"უცნაურია
აფერადებული
სისრულე ძველი
თბილისისა!..
აქ, ძველი თბილისის
გულის
სიღრმეში,
გამოჩნდა ბუნებრივი
ვეძა " ანკარა
წყარო "
და დასაწყისი
ჯადოსნური ლამაზი
პოეზიისა.
მე შევსვი ეს
წყარო ორივე
ხელით
და ვამაყობ,
რომ ჩემს ძარღვებში
მისი
მადლიანი
ნაკადი მჩქეფარებს.
...მე თბილისი
მიყვარს...
მიყვარს
ეს პოეზიის ძველი
აკვანი, ეს
დარდიმანდული
ბოჰემა, ეს საქართველოს
მთრთოლვარე
გული..."
იოსებ გრიშაშვილი
აშუღური
პოეზია საქართველოში,
უწინარეს ყოვლისა,
თბილისში, მეთვრამეტე
საუკუნეში განვითარდა.
ძველ
თბილისში ნიშნობა,
ქორწილი, ნათლობა,
საუფლო დღესასწაულები,
ნებისმიერი
ქეიფი თუ ლხინ-მეჯლისი
"
აშუღისა
და საზანდარის
გარეშე არ იმართებოდა.
აშუღები
" მგოსანნი-იმპროვიზატორნი
" ლექსებს თხზავდნენ,
ჰანგს უწყობდნენ
და სხვადასხვა
მუსიკალურ ინსტრუმენტზე
ასრულებდნენ.
ისინი ქალაქის
სოციალური დაბალი
ფენის წარმომადგენლები
იყვნენ და
თავიანთ
ლექს-სიმღერებში,
ბუნებრივია,
ძირითადად,
უბრალო ხალხის
სულისკვეთებას
გამოხატავდნენ.
თუმცა,
აშუღები უყვარდათ
როგორც მდაბიო,
ისე მაღალი წოდების
წარმომადგენლებსაც.
მეფეს
სასახლის კარზე
უსათუოდ აშუღიც
ჰყავდა.
ერეკლე
მეორესაც " პატარა
კახს " ჰყავდა
აშუღი, ტომით
სომეხი " საიათნოვა.
აშუღთა
შორის საიათნოვამ
განსაკუთრებული
პოპულარობა მოიპოვა
და უდიდესი ზეგავლენა
მოახდინა მის
თანადროულ და
შემდგომი თაობების
აშუღთა შემოქმედებაზე.
მას გარკვეული
დამსახურება
ქართული ლიტერატურაშიც
მიუძღვის. იგი
ქართულ პოეზიაში
მუხამბაზური
ლექსის დამამკვიდრებლად
ითვლება.
მეთვრამეტე
საუკუნეში საქართველოში
უამრავი აშუღი
იყო, მაგრამ,
როგორც რუსი
მწერალი ვალერი
ბრიუსოვი წერს,
"რაც საიათნოვამდე
გაუკეთებიათ
მის წინამორბედებს,
საიათნოვას
შარავანდედის
წინაშე არარად
მოსჩანს".
ლეგენდის
თანახმად, საიათნოვა
რომ ერთს შემოსძახებდა,
ჰაერში ბულბული
ქვავდებოდა,
რათა ყური მიეგდო
და შეეთვისებინა
მგოსნის სიმღერა.
სიტყვა
"აშუღი" არაბული
წარმოშობისაა
(აშიყი, აშიკი)
და მიჯნურს,
მოტრფიალეს
ანუ სიყვარულის
მგოსანს ნიშნავს.
სწორედ სიყვარულის
მგოსანი იყო
საიათნოვა,
მაგრამ იმავდროულად,
მეფე ერეკლეს
ავანგარდული
ლაშქრის მებრძოლიც
გახლდათ და
იქ, სადაც საქართელოს
ბედი და უბედობა
წყდებოდა საზანდარის
დაკვრით მიუძღოდა
რაზმს და ქართველ
მეომრებს უმძიმეს
წუთებში, გამარჯვების
იმედს უღვივებდა.
საიათნოვას
ცხოვრების შესახებ
ძალიან მცირე
მასალა არსებობს.
დანამდვილებით
დაბადებისა
და გარდაცვალების
წლებიც კი არ
ვიცით. ზოგიერთ
ავტობიოგრაფიულ
ცნობას ისევ
მის ლექსებსა
თუ მათ მინაწერებში
ვხვდებით. აშუღის
გვარიც უცნობია,
საიათნოვა,
აშუღური ტრადიციისამებრ,
შერჩეული ფსევდონიმია,
სახელად კი არუთინა
რქმევია.
