ეს, როდესაც,
ისე ეკიდება
ცეცხლი სისხლს,
როგორც დენთის
ზოლს, როდესაც
ხელოვნება ბიოლოგიურად
კოდირებულია,
რიტმი გულისცემას
ემთხვევა და
არ იწმინდავ
ცრემლებს, რადგან
არ გრცხვენია,
რომ იცრემლები!
სუხიშვილებზე
საუბრისას,
ზღვარი გულწრფელ
აღტაცებასა
და ყალბ პათოსს
შორის მყიფეა,
ვინაიდან თანამედროვე
ქართული ცეკვის
ეს ფორმა ეროვნულ
მემკვიდრეობად
იქცა და მასთან
ყოველი შეხება
სიფაქიზეს მოითხოვს.
მით უფრო სითამამე
და დანის პირზე
მოსიარულეთა
სიფრთხილე მართებთ
უმცროსებს
ნინოსა და ილიკო
სუხიშვილებს,
რომლებმაც ეს
მემკვიდრეობა
მიიღეს.
კულისების მტვერში
- ჩვენ
კულისების მტვერში
გავიზარდეთ
ნინო საუბრობს
ლაღად და თავისებური
პრონონსით
არ ვიცი, დამტოვებელი
არ გვყავდა
თუ თავად გვაინტერესებდა,
მაგრამ ბავშვობიდან
ვესწრებოდით
ყველა კონცერტს.
ვიდექით მე და
ილიკო და ვუყურებდით.
ცეკვა გვიყვარდა,
მოგვწონდა და
იმდენად ორგანული
იყო, რომ დღემდე
არ მომბეზრებია.
წარმოიდგინეთ,
ამერიკის შეერთებულ
შტატებში ვიყავით
ამ რამდენიმე
თვის წინ, იქ
74 კონცერტი გავმართეთ
და ყველას დავესწარი!
კულისების
გარდა, უმცროსებს
დიდი ილიკოს
და ნინოს ფიგურები
ჩრდილავდა. ბავშვობაში
მათ, როგორც ყველა
გენიალური წინაპრების
შთამომავლებს,
პროტესტის გრძნობა
ამოძრავებდათ
სურდათ განსხვავებული,
და არანაკლებ
მნიშვნელოვანი
ეკეთებინათ.
ალბათ, ამიტომ,
დაამთავრა
ნინომ სამხატვრო
აკადემიის კერამიკის
ფაკულტეტი, ილიკომ
კი, მოსკოვის
ცენტრალური
აკადემიის "სასცენო
მოძრაობის პლასტიკა".
თუმცა, გავიდა
დრო და ეს "კომპლექსი"
გაფერმკრთალდა.
ორივე მიხვდა,
რომ მათი ცხოვრება
მყარად დაკავშირებულია
სუხიშვილების
ანსამბლთან
და მთავარი
საკეთებელიც
მხოლოდ ნაციონალური
ბალეტია.
" დღეს,
ჩემი "აკადემიური"
განათლება ძალიან
მეხმარება. ბატონ
სოლიკო ვირსალაძის
ასისტენტად
მუშაობის ბედნიერება
მხვდა წილად
და სასცენო კოსტიუმის
შექმნის ხელოვნებას
დავეუფლე. ვეხმარები
ილიკოს და ვიგონებ
რაღაც ახალს,
მაგალითად გოგონებს
ცეკვაში " "ჯუთა",
მწყემსის ჯინჯილა
ქუდები დავახურე
" ასე რომ, კოსტიუმის
დიზაინი ჩემთვის
საინტერესო
და ნაცნობი
სფეროა.
ილიკო
ძალიან მუსიკალურია,
პროფესიონალი
მოცეკვავეა,
აქვს აბსოლუტური
სმენა და უკრავს
ყველა ინსტრუმენტზე.
11 წლიდან სცენაზეა,
ჯერ კიდევ ბაბუა,
დიდი ილიკო, მოესწრო
მის ცეკვას,
თუმცა საკუთარი
გზით სიარულის
სურვილმა იგი
მაღალი კლასის
ქორეოგრაფად
აქცია და დღეს
ანსამბლის
მთავარი ქორეოგრაფია.
