მსოფლიო GSM კონგრესი 2003

17 - 21 თებერვალი, კანი, საფრანგეთი

კანი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშენებული, კინოფესტივალებით განთქმული, საოცრად ლამაზი ზღვისპირა საკურორტო ქალაქი, ამჟამად GSM ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის,
მე-8 მსოფლიო 3GSM კონგრესის მასპინძელად მოგვევლინა.

ღონისძიების მიმართ ინტერესი წელსაც უდიდესია. კანი და მისი მიმდებარე საკურორტო ზოლი მხოლოდ კონგრესის მაჯისცემით ცხოვრობს და ყველაფერი ამ ფორუმს ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღებით დელეგატები სარგებლობენ, რომელთა რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 36 000-ს მიაღწია.
ეს ციფრი კანისთვისაც კი უდიდესი და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მობილური ტექნოლოგიების სრულყოფაზე ფიქრისა და განვითარების აქტუალობის მანიშნებელია. წლიდან წლამდე, კონგრესზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მოწყობილ გამოფენებში, სემინარებსა და ფორუმებში, GSM სისტემების საოცრად სწრაფი ზრდის ტემპი აისახება.

მსოფლიო GSM კონგრესზე გამოფენების, სემინარებისა და ფორუმების გარდა, ტრადიციულად, GSM ასოციაციის პრესტიჟული ჯილდოების გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.

18 თებერვალს ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა დასახელდა და კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

ტექნოლოგიური ინოვაცია

საუკეთესო მობილური ტელეფონი/ტერმინალი
ან სხვა პორტატული მოწყობილობა
Sharp Corporation, დიდი ბრიტანეთი, Sharp GX10 ტელეფონისათვის.

საუკეთესო ქსელური გადაწყვეტილების პროდუქტი
ან ინფრასტრუქტურა
Telos Technology & Gლობეცომმ შყსტემს Iნც.,
კანადა, პაკეტური კომუტაციის
ტექნოლოგიისთვის " Telos.

მომსახურება და მომსახურების პაკეტი

საუკეთესო უმავთულო კორპორატიული
მომსახურების პაკეტი
Commtag, დიდი ბრიტანეთი, პროდუქტისათვის
Duality" Aiways-on Mail.

საუკეთესო უმავთულო მომსახურების პაკეტი სამომხმარებლო ბაზრისთვის
Vodafonr Group, გერმანია, პროდუქტისათვის
" Vodafone live!

საუკეთესო უმავთულო მომსახურების პაკეტის დამუშავებისათვის
3G LAB, დიდი ბრიტანეთი.

მარკეტინგი და განვითარება

საუკეთესო სატელევიზიო და რადიორეკლამისთვის
Vodafonr Group, გერმანია, პროდუქტისათვის
" Vodafone live!

საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის
Entel PCS, ჩილე, კამპანიისათვის " XAT.

უმავთულო ტექნოლოგიები საზოგადოების სამსახურში

საუკეთესო უმავთულო ტექნოლოგიები "მისაწვდომობის" უზრუნველსაყოფად
კომპანია XIAM, ირლანდია, ტექნოლოგიისათვის
" XIAM Information Router/West Nidlands Police, რომლის მიზანი გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისგან (გადაადგილების უნარშეზღუდული) ინფორმაციის მიღება და სწრაფი რეაგირებაა.

საუკეთესო უმავთულო ტექნოლოგიები
კრიტიკულ და ავარიულ მდგომარეობებში
MTN Networks, შრი-ლანკა, პროექტისათვის " SMS Blood Appeal, Matching and Donor Management Application, რომლითაც მობილური ქსელის მომხმარებელი, SMS-ის საშუალებით, გადის რეგისტრაციას, როგორც სისხლის დონორი და კრიტიკულ შემთხვევებში, დახმარების აღმოსაჩენად, ხდება მისი გამოძახება.

GSM ასოციაციის თავმჯდომარის ჯილდო

GSM ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველწლიურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა GSM ასოციაციის თავმჯდომარის პრესტიჟულ ჯილდოს ენიჭება. ეს ჯილდო იმ ორგანიზაციას, კომპანიასა თუ პიროვნებას გადაეცემა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა GSM სისტემების დიდი ოჯახის განვითარებასა და წარმატებაში. 2003 წლის ცერემონიალზე ეს საპატიო ჯილდო უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე GSM ინდუსტრიის განვითარებასა და წარმატებაში შეტანილი ღვაწლისათვის "Vodafone Group Plc"-ის პრეზიდენტს, ბატონ ქრისტოფერ გენტს გადაეცა. მან, "Vodafone Limited"-ში, როგორც მმართველმა დირექტორმა, 1985 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა, მაშინ, როდესაც მსოფლიოში მობილური სისტემებით მომსახურება პირველ ნაბიჯებს დგამდა. 1997 წლიდან კი ბატონი ქრისტოფერ გენტი "Vodafone Group Plc"-ის პრეზიდენტია. ამ კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წელს GSM ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი უდიდესი სატელეკომუნიკაციო ქსელის მქონე კომპანიაა მსოფლიოში.

მსოფლიო GSM კონგრესის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა კანის კინოფესტივალების დარბაზში წარმოდგენილი გამოფენაა. აქ წარმოდგენილი 600-მდე კომპანიის სტენდი დამთვალიერებლებს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს აცნობენ, რომელთა დანერგვა, მსოფლიო მობილური ინდუსტრიის განვითარებაში, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. დელეგატების განსაკუთრებულ ინტერესს გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია იწვევს, ის რაც GSM სამყაროს ინდუსტრიაში დიდი მომავლის დასაწყისია...