"საქართველოს
მეფის საზანდარი
ვარ!
საიათნოვას,
არუთინას იტყვიან".
ყოფილა
თბილისელი. "ჩემი
სამშობლო თბილისია,
მხარე ქართლისა,
დედა ავლაბრელი
მყავს, მამა
კი ალეპოელი", "
გვამცნობს ერთ
აზერბაიჯანულ
ლექსში. სხვაგან
კი ამბობს: "მე
მიღდისას შვილი
ვარ". მიღდისას
უწოდებდნენ
მას, ვინც იერუსალიმს
ყოფილა და მაცხოვრის
საფლავზე ულოცნია.
ხელმოკლეობის
გამო განათლება
ვერ მიუღია. თხზავდა
და მღეროდა სამ
ენაზე " ქართულად,
სომხურად და
აზერბაიჯანულად.
სომხურ და აზერბაიჯანულ
ლექსებს ქართული
ასოებით წერდა.
ქართულს, სომხურთან
ერთად, მშობლიურ
ენად თვლიდა.
ხელოსანი
გახლდათ, თუმცა
მისი ძირითადი
პროფესია აშუღობა
იყო. თავად მთხზველი,
თავადვე დამკვრელი,
თავადვე მღერალი
და ჰანგისაც
თავად შემწყობელი.
ჯერ თბილისში
ცხოვრობდა, შემდეგ
" თელავში. დაახლოებით
1762-65 წლებში ერეკლე
მეორის სამეფო
კარის საზანდარი
იყო, სადაც დიდი
აშუღური სახელისთვის
მიუღწევია და
მეფის პატივისცემა
დაუმსახურებია.
მაგრამ, მალე,
უცნობი მიზეზის
გამო, პატარა
კახი აშუღს შემომწყრალა
და სასახლიდან
დაუთხოვია. თურმე
საიათნოვა ძალიან
განიცდიდა
მეფის კარიდან
გაძევებას და
სამართალს
ეძებდა.
შემდგომში
საიათნოვა საინგილოში,
კახში, მღვდლად
გაუმწესებიათ.
მეუღლის გარდაცვალების
შემდეგ, ბერად
აღკვეცილა ახპატის
მონასტერში,
თუმცა, დროდადრო,
კვლავ გამოჩნდებოდა
თბილისში და
აშუღთა პაექრობაშიც
მონაწილეობდა.
ცხადია, გამარჯვებული
ყოველთვის იგი
გამოდიოდა და
მოწინააღმდეგის
მუსიკალური
საკრავი, ტრადიციისამებრ,
მისი კუთვნილება
ხდებოდა.
ლეგენდის
თანახმად, საიათნოვა
1795 წლის სექტემბერში
დაიღუპა, აღა-მაჰმად-ხანის
მიერ თბილისის
აოხრების დროს.
როდესაც
აღა-მაჰმად-ხანს
თბილისი აუღია,
ის თურმე ეკლესიაში
ლოცულობდა. გაუგია
თუ არა მტრის
მოახლოება, ჯვარი
აუღია და, ეკლესიის
კარიბჭესთან
მდგარს, ორსტრიქონიანი
ლექსი უთქვამს:
"არ ვუღალატებ
ჩემსა იესოს,
არ დავუტევებ
ტაძარსა წმინდას!"
ეს აშუღის
უკანასკნელი
სიტყვები ყოფილა.
...საიათნოვა
თათრის მოედნის
თავზე წამომართულ
ციხის ეკლესიად
წოდებულ სურფგეორქის
ტაძრის ეზოში
დაუკრძალავთ
და დღეს ეკლესიის
კედელში ჩასმულ
შავი მარმარილოს
დაფაზე ოქროს
ასოებით აშუღის
სამი სტრიქონია
ამოკვეთილი:
"ჩემი
წყარო სხვა წყაროა,
ყველას არ ძალუძს
მისი დალევა".
"ჩემი
სიმღერა სხვა
სიმღერაა, ყველა
ვერ მიხვდება,
ყველა ვერ გაიგებს".
"ჩემი
საძირკველი
ქვიშაზედა აგებული
კი არ გეგონოთ!
" ჩემი საძირკველი
აგებულია ქარაფოვან
კლდეზედ ნაჭედი
დუღაბითა და
ქვითკირით."