გამხდარი,
მოძრავი, ხორბლისფერ
სახეზე მოულოდნელი
გამჭვირვალე
მწვანე თვალების
გამჭოლი გამოხედვით,
მუშაობის დროს
ხელისშეშლისას
ჭირვეული, კოპებშეკრული,
დაუსაზღვრავი
ენერგიით, რომელიც
ტალღასავით
ფარავს რეპეტიციისას
ირგვლივმყოფთ,
უმცროსი ილიკო,
ბებია-ბაბუის
და მშობლების
ყველა საუკეთესო
თვისების დამტევია.
ნინოს ძმაზე
საუბარი ეუხერხულება
" არა იმიტომ,
რომ ჩემი ძმაა
" თითქოს თავს
იმართლებს "
მაგრამ ფაქტია,
ბაბუა იყო პროფესიონალი
ხელმძღვანელი,
ბებია " მთავარი
ქორეოგრაფი,
ორივე გენიალური
მოცეკვავე. ილიკომ
ეს თვისებები
შეითვისა, რაც
იშვიათია. ის
არა მარტო ცეკვავს,
არამედ პროფესიონალურად
დგამს ცეკვებს,
იმავდროულად
მუსიკალური
არანჟირებითაა
დაკავებული,
აქვს დაუოკებელი
ფანტაზია, იდეები,
რომელთაც წარმატებით
ახორციელებს...
ქალბატონი ნინო
ხშირად ამბობდა:
" კარგია, როდესაც
დინასტია ამართლებს,
თუმცა, ეს იშვიათია.
" ილიკოს შემთხვევაში
დინასტიამ
ნამდვილად გაამართლა!
ილიკო,
ჯერ კიდევ მოსკოვში
სწავლისას, ოთხმოცდაათიან
წლებში, ახლადგახსნილ
ღამის კლუბებში
შოუ პროგრამების
დადგმებში იღებდა
მონაწილეობას;
მუშაობდა თეატრში
"ტაგანკაზე", ესტრადის
თეატრში " შაროევთან.
დღემდე თანამშრომლობს
ამსტერდამის
ცეკვის თეატრის
ხელმძღვანელთან
" მაურიც ვან
ჰილთან " 1994-ში მან
დადგა "შავი
ზღვის" ცეკვები,
შარშან " "კავკასიური
ცეკვები". ორი-სამი
რეპეტიცია და
სპექტაკლის,
თუ შოუ პროგრამის
მონახაზი მზად
არის. როგორც
ყველა ნიჭიერი
შემოქმედი, ილიკო
ამ სამუშაოზე
არ საუბრობს,
არ მიაჩნია
სერიოზულად.
სამაგიეროდ
ინთება, როდესაც
ახსენებ მის
პროექტებს, განსაკუთრებით
უცხო სიტყვას
" "ფოლკოთეკა"...
წინ, წარსულისკენ
საშუალო
და უფროსი ასაკის
თბილისურ საზოგადოებას
შეშფოთების
ტალღამ ჯერ კიდევ
შარშან გადაუარა,
როდესაც უმცროსი
სუხიშვილები,
ახალი საესტრადო
პროგრამით, ფილარმონიაში
წარდგნენ: პირველი,
კლასიკური განყოფილების
შემდეგ, მეორე
ნაწილში უცნაური
რამ ხდებოდა
" ქალბატონები
ყმაწვილების
მხარდამხარ
ფეხის ჩაკვრებს
დაუდგრომელ
რიტმში ასრულებდნენ,
და მწყემსური
ქუდების ხუჭუჭებითა
თუ მოჩითული
კანჭების ელვარებით,
სცენაზე ქარბორბალას
ატრიალებდნენ.
საზოგადოების
პირველი რეაქცია
"რივერს დანსის"
გახსენება იყო
" აი, აყვნენ ახალგაზრდები
მოდას, შერყვნეს
ბებია-ბაბუას
დანატოვარი
და ირლანდიური
ნაციონალური
ბალეტის მიბაძვის
გზა არჩიესო!