ქვემოთ მოკლედ დავახასიათებთ რამდენიმე ასეთ სიახლეს.

MOTOROLA-მ სამომხმარებლო ბაზრისათვის განკუთვნილი მრავალი სიახლე წარმოადგინა " მათ შორის " ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა GSM ქსელისა და გლობალური პოზიციონირების სისტემასთან ერთად შემუშავებული პაკეტი
VIAMOTO, დაფუძნებული პროგრამულ უზრუნველყოფაზე შექმნილი ინფორმაციული მომსახურებისათვის, რომელიც მიბმულია მობილური აპარატის ადგილმდებარეობასთან. სისტემამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა რეალურ მომხმარებლებზე, რომლებიც სარგებლობდნენ მოტოროლას GPS მოდულებით აღჭურვილი ტელეფონებით. აღნიშნული პაკეტი, თავის მხრივ, მოიცავს შემდეგ სერვისებს:
GOVIAMOTO რევოლუციური ნაბიჯი სანავიგაციო სისტემებში, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, პრაქტიკულად ხდება მობილური ტელეფონის ან სხვა უმავთულო მოწყობილობების გარდაქმნა მიმართულების განმსაზღვრელ "ნავიგატორად" დროის რეალურ რეჟიმში, რაც ნიშნავს, მარტივად გაიკვლიოთ გზა იქამდე, სადაც გჭირდებათ მოხვედრა. ამასთან, მას გააჩნია ფუნქცია, რომლითაც მიმართულებები (ქუჩები, მოსახვევები და სხვა ორიენტირები) შეიძლება გადმოცემულ იქნას, როგორც ხმოვანი, ასევე ტექსტური შეტყობინების სახით.

FINDVIAMOTO მობილური მოწყობილობა გარდასახული ლოკალურ (აბონენტის ადგილმდებარეობის მიხედვით) საინფორმაციო მეგზურად, მსგავსი საინფორმაციო წყაროებისა, როგორიცაა გაზეთები, სატელეფონო ცნობარები, საინფორმაციო ბიუროები და ა.შ. FINDVIAMOTO-ს ინფორმაციული სისტემის განახლება ხდება რეალურ რეჟიმში, დაფუძნებული მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე. ინფორმაცია, რომელსაც ღებულობთ, არის მიმდინარე, ზუსტი და სერვერის მიერ კონკრეტულად თქვენთვის მომზადებული.

GETVIAMOTO "პერსონალური ასისტენტი" მობილური ტელეფონის სახით, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, მოძრაობის მიმართულებას. იგი GOVIAMOTO-სა და FINDVIAMOTO-ს ინფორმაციულ ბაზაზე დაყრდნობით იძლევა ყველა აუცილებელ და საჭირო ინფორმაციას მთელი გზის მანძილზე, თქვენი მოთხოვნისამებრ.

MOTOROLA-მ, სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, წარმოადგინა გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ახალი თაობის GSM ქსელის საბაზო სადგურების სისტემის მოწყობილობები. მათში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია აპარატურის ზომების შემცირებასა და ტევადობის გაორმაგებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საბაზო სადგურების მოწყობილობების შემუშავებისას, გათვალისწინებულია მათი ადაპტირება გაცილებით მაღალი განვითარების საფეხურზე მდგომი სტანდარტების ანუ მესამე თაობის (3G) ტექნოლოგიებთან და ამ კუთხით დანერგვა არსებულ GSM ქსელებში, რათა შემდგომ უმტკივნეულოდ განხორციელდეს გადასვლა მესამე თაობის (3G) ტექნოლოგიებზე.

SAMSUNG-ის მიერ წარმოდგენილმა მობილური ტელეფონის აპარატმა SGH V200 დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აპარატში ჩამონტაჟებულია კამერა (CCD, 352*288 pic) ობიექტივის 180 გრადუსით მოძრაობის უნარით. აპარატს გააჩნია MMS, მე-8 კლასის GPRS-ი (4 არხი მიღებაზე და 1 არხი გადაცემაზე). ტელეფონის ეკრანი შესრულებულია TFD-ის ტექნოლოგიით, 65 536 ფერთა გამით და 160-სიმბოლოიანი ტექსტის ეკრანზე ერთდროული, მთლიანი განთავსების უნარით. მობილური აპარატის ევროპულ ბაზარზე გამოშვება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.

Panasonic GD87 აღჭურვილია მობილური კამერით, გააჩნია გამოსახულების მასშტაბის ციფრული შეცვლის უნარი, გადაღებული სურათის Wallpaper-ად გადატანა, ტელეფონის წიგნში ნომრებზე სურათების მიბმა და დარეკვის შემთხვევაში მათი ეკრანზე გამოტანა, TFT(Thin Film Transistor) ტექნოლოგიით დამზადებული 65 536 ფერიანი ეკრანი. WAP 2.0 colour browser-ი, თამაშები და ფოტოსურათიანი შეტყობინებები სრულ ფერთა გამაში, MMS, მე-8 კლასის GPRS-ი (4 არხი მიღება და 1 არხი გადაცემა), ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, რომლითაც გამოირჩევა Pანასონიც GD 87 ფიჭური აპარატი.

არჩილ ქავთარაძე
მაგთიკომის ტექნიკური დირექტორი