საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია

GEORGIAN INTERNATIONAL OIL CORPORATION

აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფანი

2002 წლის 18 სექტემბერს, ბაქოში, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე, აზერბაიჯანის, საქართველოსა
და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, ბატონების ჰეიდარ ალიევის, ედუარდ შევარდნაძისა და
აჰმედ ნედჯეთ სეზერის მონაწილეობით, შედგა “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო
ნავთობსადენის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია.

“ საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელებაც დღეს იწყება, ჩვენს მომავალ თაობებს დარჩებათ მემკვიდრეობად. და მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენი თაობა მათ ღირსეულ მემკვიდრეობას უტოვებს. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ გაერთიანებული ძალებით, შეთანხმებული მოქმედებით, ურთიერთმხარდაჭერით, ლამის სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. მე ვისურვებდი, რომ მომავალ ჩვენს თანამშრომლობას ბევრი ასეთი სასწაული მოეხდინოს”.

ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი

“ ამ პროექტზე ჩვენს ერთობლივ მუშაობას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან იგი იქნება კავკასიაში მშვიდობის გარანტი. იგი იქნება ფოლადის მილი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და ჩვენს მეგობრობასაც ფოლადივით განამტკიცებს”.

ჰეიდარ ალიევი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

“ ენერგეტიკული დერეფნის განვითარებამ შეუქცევადობის წერტილს მიაღწია. საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელებაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია “დიდი აბრეშუმის გზის” აღდგენის პროცესში, მნიშვნელოვან წვლილს შეასრულებს რეგიონის ქვეყნების განვითარებაში და სავაჭრო და პოლიტიკური ხიდით დააკავშირებს მათ დასავლეთთან”.

აჰმედ ნედჯეთ სეზერი
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონის განვითარებას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის” პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ ამერიკული კომპანიები. დღევანდელ ცერემონიას მე ვაფასებ, როგორც ისტორიულ მოვლენას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება”.

ჯორჯ ბუში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

 
 


380005, თბილისი, სანაპიროს ქ. 4
4, Sanapiro str, 380005, Tbilisi, Georgia

Tel.:(995 32) 998979, Tel./ Fax: (995 32) 920245, E-mail:gioc@caucasus.net