" ძალიან
მაღიზიანებს
"რივერ დანსთან"
შედარება, თუმცა
საზოგადოების
ეს რეაქცია არ
მაკვირვებს
" როდესაც ეროვნულ
მემკვიდრეობას
ეხები, გენიალურობასა
და უხამსობის
ზღვარზე გავლა
საშიშია. მაგრამ
ანსამბლი ვერ
იარსებებს მხოლოდ
წარსულის ფორმებით,
მას, როგორც ყველა
ცოცხალ ორგანიზმს,
განვითარება
და ეპოქის მოთხოვნებზე
სწორება ესაჭიროება.
ამიტომაც შეიქმნა
ეს "მეორე განყოფილება".
მეოცე, მით უფრო
ოცდამეერთე
საუკუნეში, ქალი
სოციალურად
თუ პოლიტიკურად
მამაკაცს გაუტოლდა,
და, რატომ არ
შეიძლება ეს
ცეკვაშიც აისახოს?!
ახალი პროგრამა
ზუსტად ამით
გამოირჩევა
" ქალის როლი აქტიურია
და ის მამაკაცის
პარტიას უტოლდება
" ეს დროის მოთხოვნაა!
ცეკვა ხომ ერის
ისტორიის პლასტიკაში
გადმოცემის
ფორმაა, საზოგადოებისთვის
გასაგებ ენაზე
ამეტყველებული
ისტორია, წარსულის,
აწმყოს და მომავლის
მინიშნებაც!
რაც შეეხება
"რივერ დანსს",
პირადად მე, ისინი,
ერთხელ თუ ორჯერ
ტელევიზორში
მყავს ნანახი.
მათ პოპულარობას
"პრომოუშენი",
კარგი მენეჯმენტი
და უდავოდ ნიჭიერად
შედგენილი პროგრამა
განაპირობებს.
რამდენად "ირლანდიურია"
მათი ცეკვები,
ვერ გეტყვით,
ის უფრო სტეპის,
ბოშურის, რუსულის
ნაზავია. ჩვენი
პროგრამა კი
ძირეულად ქართულია,
ყოველგვარი
"მინარევების"
გარეშე! ერთადერთი,
რაც გვაერთიანებს
ჩვენ და "რივერ
დანსს" არის
პოპულარობა, თუმცა,
აქაც ჩვენ გავასწარით
" ისინი ათი წელია
რაც "ბრწყინავენ",
"სუხიშვილები"
კი " სამოცი! და,
ნუ ეშინიათ ეროვნული
სიწმინდეების
დამცველებს
" ჩვენზე უკეთესად
მემკვიდრეობას
არავინ გაუფრთხილდება,
და არაფერი
ემუქრება ნაციონალურ
სიამაყეს! ჩვენ
მცველებიც ვართ
და გამგრძელებლებიც!
ამერიკის
ტურნე სრული
ანშლაგებით
ჩატარდა. მეორე,
მესამე ცეკვიდან
დარბაზში ენერგეტიკული
ზვავი გორდებოდა
და ბოლოსკენ
სრული სიგიჟის
ფორმას იღებდა.
მოცეკვავეებს
სცენიდან არ
უშვებდნენ, ხოლო
ორკესტრის მიერ
შესრულებული
"ნომრებსშორისი
ტიხარი" " ჭაბუკა
ამირანაშვილის
ახლებურად არანჟირებული
"გადი გამოდი
გუთანოს" თემა
" "შლაგერად" იქცა
და "სიდიზე" ჩაწერილი,
რიგითი მოქალაქეების
მანქანებიდან
ისმოდა. არ დარჩა
შეუმჩნეველი
პირველი და მეორე
განყოფილებების
განსხვავებაც,
რამაც დამსწრე
საზოგადოების
ასაკობრივი
ჯგუფის შეცვლა
განაპირობა
" ვეტერანების
და სუხიშვილების
ძველი თაყვანისმცემლები
თინეიჯერებით
გაზავდა, რომელთათვისაც
კავკასიური
ფოლკლორი წამლეკავი
ჰაერის ჭავლივით
იყო მუსიკალური
"მეინსტრიმის"
დამკვიდრებულ
ნაკადში. იგივე
შეიმჩნევა დღეს,
თბილისშიც.
