ჩვეულებრივ, აჟიოტაჟი, მასმედიასა და ინდუსტრიულ წრეებში, ახალი ტექნოლოგიების კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება.
მულტიმედია შეტყობინების მომსახურების (MMS) ტექნოლოგიის გამოჩენისას კი ყველაფერი "არაორდინალურად" მოხდა: ბაზარზე "მოულოდნელად" მობილური ტელეფონი ERICSSON T68 გაჩნდა, რომელიც MMS ტექნოლოგიის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. 2001 წლის შემოდგომაზე სპეციალისტებმა მულტიმედია შეტყობინების ტექნოლოგია კოლოსალური პოტენციალის მქონედ აღიარეს.
ერთ-ერთ პიონერს " ბრიტანულ კომპანია Vodafone Group-ს " მჭიდრო კავშირი აქვს გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების ოპერატორებთან. მათ მიერ პირველი კომერციული მულტიმედია შეტყობინება, 2002 წლის დასაწყისში, უნგრული კომპანია Westel-ის ქსელში გაიგზავნა.
მაგთი GSM-მა, ამიერკავკასიაში, პირველმა შესთავაზა WAP მომსახურებაზე დაფუძნებული მულტიმედიურ შეტყობინებათა სერვისი თავის აბონენტებს. საწყის ეტაპზე MMS ფუნქციით აღჭურვილი ტელეფონების მფლობელებს საშუალება ეძლევათ, მაგთიკომის WAP გვერდიდან ჩამოტვირთონ მათთვის სასურველი ფერადი სურათები. შემდგომ ეტაპზე კომპანია თავის აბონენტებს MMS მომსახურების სრულ სპექტრსაც შესთავაზებს.
მაგთიკომის ქსელში WAP მომსახურებაზე დაფუძნებული მულტიმედიურ შეტყობინებათა სერვისის გამოყენების საშუალება ERICSSON T68, NOKIA 3510, NOKIA 7210, NOKIA 6610, NOKIA 7650, Panasonic GD 87, SONY ERICSSON T68i, P800, T300 მობილური აპარატების მფლობელებს აქვთ.

მულტიმედია შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა (MMS)

Multimedia Messaging Service GSM სისტემის მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს, აგრეთვე, მობილურ ტელეფონებს შორის ტექსტური, აუდიო და ვიდეო ფაილების გაცვლის ტექნოლოგიაა.
მულტიმედია შეტყობინების (MMS) იდეოლოგია კონცეპტუალურად საკმაოდ ახლოს დგას მოკლე შეტყობინების (SMS) მიმოცვლის ესოდენ პოპულარულ მომსახურებასთან, თუმცა, მისგან განსხვავებით, მულტიმედია შეტყობინება ნაკლებად შეზღუდულია მოცულობისა და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის თვალსაზრისით. მულტიმედია შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელია გრაფიკული გამოსახულებების და ტექსტის, თუნდაც საკუთარი ფოტოს ან ხმის გადაცემა.

მულტიმედია შეტყობინების (MMS)
შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ე ბ ი

ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია:
" გასაგზავნი შეტყობინების ტექსტის დაფორმატება, სხვადასხვა შრიფტის, სტილის, მოხაზულობის შერჩევა;
" ტექსტის გაცოცხლება ფოტოების, აუდიო და ვიდეო კლიპების მეშვეობით;
" გრაფიკული გამოსახულებების: სქემების, ცხრილების, დიაგრამების, რუკების, ესკიზების გადაცემა.
მულტიმედია შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია: JPEG, GIF, AMIR Voice ფორმატში.
მულტიმედია შეტყობინება განსაკუთრებით მიმზიდველია რეალიზაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის " ტექნოლოგიის მეშვეობით დამკვეთისათვის შესაძლებელია პროდუქციის "იერსახის" ჩვენება.
ახალი პერსპექტივები ჩნდება რეკლამის გავრცელების თვალსაზრისითაც. მულტიმედია შეტყობინება რეკლამის დამკვეთსა და მომხმარებელს შორის პირდაპირ, ინტერაქტიურ არხს უზრუნველყოფს: რეალიზატორს შეუძლია, აბონენტს გაუგზავნოს სარეკლამო შეტყობინება, ამ უკანასკნელს კი " მომენტალური რეაგირება.