საიათნოვას
პოეზია, ძირითადად,
სატრფიალო თემას
დასტრიალებს,
მაგრამ აქვს
სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტური,
სატირული და
სასულიერო ლექსებიც.
საიათნოვამ
კარგად იცოდა
თავისი, როგორც
ოსტატის და მოლექსე-გამომთქმელ-შემსრულებლის
ფასი და ამიტომ
უთქვამს თელავში
მავანი მოპაექრესთვის:
"მას
ნუ იტყვი " საზანდარი
ვინა ვარ!
ანა-ბანა
ვიცი, სიტყვით
წინა ვარ,
საიათნოვა
მქვიან, არუთინა
ვარ,
სიტყვას
ვიტყვი, ცამ
ქუხილი დაიწყოს!"
საიათნოვას
დიდად აფასებდნენ
სხვადასხვა
დროის ქართველი
მოღვაწენი და
პოეტები. მისი
შემოქმედების
პირველი შემსწავლელი
თეიმურაზ ბატონიშვილი
წერს: "თუმცა
ლიტონი სტიხებია
მდაბიურს გვარზედ,
მაგრამ დიდად
მოსაწონი". ცნობილი
ისტორიკოსის
პლატონ იოსელიანის
აზრით, საიათნოვა
იყო "ცნობილი
გვამი, გამოჩენილი
მოლექსე". პროფესორი
ალექსანდრე
ხახანაშვილი
კი აშუღზე ბრძანებს:
"ერეკლე მეფის
დროს, ბესიკის
გარდა, სასიმღერო
ლექსებით სახელი
გაითქვა ერთმა
ღარიბმა სომეხმა,
ხელობით ფეიქარმა
სავათნავამ".
მსგავსი შეფასებების
მოხმობა დაუსრულებლად
შეიძლება...
გასაკვირი
სულაც არ არის,
რომ შემდგომში
საიათნოვას
უამრავი მიმდევარ-მიმბაძველი
გამოუჩნდა: გივიშვილი,
სკანდარნოვა,
ჰაზირა, შემდეგ:
განჯისკარელი,
ბეჩარა და სხვანი,
მაგრამ მათგან
ყველაზე პოპულარული
ობოლი ქართველი
" იეთიმ გურჯი
გახდა.
გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო
იეთიმის
(დაბღიშვილი)
წინაპრები ოსმალებს
ერთ-ერთი შემოსევის
დროს ტყვედ წაუსხამთ,
სადაც, მათთვის
გურჯები შეურქმევიათ.
უკან, თბილისში,
დაბრუნება იეთიმის
მამას იბრაჰიმს
მოუხერხებია.
აშუღი 1875 წელს
თბილისში დაბადებულა
და რადგან თვისტომნი
არ ჰყავდა მამას
ვაჟისთვის
იეთიმი, ობოლი,
დაურქმევია.
თითქოს
სახელი დეაბედაო
" თხუთმეტი წლის
ასაკში დედ-მამა
გარდაცვლია
და, უმცროს დასთან
ერთად, ხარფუხიდან
მეტეხის უბანში,
პატარა ოთახში
გადასულა საცხოვრებლად.
მუსიკალური
საკრავების
ერთ ოსტატთან
დამდგარა შეგირდად
და საკრავების
კეთება შეუსწავლია.
მეფის
ჯარში გაწვევის
დროს სამსახურზე
უარი უთქვამს,
გაპარულა და
თავი ხაბაზებისთვის
შეუფარებია,
მაგრამ მალე
შეუპყრიათ და,
იძულებით, ჟიტომირში
გაუგზავნიათ
სამხედრო ბეგარის
მოსახდელად.
აქიდანაც გამოპარულა
და ჯერ ოდესაში,
შემდეგ ბათუმში
და ბოლოს ბაქოში
ცხოვრობდა მალულად.
1906 წელს იეთიმი
კიდევ ერთხელ
დაიჭირეს და
ამჯერად პოლონეთში,
ვოლინის გუბერნიის
დუბნოს ციხეში
გააგზავნეს.
სასჯელმოხდილ
იეთიმს თბილისში
ცხოვრების უფლება
მხოლოდ 1916 წელს
მისცეს და უკან
მობრუნებული
აშუღი ასე მიესალმა
საყვარელ ქალაქს:
"გამარჯობა,
ჩემო თბილის
ქალაქო,
დაკარგული
შენი შვილი მოვედი,
საქართველოს
მიწა-წყალო, ალაგო,
თორმეტი
წლის გატანჯული
მოვედი".
