შ.პ.ს. "მაგთივინის"
დირექტორი
ზაალ კიპაროიძე
ცოტა
ხნის წინ, ერთ-ერთ
ბინაში, კომპლექსური
შეკვეთის შესრულების
მსვლელობის
დასათვარიელებლად
გახლდით.
ამ დროს
მოვიდა ბინის
პატრონი, მეგობართან
ერთად, და, უნებლიედ,
მათი საუბრის
შემსწრე გავხდი.
" როგორი
მოხერხებული
ხარ! საიდან
ჩამოიტანე ეს
ყველაფერი ასეთი
გემოვნებით
არჩეული და თანაც
ხარისხიანი?
" საიდან?
აქ, თბილისში,
"მაგთივინში"
დავამზადებინე
" და თავის სიტყვების
განსამტკიცებლად
მეგობარს ბავშვების
ოთახისკენ გაუძღვა,
სადაც "მაგთივინის"
"მეავეჯეები"
ლამაზ, სხვადასხვა
ფერებში გადაწყვეტილ
სათამაშო-სამეცადინო
კუთხეს, აქამდე
გამოუყენებელ
ნიშას არგებდნენ.
" შესანიშნავია!
" ვერ დამალა
ემოცია სტუმარმა.
" "მაგთივინის"
პროდუქცია სასეირნო
კატარღით სტუმართან
ერთად სეირნობისას
"გავიცანი". ხომ
წარმოგიდგენია
მტკვარზე მოსრიალე
"გემის" ფანჯრებს
როგორი ჰერმეტულობა
სჭირდება და
მეც, ამის შემდეგ,
სახლისთვის
"მაგთივინის"
ფანჯრების დაკვეთა
გადავწყვიტე.
მათ ოფისში მისვლისას
სიმყუდროვისა
და კომფორტის
მოსაწყობად
იმდენი საინტერესო
მომსახურება
შემომთავაზეს,
რომ შეკვეთა
კომპლექსურად
განვათავსე:
ფანჯრები, ფარადა-ჟალუზები,
ავეჯის თითქმის
სრული კომპლექტი
და, შესაბამისად,
საგრძნობი ფასდაკლებაც
მივიღე. სხვათა
შორის სარკისა
და სასურათე
ჩარჩოების გაკეთებასაც
"მაგთივინში"
ვაპირებ, იქ ამ
პროდუქციის
ფართო არჩევანია
" დასძინა მასპინძელმა.
"მაგთივინი"
" ხარისხი;
"მაგთივინი"
" დაზოგილი დრო
და ენერგია;
"მაგთივინი"
" მოხერხებული
გადახდის ფორმა.
ამ სიტყვების
სინონიმებად
ქცევას დამფუძნებელთა
დაუშრეტელი
ენერგია და კომპანიის
წევრთა მუხლჩაუხრელი
შრომა დასჭირდა.
კომპანიამ
არსებობა, 1996 წელს,
პოლივინილქლორიდის
(მეტალპლასტმასის)
კარ-ფანჯრების
წარმოებით დაიწყო.
პარტნიორად
საერთაშორისო
სტანდარტის
" ISO9001 სერტიფიკატის
მფლობელი, მაღალტექნოლოგიური
კომპანია PIMAS-ი
აირჩია. აქცენტი
თავიდანვე ხარისხზე
გაკეთდა და ამიტომ
მანქანა-დანადგარების
პარკი გერმანული
ELUMATEC-ით დაკომპლექტდა,
რამაც ნაკეთობის
ხარისხზე, "მაგთივინს",
პრეტენზიის
უფლება მისცა.
მეტალპლასტმასის
კარ-ფანჯრები
მაშინ ქართული
ბაზრისთვის
უცხო, ახალი იყო,
რის გამოც დაკვეთა
დიდი აწონ-დაწონვის
შემდეგ ფორმდებოდა.
ამ პერიოდმა
გაიარა. ბაზარზე
გამოჩნდნენ
კონკურენტი
ფირმები, სხვადასხვა
მასალებითა
და შესრულების
ხარისხით. თან,
რა თქმა უნდა,
ხარისხის შესაბამისი
დაბალი ფასებითაც.
ცოტა ხნით ბაზარი,
დაბალმა ფასმა
მიიზიდა, მაგრამ
ხარისხმა თავისი
გაიტანა და
მომხმარებელი
ისევ მისკენ
მობრუნდა.
შემდეგ
1997 წელი. ჰოლანდიური
კომპონენტებით
ვერტიკალური
ფარადა-ჟალუზების
წარმოება. აქცენტი
ისევ ხარისხზე!
2000 წლის
გაზაფხული " ალუმინის
პროფილებისგან
დამზადებული
კარ-ფანჯრები
და ფასადის
სისტემები. პარტნიორი
ISO9001 სერტიფიკატის
მფლობელი CUHADAROGLU " აქაც
ხარისხი!
2000 წლის
ზაფხულიდან
კომპანიაში
ახალი მიმართულება
გამოჩნდა " იტალიური
წარმოების მაღალხარისხიანი
საკეტები და
აქსესუარები
ყველანაირი
კარისათვის
(ლითონის, ხის
და ა.შ.) და ნატურალური
ხით ევროპული
ტექნოლოგიის
ფანჯრების წარმოება.
ბრიტანული
პროფილებით
სასურათე და
სარკის ჩარჩოების
წარმოების დაწყებამ
ხელოვანთა, ხელოვნების
მოყვარულთა
და კოლექციონერთა
საყვარელ ადგილად
აქცია "მაგთივინის"
ოფისი. კვლავ
ხარისხი!
"მაგთივინი"
მეორე წელია
კანადური ტექნოლოგიის
მრავალფეროვანი
ლამინატისა
და მოსრიალე
კარის სპეციალური
აქსესუარებით
აწარმოებს ჩაშენებულ
"კუპე" კარადებს,
ტრადიციულ საოფისე
და საოჯახო ავეჯს,
მათ შორის სამზარეულოებსაც.
თუ მომხმარებელთა
კმაყოფილებით
ვიმსჯელებთ,
"მაგთივინს"
ხარისხისთვის
აქაც არ უღალატია.
უპროცენტო
განვადებით
გადახდის ფორმამ
კი კიდევ უფრო
მოხერხებული
გახადა "მაგთივინის"
ნაწარმის შეძენა.
ასე იქცა
"მაგთივინი"
არც თუ მცირე
საწარმოდ, სადაც
დღეს 40 თანამშრომელია
დასაქმებული.
სახელმწიფო
ბიუჯეტთან სრული
და დროული ანგარიშსწორება,
ქველმოქმედება
კომპანიის საქმიანობის
განუყოფელი
ნაწილია.
და ბოლოს:
ვისაც ჯერ კიდევ
არ გადაუწყვეტია
ვისთან თანამშრომლობით
მოაწყოს მყუდროდ
და გემოვნებით
თავისი ბინა
თუ ოფისი, მობრძანდით
დავით აღმაშენებლის
119/1-ში, "მაგთივინის"
ოფისში, რათა
დარწმუნდეთ
"მაგთივინის"
" პროდუქციის
ხარისხში, გადახდის
მოხერხებულ
ფორმასა და
დაზოგილ დროსა
და ენერგიაში.