ტექნოლოგიის მ ი ღ წ ე ვ ე ბ ი

მულტიმედია შეტყობინების (MMS) ყველაზე დიდი მიღწევაა მობილურ ტელეფონში არსებული (NOKIA 7650) ან მასზე მიერთებული ციფრული კამერის
(ERICSSON Communicam) მეშვეობით, ვიდეოგამოსახულების გადაცემა. ვიდეორგოლის ჩაწერა და ფაილად შენახვა შესაძლებელია პირდაპირ ტელეფონის აპარატში არსებულ ციფრულ ფოტოაპარატზე.
მულტიმედია შეტყობინების გადაცემის სისტემა განსაკუთრებით მიმზიდველია ე.წ. ჯიბის კომპიუტერების მფლობელთათვის. აღნიშნული ტიპის კომპიუტერები პირდაპირ უერთდება მობილური ტელეფონის აპარატს (ინფრაწითელი პორტის მეშვეობით ან რადიო არხით Bluetooth) ან აღიჭურვება GPRS მოდულით, რომელიც ინფორმაციის მობილური ქსელებით გადაცემის საშუალებას იძლევა. დიდი სენსორული ეკრანი, ძლიერი პროცესორი და მეხსიერების მოცულობა ჯიბის კომპიუტერებს მულტიმედია შეტყობინების მომზადების, გაგზავნის და მიღების იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს. Palm OS ოპერაციული სისტემის კომპიუტერისათვის, PDA Client-ის (პროგრამული უზრუნველყოფა) მეშვეობით, შესაძლებელია სქემების, ნახაზების, ესკიზების მომზადება, რომელიც შემდგომ მულტიმედია შეტყობინების სახით გადაეცემა ადრესატს.
დღესდღეობით რთული გამოსათვლელია მულტიმედია გზავნილის მომსახურებით სარგებლობის საფასური. NOKIA Mobile Phones ვიცე-პრეზიდენტი ანსი ვანიოკი აცხადებს, რომ ახალი მომსახურების საფასურს გზავნილის მოცულობა და სეანსის ხანგრძლივობა განსაზღვრავს.

მულტიმედია შეტყობინების ფუნქციით
აღჭურვილი ა პ ა რ ა ტ ე ბ ი

საიდუმლო არაა, რომ მრავალმა წარმატებულმა სტანდარტმა პოპულარობა ვერ მოიპოვა ტელეფონის მოდელების მწირი არჩევანისა და მათზე შეუსაბამოდ მაღალი ფასების გამო. დღესდღეობით შონყ ERICSSON T68 მულტიმედია გზავნილის ფუნქციით აღჭურვილი ყველაზე პოპულარული მოდელია. 2002 წლის თებერვალში GSM კონგრესზე წარმოდგენილი ფინური კომპანია NOKIA-ს ახალი მოდელი NOKIA 7650, 2002 წლის ივლისში, გამოვიდა გაყიდვაში. 2002 წლის მეორე კვარტლიდან, ბაზარზე, ამავე კომპანიის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მულტიმედია გზავნილის ფუნქციით აღჭურვილი ტელეფონი NOKIA 3510 გამოჩნდა, რომლის პრეზენტაციაც CeBIT გამოფენაზე, 2002 წლის მარტში გაიმართა.
ახალი ფორმატის აუდიო და ვიდეო "სიმდიდრე", საწყის ეტაპზე, მხოლოდ საკმაოდ ძვირადღირებული ტელეფონის მოდელების მფლობელთათვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ ინდუსტრიის მზარდ ტემპებს გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია, რომ სულ მალე მულტიმედია შეტყობინების (MMS) ფუნქცია ყველა ტელეფონის განუყოფელ ნაწილად იქცევა და არ იმოქმედებს მის ღირებულებაზე.
შვედური კომპანია ERICSSON-ის მიერ შემუშავებული ახალი გადაწყვეტა, Legacy Phone Support, რომლის დემონსტრირებაც ლონდონში, 2001 წლის 21 ნოემბერს შედგა, WAP ტელეფონების მფლობელებს (მათი რიცხვი კი საკმაოდ დიდია) საშუალებას აძლევს, დაათვალიერონ მულტიმედია შეტყობინება ინტერნეტის მეშვეობით. ყველაზე მარტივი მოდელების მფლობელებიც არ დარჩებიან ახალი მომსახურების გარეშე: მიღებული მულტიმედია გზავნილის წაკითხვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტში, პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით. საინტერესოა, რომ "ჭკვიანი მოწყობილობა" წინასწარ აგროვებს ცნობებს ადრესატის მობილური ტელეფონის შესახებ და, მიღებული პასუხის საფუძველზე, გადასცემს შეტყობინებას პირდაპირ აპარატზე ან განათავსებს მას სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე.
სპეციალისტთა ვარაუდით მულტიმედია შეტყობინება ყველაზე დიდ პოპულარობას ახალგაზრდებს შორის მოიპოვებს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მარკეტინგული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულ ბრიტანელთა 69% (16-24 წლამდე ასაკის) სარგებლობს მობილური ტელეფონებით და დღესვე დაიწყებენ მულტიმედია შეტყობინების გამოყენებას. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელთა ნაწილი სიამოვნებით გადაცვლის თავის ტელეფონს მულტიმედია შეტყობინების ფუნქციის მქონე ტელეფონზე. შედარებით ზრდასრული მომხმარებლები (25"34 წლამდე ასაკის) უფრო ხელმომჭირნენი აღმოჩნდნენ, მხოლოდ 29%-ს სურს ტელეფონის გამოცვლა.

მულტიმედია შეტყობინების წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ ადამიანის აღქმა მეტად თავისებურია: ადამიანის მიერ აღქმულის სამი მეოთხედი თვალით დანახული ინფორმაციაა. მულტიმედია შეტყობინების მომსახურებას დიდი მომავალი აქვს. ის უმავთულო და კომპიუტერული ტექნოლოგიების კონვერგენციას ადასტურებს, რომლის მომსწრენიც ყველანი ვართ.