იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო
მაგთი GSM-თან ერთად

მათთვის, ვინც უცხო ქვეყანაში მიემგზავრება, როუმინგი, მაგთი GSM-ის მომსახურებათა ნუსხაში, ერთ-ერთი გამორჩეული და საჭირო სერვისია!
როუმინგის უნიკალურობად ითვლება ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი სატელეფონო ნომრით შეგიძლიათ ისარგებლოთ!
საზღვარგარეთ საქმიანი, კერძო თუ სხვა სახის ვიზიტის დროს, როუმინგი დაგეხმარებათ, დაუბრკოლებლად დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, ნაცნობ-მეგობრებს თუ საქმიან პარტნიორებს ან პირიქით " დაგიკავშირდნენ ისინი და არც კი იცოდნენ, რომ თქვენ ბრძანდებით: ვაშინგტონში... კუალა ლუმპურში... ადელაიდაში... ჯაკარტაში... ბელფასტში... ნიჟნი ტაგილში... და ა.შ.
უცხო ქვეყანაში ჩასვლისას არ გჭირდებათ იქაური ფიჭური ოპერატორი კომპანიის მომსახურების ოფისების ძებნა და თარჯიმნის საშუალებით მათთან ურთიერთობა. იღებთ ჯიბიდან საკუთარ აპარატს და რეკავთ!
როუმინგის ჩართვისას გინარჩუნდებათ შემდეგი დამატებითი მომსახურებები: ხმოვანი ფოსტა, მოკლე შეტყობინების მომსახურება (SMS), ინტერნეტი მობილურიდან (WAP), ზარის გადატანა, ზარის შეზღუდვა, კონფერენცია და ა.შ.
* * *
როუმინგი, უპირველეს ყოვლისა, სტანდარტით "მონათესავე" სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის მოლაპარაკება, შეთანხმებაა.
როუმინგის ხელშეკრულება ფორმდება მაგთიკომსა და უცხოელ ოპერატორებს შორის და ცხადია, რაც უფრო დიდია ჩვენი კომპანიის როუმინგ-პარტნიორთა რიცხვი, მით მეტ ქვეყანაში გეძლევათ კომფორტულად მოგზაურობის საშუალება.
მაგთიკომის როუმინგის განყოფილება თითოეულ როუმინგ-პარტნიორ ოპერატორთან აფორმებს როუმინგის ხელშეკრულებას, ახდენს ტესტ-ბარათების მიმოცვლას, ატარებს სხვადასხვა სახის ტესტს და აგვარებს სხვა უამრავ დეტალს. მას შემდეგ, რაც, უცხოელ ოპერატორთან შეთანხმების საფუძველზე, ყველა პრობლემა და ხარვეზი გადაიჭრება, კომერციული როუმინგი იწყებს ფუნქციონირებას.
არსებობს რამდენიმე ტიპის როუმინგი, მაგრამ ჩვენ ყურადღებას GSM ქსელის " ავტომატურ როუმინგზე გავამახვილებთ, რადგან, საზღვარგარეთ ვიზიტის დროს, ჩვენი მუდმივი კავშირის უზრუნველმყოფელი იქაური მასპინძელი GSM ქსელია.