ტიციან
ტაბიძე იეთიმ-გურჯზე
წერდა: "ჩვენს
დღეებში, სხვებთან
ერთად, უფრო წარჩინებულად
და უშუალოდ განაგრძობს
საიათნოვას
აშუღური პოეზიის
ხაზს იეთიმ-გურჯი,
რომელსაც პოეტის
სახელს ვერავინ
წაართმევს, ისე,
როგორც თარს
და ჭიანურს
არ წაერთმევა
სიმღერის ძალა".
ნაბადწამოხურულ
იეთიმ-გურჯის
ყოველ გამოჩენაზე
და ხმის გაგონებაზე
ხალხი აღტაცებას
ვერ ფარავდა:
იეთიმ-გურჯი
მოდის! იეთიმ-გურჯი
მღერისო:
"კარგი
იყო არ გამეცან
თავიდან
შუა ზღვაში
გადამაგდე ნავიდან"...
ალექსი
ბარნოვი იგონებს:
"იეთიმ-გურჯს
განურჩევლად
უყვარდა ყველა
ერის ხალხი,
მაგრამ არ ესიამოვნებოდა,
თუ მას ვინმე
სხვა ერის კაცად
"მონათლავდა".
ამ ამბავში
მე ერთმა ფაქტმა
დამარწმუნა.
ეს იყო ვერის
პარკში 1928 წელს.
მუსიკოსი " მომღერალი
ხაჩიკა ტალგაუკოვი
(შემდეგ მედუდუკეთა
ანსამბლის
ხელმძღვანელი)
და დათა ზუბიაშვილის
შვილები ერთმანეთს
ენიძლავებოდნენ:
უკანასკნელნი
ამბობდნენ, იეთიმი
ქართველიაო,
ხაჩიკა კი არ
ეთანხმებოდა
მათ და ამბობდა,
სომეხიაო. ამ
დროს ბაღში
მეც მივედი. როცა
მონაძლევეებმა
დამინახეს,
ჩემკენ გამოეშურნენ
და, როგორც იეთიმის
ახლო მეგობარს,
მკითხეს მისი
ეროვნება. მე
პასუხი ვერ გავეცი,
ვინაიდან ამ
საკითხზე იეთიმთან
არასოდეს მილაპარაკნია.
იეთიმ-გურჯი
ამ დროს სადღაც
იყო წასული და
როცა მოვიდა,
შევეკითხე, რა
ეროვნებისა
ხარ-მეთქი. იეთიმს
ძალიან ეწყინა
ჩემი ასეთი მოულოდნელი
შეკითხვა და
მითხრა, ამას
შენ არ მეკითხებიო!
მიხვდა და მეც
ვითხარი, როგორც
იყო საქმე. შევატყვე,
არ ესიამოვნა,
დაუძახა ხაჩიკას
და, მიუხედავად
იმისა, რომ მას
პატივს სცემდა,
მკაცრად უსაყვედურა.
" მე რომ ქართველი
ვარ და იეთიმ-გურჯი
ვარ " ეს ჩემს სიმღერებში
ნათლად არის
გამოხატულიო"...
იეთიმი
1940 წელს, 65 წლის ასაკში
გარდაიცვალა.
ხალხმა მისი
ნეშტი ავლაბრიდან
ვაკის სასაფლაომდე
ხელით მიასვენა
და, როგორც თავად
ითხოვდა, მის
სასახლეს მიწის
მიყრამდე ზევიდან
შავი ნაბადი
გაადაფარეს:
იეთიმ-გურჯსა
ამა სოფლად
არაფერი
აბადია,
ერთმანეთსა
არ ვშორდებით
მე და
ჩემი ნაბადია
... ზედ
კუბოზე დამაფარეთ
ისევ
ჩემი ნაბადია.
აშუღობა,
ქართულ სინამდვილეში,
ეპოქის დამახასიათებელი
მოვლენა იყო.
აშუღები გასაოცარი
ინტუიციით ითვისებდნენ
და გადმოგვცემდნენ
იმჟამინდელ
საზოგადოებრივ
განცდებსა და
მისწრაფებებს.
ისინი რომ არ
ყოფილიყვნენ,
ბევრი ჩვენი
ძველი სიმღერა,
ჰანგიც და ტექსტიც
დავიწყებას
მიეცემოდა.