრავო-ნალევო.
გუშინწინ 25 დეკემბერს დიდის ზეიმით გაიხსნა ფიროსმანაშვილის სურათების გამოფენა. მოსკოვში გამოფენის გახსნის დღე უფრო ოფიციალური იყო. აქ კი შედარებით უფრო ინტიმური და თბილი ხასიათი ჰქონდა. მოდიოდნენ აუარება მხატვრები და მეცნობოდნენ და მადლობას მიცხადებდნენ: გû íჭì óñòðîèëè íჭñòîÿùèé ïðჭçჰíèê. კჭê íჭì âñå íჭჰîåëî çჰåñü, ჭ ოèðîñìჭíჭøâèëè ñòðჭøíî îñâåæჭåò è ხîჰðèò íჭñ. ზჭëü, ÷òî íå íჭჰîëჯî îñòჭåòåñü. ამავე დღეს ერთმა ჯგუფმა მხატვრებისა დამპატიჟა თავიანთ ატელიეში (ლებედევთან) და ღამის 2 საათამდი მუსაიფი გვქონდა მხოლოდ ფიროსმანაშვილის გარშემო...
შენი დიტო

კორნელია ბონ ფევერბერგმა ჰოლანდიიდან საჩუქრად გამოუგზავნა რემბრანდტის დიდი ალბომი. თითქმის ყველაფერია ამ ალბომშიო, ამბობს, მაგრამ სრული მაინც არ არისო, აღნიშნა და განაგრძო: მიუნხენში ვნახე მისი რაბინი (კერძო კოლექციიდან იყო), შესანიშნავია! მიუხედავად იმისა, რომ ასე მეჯავრება წერილების წერა, დავჯექი და დიტო შევარდნაძეს მოვწერე, რემბრანდტის ასეთი სურათი ვნახე-მეთქი.

მოსკოვი, 3 დეკემბერი, 1936 წელი
ქეთო! როგორც დაგპირდი მოსკოვიდანაც მოგწერ წერილს მეთქი, ვასრულებ. ლენინგრადიდან მოსკოვში ჩამოვედი 1 დეკემბერს. ასე იმიტომ დამაგვიანდა, რომ ერმიტაჟში თუმც 20 ნოემბრისათვის უკვე მზად მქონდა გამოსაგზავნათ სამუზეუმო ნივთები, მაგრამ ბაგაჟით გამოგზავნამ კი გამიშრო სისხლი...
სხვათა შორის ერთი ახალი ამბავი უნდა გაცნობო, ჩემთვის ყოვლად მოულოდნელი, - მოწვეული ვარ ლენინგრადის ლåíôèëüì-ში კონსულტანტათ ოóòåøåñòâèå â აðçóðóì-ისა და 1 იანვარს ისევ ლენინგრადში უნდა ვიყო... იქნებ შენც მაშინ წამოხვიდე მოსკოვში და თუ გინდა ლენინგრადში...
ასე, ჩემო ქეთევან, ეს არის აქაური ამბები. შენგან ველოდი წერილი დამხვდება ელისოსთან მეთქი. მარა შენ ჩემზე უფრო უსინდისო გამოდექი.
სხვა რაღა ბევრი შეგაწყინო, გწერს შენი დიტო ღამის 3 საათზე ამ თვის 3-ს.
დიტო

არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა, უჩემსაქმოდ ყოფნა, - ამაზე სასიამოვნო ტვირთი ხელოვანისათვის რა უნდა იყოს, ვერც კი წარმომიდგენია. ოღონდ კი მამუშავა და დღე და ღამე ასე გავატარებ, მუშაობაში!

ლენინგრადი, 5 იანვარი, 1937 წელი
გამარჯობა ქეთოს ახალ წელის დაწყებით!
ლენინგრადში მე ჩამოვედი ნაცვლად 30 დეკემბრისა 1 იანვარს. ტფილისიდან მატარებელს დააგვიანდა 13 საათი და ლენინგრადის მატარებლები ყველა წასული იყო, ასე რომ იძულებით მომიხდა ერთი დღე ელისოსთან დავრჩენილიყავ. ელისოს ეგონა, რომ ჩემთან ერთად შენც ჩამოდიხარ და ღამის 4 საათამდი გიცდიდენ ელისო და ოლია. თამარას ტელეფონით ველაპარაკე და შენი არჩამოსვლა რომ გაიგო, ძალიან ეწყინა...
ვცხოვრობ სასტუმრო აñòîðèÿ-ში. კარგი თბილი ოთახი ვანით დამახვედრეს. მუშაობა უკვე დავიწყეთ სურათზე. ჩემი რჩევით სცენარი გადააკეთეს, ის ადგილები, რომელიც საქართველოს ეხება და მალე გადაღებასაც დაიწყებენ. შეიძლება ორი დღით მოსკოვში წავიდეთ ქართული სიმღერების ჩასაწერად, გამოვიყენებთ კავსაძის ხოროს...
ლენინგრადში საძაგელი წვიმიანი დარებია, ისევ მოსკოვის ყინვები მირჩევნია...
მოკითხვა ყველას და კარგად ყოფნა.
დიტო

როცა დიტო შევარდნაძე დირექტორობიდან მოხსნეს (დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე), მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჩამოშორდა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ერთი, რომელიც დღედაღამ მასთან იყო განუშორებლად. მე ვერ მოვითმინე და ერთხელ გრიგოლ წერეთლის თანდასწრებით ვუთხარი, დიდი გაიძვერა ვინმეა თქვენი მეგობარი-მეთქი. ნუ, ქეთევან, ნუ ლაპარაკობ ეგრეო, - მითხრა. მაშინ გრიგოლი მიუბრუნდა დიტოს: დიახ, ქეთევანი მართალია, იგი საგნებს თავის სახელებს არქმევსო.
დიტო არავისზე ცუდს არ იტყოდა, არავის ძვირს! იშვიათად!