ბებია-ბაბუების
თაობა "გაახალგაზრდავდა"
და, თითქოს ნიჰილისტი
ახალგაზრდობით
შეიცვლა, რომელთათვისაც,
"უფროსების" აზრით,
ყოველივე სულერთია,
ეროვნული ფასეულობების
ჩათვლით. Mმაგრამ,
ასე როდია " გენეტიკურ
ინფორმაციას
ვერსად წაუხვალ.
ის განაპირობებს
ჩვენი აზროვნებისა
თუ არსებობის
ფორმებს, და როდესაც
"ხორუმის" რიტმი
სისხლის პულსაციას
ემთხვევა, თინეიჯერული
პროვოცირების
სურვილი უკვალოდ
ქრება და ეროვნული
სიამაყის გრძნობებით
ივსება!
ამან
შეაქმნევინა
უმცროს ილიკოს
"ასსა ფართი"
" ქართული ნაციონალური
ბალეტის საკლუბო
ვერსია, დისკოთეკაზე
გადატანის
"ფოლკოთეკად"
წოდებული წარმატებული
მცდელობა. და,
როგორც ზანგი
ყვება "რასტაფარის"
ნიადაგზე აღმოცენებულ
რეპს, ისე აყვნენ
"ნოა-ნოაში" თუ
"აჭარა მიუზიკ
ჰოლში" შეკრებილები
სპორტულ კოსტიუმებში
გამოწყობილ
"სუხიშვილების"
რიტმს, სცენიდან
გაცემული ენერგეტიკული
იმპულსი დარბაზიდან
დაბრუნებული
ენერგიის ტოლფასი
იყო.
" ვიცი,
რომ ხმას ვკარგავ!
უმცროსი ილიკო
რეპეტიციებს
შორის "დავიჭირე"
" "ფოლკოთეკის"
იდეა ერთი წელია
რაც დამებადა
და განხორციელებაში
ვანიკო თარხნიშვილი,
მუსიკალურ არანჟირებაში
კი ირაკლი ჩაჩხიანი
დამეხმარა.
მომხდარით
კმაყოფილი ვარ,
რადგანაც დავრწმუნდი,
რომ ეროვნულ
მოტივებზე შექმნილმა
ახალგაზრდულმა
საკლუბო ვერსიამ
სრულიად გაამართლა
და საზოგადოებისგან
ზუსტად ის მივიღე,
რასაც მოველოდი.
ბევრი რამ, ალბათ,
დასახვეწია
" კერძოდ, მოძრაობები
გასამარტივებელია,
რათა დისკოთეკაზე
მოსულებმა მათი
გამეორება შეძლონ...
მაქვს "ასსა
ფართის" თეატრალური
ვერსიის იდეაც...
მთავარია შენი
შემოქმედება
არ ტყუოდეს, შენ
არ აყალბებდე
და მაყურებელს
სუროგატს, "კიტჩს"
არ აწვდიდე.
თუ გულწრფელი
ხარ, ნებისმიერი
მცდელობა გაამართლებს
ისე, როგორც გაამართლა
"ფოლკოთეკამ".
უკან, მომავლისკენ
" იმედია,
კავკასიური
ფოლკლორი ისეთივე
პოპულარული გახდება
დასავლეთში,
როგორც ესპანური
თუ აღმოსავლური
მოტივები. ამას,
რა თქმა უნდა,
"პრომოუშენი"
და დიდი ფული
სჭირდება, თუმცა,
დავრწმუნდი,
რომ შოუ ბიზნესში
ფული მნიშვნელოვანი,
მაგრამ უმთავრესი
არ არის. მიუხედავად
ყველაფრისა,
ჩვენი ანსამბლი
წარმატებით
არსებობს, ახალი
პროექტები კი,
სახელმწიფო
დოტაციაზე არსებული
დასის შენახვას
სულ მალე შეძლებს!