როუმინგის ტექნიკური მხარე

სხვადასხვა სტანდარტის ქსელებში როუმინგის სპეციფიკა განსხვავებულია. დღეისათვის GSM სტანდარტში მომუშავე ქსელები ყველაზე მეტად თანამედროვეა, გავრცელებული და უდიდესი დაფარვის ზონის მქონე.
ფიჭური ქსელის "გულში" " საკომუნიკაციო ცენტრში " არსებობს რამდენიმე ტიპის მონაცემთა ბაზა. ერთ-ერთი მათგანი " ადგილობრივი რეგისტრი HLR (Home Location Register) მოიცავს სრულ ინფორმაციას საკუთარი ქსელის აბონენტებსა და მათ სტატუსზე. მეორე მონაცემთა ბაზას, ე.წ. "სტუმრების" რეგისტრს კი VLR (Visitor"s Location Register) ჰქვია. ეს რეგისტრი, მოცემულ პერიოდში, ადგილობრივ ქსელში მყოფ სხვა ქსელის იმ აბონენტთა მონაცემებს შეიცავს, რომლებიც ამ დროს ქსელის მომსახურებით სარგებლობენ. მობილური აპარატი ავტომატურად ეძებს და პოულობს მასპინძელ ქსელს და აწვდის მას ინფორმაციას თავის შესახებ. ტელეფონის სიმ-ბარათში არსებობს იმ ქსელის (მაგ. მაგთიკომის) მისამართი, რომელშიც არის ჩართული. გარდა ამისა, თითოეულ ასეთ სიმ-ბარათს აქვს უნიკალური ნომერი (იდენტიფიკატორი), IMSI (International Mobile Subscriber Identity), რომელიც გადაეცემა სისტემას რეგისტრაციის პროცესში. IMSI-ის ნომერი იწყება საქართველოს ქსელის კოდითა და მაგთიკომის მობილური ქსელის ნომრით (282-02), რასაც მოჰყვება აბონენტის უნიკალური ნომერი. უცხო ქსელში მოხვედრისას ეს ქსელი, IMSI-ის მიხედვით, ამოწმებს აქვს თუ არა სიმ-ბარათს როუმინგით სარგებლობის უფლება და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, პოულობს ინფორმაციას მოცემული სიმ-ბარათის შესახებ HLR-ში ადგილობრივ რეგისტრში. შემდგომ ეს ინფორმაცია იწერება VLR-ში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფება აბონენტი, რაც აძლევს მას საშუალებას, ისარგებლოს იმ სერვისებით, რომელიც მშობლიურ ქსელში ჰქონდა.
როუმინგის დროს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებით, თქვენს მომსახურებას მაგთიკომი უზრუნველყოფს, ამიტომ, გამგზავრებამდე, მიბრძანდით მაგთიკომის მომსახურების ოფისში და კარგად დააზუსტეთ დეტალები: დაფარვის ზონა, ოპერატორები და მათი ტარიფები (უცხოელ ოპერატორთა უმეტესობა მომსახურების ტარიფს წელიწადში რამდენჯერმე ცვლის), უცხოეთიდან დარეკვისა და ტელეფონით სარგებლობის წესები, უცხოელი ოპერატორების აბონენტთა მომსახურების განყოფილების ნომრები, ნალაპარაკები დროის დამრგვალების წესი და სხვ.

მოგზაურობის მოყვარულ აბონენტთათვის გასათვალისწინებელი რამდენიმე საკითხი:

" იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში აპირებთ გამგზავრებას, წინასწარ დააზუსტეთ რა სიხშირის აპარატი გჭირდებათ. მოგზაურობას შეჩვეულმა აბონენტებმა კარგად იციან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დასჭირდებათ და გამოადგებათ 1900 MHZ ან iDEN სისტემაზე მომუშავე ტელეფონი (900/1800 MHz-ზე მომუშავე აპარატს იქ ვერ გამოიყენებთ). ამ პრობლემის გადასაწყვეტად Mოტოროლა გთავაზობთ ტელეფონის რამდენიმე მოდელს, რომლებიც მუშაობენ როგორც 900/1800/1900 MHz-ზე, ასევე iDEN სისტემაზე.
" მგზავრებს თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე აფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა გამორთონ მობილური ტელეფონი. შეგახსენებთ, რომ ეს აკრძალვა არ არის მხოლოდ ამა თუ იმ ავია კომპანიის კაპრიზი. მრავალ ქვეყანაში ამგვარი დაუმორჩილებლობა კანონითაც კი ისჯება. ჩართული მობილური აპარატის ელექტრომაგნიტურმა ველმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავის ბორტზე არსებულ ელექტროხელსაწყოების გამართულ მუშაობას.
" უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, აეროპორტშივე შეგიძლიათ ჩართოთ ტელეფონი. ადგილობრივი ქსელის დაჭერა ავტომატურად იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქსელის შერჩევა ავტომატურ რეჟიმზეა დაყენებული, სხვა შემთხვევაში ქსელის დაჭერა ხელითაც ადვილია. ქსელის ხელის რეჟიმით შერჩევის თანამიმდევრობა აპარატის მენიუზეა დამოკიდებული, თუმცა პრინციპი, აპარატის მოდელის მიუხედავად, მსგავსია: საჭიროა აპარატის მენიუში მოძებნოთ და ამოირჩიოთ პუნქტი ქსელების შესახებ, შემდეგ " ქვეპუნქტი არსებული ქსელების შესახებ ან ქსელის არჩევა ავტომატურიდან ხელით შერჩევაზე გადაიყვანოთ. ამ შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება იმ ოპერატორების აღმნიშვნელი კოდები, რომელთა დაფარვის ზონაშიც იმყოფებით ან თვით კომპანიების სახელწოდებები. თქვენ მიერ ასარჩევი კომპანია ქვეყნებში, სადაც როუმინგი მხოლოდ ერთ ოპერატორთან ფუნქციონირებს, განსაზღვრულია, ხოლო იქ, სადაც რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს როუმინგი, არჩევანი თქვენზეა. გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ ამ კომპანიების ტარიფები, მომსახურების ხარისხი და დაფარვის ზონის ცოდნა.
" გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თქვენი არჩევანის მიუხედავად, ყურადღება უნდა მიაქციოთ აპარატის ეკრანზე გამოტანილ კომპანიის კოდსა თუ სახელწოდებას, რადგანაც, არჩეული კომპანიის სიგნალის სისუსტის გამო (ქსელის არჩევის ავტომატური რეჟიმის შემთხვევაში), თქვენი აპარატი შეიძლება დროდადრო ავტომატურად აღმოჩნდეს სხვა, უფრო ძლიერი სიგნალის მქონე კომპანიის ქსელში და ქსელის ხელახლა ამორჩევა მოგიხდეთ.
" როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, უცხოეთში გამგზავრებისას, თქვენ მიერ ავანსად დატოვებული თანხა შეიძლება, საქართველოში დაბრუნებამდე, დაიხარჯოს და თქვენც როუმინგული მომსახურების გარეშე აღმოჩნდეთ. ამ პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება გამგზავრების წინ, თქვენი ბალანსის შემოწმებითა და ავანსზე შესაძლო დანახარჯების გათვალისწინებით, თანხის შემოტანით. ავანსის გადახარჯვისა და როუმინგული მომსახურების გათიშვის შემთხვევაში მაგთი GSM-ის ანგარიშზე შეიძლება უცხოეთიდანვე გადმორიცხოთ საჭირო თანხა, ან დავალიანება და ავანსი თქვენს ანგარიშზე საქართველოში მყოფმა პირმა შეიტანოს. ორივე შემთხვევაში როუმინგული მომსახურება უპრობლემოდ აღგიდგებათ.
" იმედი გვაქვს, არასოდეს დაგჭირდებათ გადაუდებელი დახმარების სამსახური, მაგრამ იფორმაციისათვის შეგახსენებთ, ეს ნომერი ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იგივეა " 112, მასზე დარეკვა უფასოა და შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც როუმინგი არ გაქვთ ჩართული.
საზღვარგარეთ გამგზავრებისას არ დაგრჩეთ ან ნუ დატოვებთ შინ თქვენს მობილურ ტელეფონს, ჩართეთ როუმინგი და, მაგთიკომთან ერთად, კეთილად იმოგზაურეთ.
მაგთი GSM ხომ მუდმივი კავშირის სამყაროა!