ტფილისი, 28 ივლისი, წელი არ არის მითითებული
ქეთო გენაცვალე! დღეს ვალიკო ერისთავი მოდის ბორჯომში. მე თუ დღეს ან ხვალ (შაბათს) ფული მივიღე, უსათუოდ წამოვალ მიხაკოსთან ერთ[ად] კვირას დილით. თუ ღმერთი გაუწყრათ და ფული ჯერ ვერ მივიღე, მაშინ უნდა დავიცადო მიღებამდე. შენ გენაცვალე, ქეთო, ნუ ღელავ, ჩემს მოსვლამდე უთუოდ დაიცადე და ერთად წამოვიდეთ მაქითგან. შენი საქმე აქ ყველაფერი, რაც უმთავრესი იყო, მოგვარებულია, მხოლოდ ჯერ გერმანიიდან პასუხი არ არის, მაგრამ ამასაც მოვაგვარებთ როგორმე. ერთი სიტყვით ამ საკითხზედ შენი ღელვა უსაფუძვლოა და მაქიდგან წამოსვლა ნაჩქარევი...
ქეთო! ვალიკოს ვთხოვე ჩემს ჩამოსვლამდე 20 მილიონი მანეთი მოგცეს შენ, ეხლა მას ფულები აქვს. ასე რომ დაწყნარებული იყავი. დღეს ტელეფონით რომ მელაპარაკებოდი, ძალიან ცუდათ ისმოდა და ვერაფრით გავიგე მაინცდამაინც. გავიგე მხოლოთ წამოსვლას ვაპირებო, მე კი გთხოვე დაიცადე მეთქი. ვალიკო ყველაფერს დაწვრილებით გეტყვის...
შენი დიტო

დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისათვის. იმ ხანებში (1937 წელი იყო) რუსთაველის იუბილე ეწყობოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრია მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგა. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავისი ნათქვამი, გამოისტუმრა დელეგაციის წევრები, მაგრამ დიტო დატოვა: ეკლესიას შენი ხელით დაანგრევინებო.

ტფილისი, უთარიღო
ქეთო! გენაცვალე, ეს არის მივიღე შენი წერილი და ძალიან ვწუხვარ, რომ შენ ნერვიულობ, გენაცვალე, დაწყნარდი და ფიქრი ნურარა გაქვს. შენი საქმე ყველაფერი კარგათ ეწყობა, მაგალითად, 100 გირვანქა სტერლინგი განათლების კომისარიატმა უკვე შეიძინა შენთვის ბანკში. პასპორტის შესახებაც კარგათ არის საქმე. ყველა ცნობებს რაც არის მათთვის საჭირო, მე თვითონ ვკრებავ და ამით საქმეს ვაჩქარებ. დღეს მე და ბარონი ვწერთ ქაღალდს და შენ თავდებათ გიდგებით. ასე რომ, ქეთოჯან, ფიქრი ნურასი გაქვს.
რაც შეეხება ჩემ მანდ ჩამოსვლას, დამოკიდებულია სულ ფულებზედ, რადგან მიხაკო უნდა ჩამოვიყვანო უთუოთ და ამისთვის მეტი ფულია საჭირო. ქეთო, მე უთუოთ ჩამოვალ და შენც დამიცადე მანდ. თუ საჭირო იქნება, ჩემთან ერთად დაბრუნდები ტფილისში. ჯერ ჩვენ ჯამაგირები არ მიგვიღია, როგორც კი იქნება ფულები, მაშინვე წამოვალ, მანამდე კი მოითმინე გენაცვალე. თქვენები ყველანი კარგათ არიან. ეხლა მე არა მაქვს საშვალება თქვენებს შევატყობინო, რომ იმათგან წერილი გამოგიგზავნო. რადგან ის ყმაწვილი, რომელმაც შენი წერილი მომიტანა, მიცდის აქ ამ ბარათის დასრულებამდე.
ქეთინა, შენი საყვედური, რომ ჩემგან დავიწყებული ხარ, უსამართლოა, რადგან მე არც ერთი შემთხვევა არ გამიშვია, თუ ვინმე მანდ მოდიოდა, რომ წერილი არ მომეწერა.
ერთი სიტყვით, ქეთო, შენ ჩემს ჩამოსვლამდი დაიცადე მანდ, მე უთუოთ ჩამოვალ, ხოლო ფულის მიღებას უცდი.
სხვა იყავი კარგათ და უდარდელათ.
შენი დიტო.

ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარებზე დააკაკუნა... მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე, გადმომცა აგრეთვე თავისი ჯიბის საათი. ეს საათი მის ბიძაშვილს გადავეცი, მაგრამ ქალმა მალევე დამიბრუნა, ამისი ადგილი შენთანააო... დიტო მალე დააპატიმრეს...