მაგთი GSM თქვენ სამსახურში

საუკეთესო კომპანია, უდიდეს დაფარვის ზონასთან,
აბონენტთა სიმრავლესთან,
მრავალფეროვან სერვისთან ერთად,
მომხმარებელთა საუკეთესო მომსახურებასაც გულისხმობს.

ძლიერი კონკურენციის მიუხედავად,
მაგთიკომი დღესაც ლიდერობს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე
და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.



მომსახურების ახალი პაკეტი მონო +

არავითარი სააბონენტო გადასახადი;
ჩართული უდეპოზიტო საერთაშორისო მომსახურება;
უფასოდ ჩართული მოკლე შეტყობინების მომსახურება (SMS);
ზარის გადატანის, ზარის დაყოვნების, კონფერენციის ჩართული ფუნქციები;
როუმინგული მომსახურება, ფაქსი/მონაცემთა გადაცემა, ინტერნეტი მობილურიდან (WAP);
ავანსი შეგიძლიათ შეავსოთ როგორც მონო-ბარათით,
ასევე გადაიხადოთ მაგთიკომის მომსახურების ოფისებში ან გადარიცხვით.

ს ი ა ხ ლ ე!

ამიერიდან მაგთიკომის ნებისმიერი სისტემის აბონენტს - საკრედიტო სისტემა იქნება, საავანსო, მონო თუ მონო +, შეუძლია საკუთარი ანგარიშის შევსება მონო-ბარათის საშუალებით.
მონო-ბარათის გასააქტიურებლად ბარათზე გადაფხიკეთ დამცავი ვერცხლისფერი საფარი, ტელეფონზე აკრიფეთ რიცხვი 12,
მონო-ბარათის თორმეტნიშნა კოდი და OK. დაელოდეთ დადასტურებას:
თქვენი ბალანსი შევსებულია.
ზარი უფასოა

თქვენ შეგიძლიათ, გაუაქტიუროთ მონო-ბარათი მაგთიკომის სხვადასხვა სისტემის ნებისმიერ აბონენტს და შეუვსოთ ანგარიში:
ტელეფონზე აკრიფეთ რიცხვი 12, მონო-ბარათის თორმეტნიშნა კოდი, აბონენტის (ვისაც უვსებთ ანგარიშს) ტელეფონის ექვსნიშნა ნომერი (კოდი 99-ის გარეშე) და OK.
დაელოდეთ დადასტურებას.
ზარი უფასოა

ს ი ა ხ ლ ე!

მომსახურების მონო-დან მონო + სისტემაზე გადასვლას, უკვე, მომსახურების ოფისში მიუსვლელად მოახერხებთ:
თქვენს ტელეფონზე აკრიფეთ 443 MAGTI (ანუ 443 62484) და დასტური (OK), მოუსმინეთ ავტომოპასუხეს.
თქვენ მონო + სისტემაზე ღამის საათებში გადახვალთ.

ს ი ა ხ ლ ე!

ამიერიდან, მაგთიკომის ნებისმიერი სისტემის აბონენტს შეუძლია, ტელეფონზე აკრიფოს 444 და გაიგოს საკუთარი ანგარიშის ბალანსი .
ზარი უფასოა



სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ ჩვენი საკონტაქტო ნომრები:
25 00 00 ზარი უფასოა 25 11 11

განახლდა აბონენტთა მომსახურების განყოფილება,
მნიშვნელოვნად გაიზარდა განყოფილებასთან დამაკავშირებელი ხაზების რაოდენობა,
ყოველდღე 9:30-დან 21:00-მდე.


5 2 5

ზარი უფასოა

მხოლოდ ჩვენი აბონენტებისათვის - მობილური ტელეფონებიდან სწრაფი და მუდმივი კავშირი,
კომპეტენტური პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.


ახალი ნომერი!

5 2 7

საინფორმაციო სამსახური

მხოლოდ მაგთი GSM-ის აბონენტებისათვის, მრავალფეროვანი ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში:
სავალუტო კურსი;
თეატრალური აფიშა;
საჰაერო მიმოსვლის განრიგი;
მატარებლების მოძრაობის განრიგი;
ორგანიზაციების ტელეფონები და მისამართები;
სხვა ინფორმაცია.


მონო სისტემის აბონენტთათვის

4 4 4

ზარი უფასოა

შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ანგარიშის ბალანსი (444 - 1); შეავსოთ თქვენი ანგარიში (444 - 2);
დაუკავშირდეთ აბონენტთა მომსახურების განყოფილებას (444 - 0).


5 2 0

ზარი უფასოა

დამატებითი მომსახურება მონოს აბონენტებისათვის 24 საათის განმავლობაში.
520-ის საშუალებით, შეგიძლიათ, თქვენს ახლობელს, რომელიც მონო სისტემის აბონენტია, წინასწარ
გადაუხადოთ მომსახურების ღირებულება: შეიძინეთ მონო ბარათი, დარეკეთ 520-ზე და შეასრულეთ
ავტომოპასუხის ინსტრუქცია.


საერთაშორისო დაკავშირების კოდი

00 ან +

საერთაშორისო ზარებისათვის მაგთიკომი გთავაზობთ საკუთარ თანამგზავრულ კავშირს:
აკრიფეთ კოდი 00 ან + და დაუკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.
კოდი 00-ით ან +-ით სარგებლობისას საერთაშორისო მომსახურება ხორციელდება დაბალი ტარიფებით.
შეგახსენებთ, თუ თქვენ მონო სისტემის აბონენტი ხართ, ავტომატურად ჩართული გაქვთ საერთაშორისო
მომსახურება დეპოზიტის გარეშე.


ჩვენი ინტერნეტის მისამართია:

www.magtigsm.ge

აქ მიიღებთ ინფორმაციას სიახლეების შესახებ.

დაგვიკავშირდით!
ჩვენი მოწოდება თქვენზე ზრუნვაა!