და ნურავინ
ნუ ფიქრობს, რომ
რელიკვია ხელვყავით!
პირიქით, მომავალში,
ტექნოლოგიურ
საუკუნეში, სიცოცხლის
საშუალება მივანიჭეთ!
ისტორია
მეორდება, ვინაიდან
დღეს კლასიკად
წოდებული პროგრამა,
ორმოციან წლებში,
დიდი ილიკოს
თავისუფალი
ფანტაზიები
იყო, ოღონდ ტოტალიტარული
რეჟიმისთვის
"ხალხურობის"
საფარქვეშ მიწოდებული.
ილიკო სუხიშვილი
ჭკვიანი კაცი
იყო. მან ავტორობაზე
უარი თქვა და
პრაქტიკულად
ავანგარდული
იდეები ნაციონალურ
ცეკვებში დანერგა.
ამას უმტკივნეულოდ
არ ჩაუვლია. ბებიისგან
მახსოვს მაშინდელი
"უფროსების" მწვავე
რეაქცია " მათ
ერჩოდნენ და
სიწმინდეების
შემრყვნელებადაც
აცხადებდნენ.
პირველად "ხორუმი"
რომ დაიდგა
და მოცეკვავეები
ხაზად გამოვიდნენ,
იცით რა ამბავი
ატყდა?! დღეს
"ხორუმი" კლასიკა
და დიდი ილიკოს
ძეგლია. უწინ
კი "ხორუმს" სამი
კაცი ცეკვავდა
და "სამაია" ერქვა...
დღევანდელი
"სამაია" კი ბაბუას
თავისუფალი
ნების ნაყოფია
" ეს არის ქართული
ხატწერის, ფრესკის
განცხადება
" თამარ მეფის
გაცოცხლებული
ხატება. ან წითელი
ჩოხა და ჯინჯილა
ქუდები ხანჯლურში?!
ორმოციანი წლებისთვის
ეს იყო ისეთივე
"კრიმინალი",
როგორც რეპის
ცეკვა ქართულ
მოტივებზე დღეს...
რა გავიხსენო
კიდევ?! ნინო
ფიქრდება " ქალების
ყაბალახები
"აჭარულში" " ზღვარგადასული
სითამამე იყო,
ვინაიდან ქალები
ჩადრში ცეკვავდნენ!
ბებია ნინომ
თეთრი ჩოხა რომ
ჩაიცვა და ტრიალდაცემა
გააკეთა მუხლზე,
ეს რა ქალური
მოძრაობა იყო?!
და ვინმე დღეს
დაგვძრახავს
"ჯუთას" ქალების
ფეხის ჩაკვრების
და დამოკლებული
კაბების გამო?!
ამ წლების განმავლობაში
დიდი ილიკოს
და ქალბატონი
ნინოს ფანტაზიასა
და ჭეშმარიტად
ეროვნულ ელემენტებს
შორის ზღვარი
წაიშალა და ორმოციანი
წლებისთვის
აშკარა "სითავხედე"
დღეს უფროსებისთვის
ჩვეული და მისაღები
კლასიკაა, ხოლო
მე და უმცროსი
ილიკო, დღეს ვაკეთებთ
ზუსტად იმას,
რასაც ბაბუა
და ბებია აკეთებდნენ
ორმოციან წლებში!
უმცროსები
იყენებენ მემკვიდრეობას
და ქმნიან ქართული
ნაციონალური
ბალეტის მომავალს,
რომელიც, ალბათ,
ოცდამეერთე
საუკუნის შუაში
ისეთივე კლასიკად
იქცევა, როგორც
"სიმდის კარიბჭეა"
დღეს...
ნინოს
და ილიკოს ყოველდღიურობა
ის ბაზაა, რომელიც
პატრიოტიზმის
სიღრმისეულ
განცდას უდევს
საფუძვლად და
ამით ისინი
სიწმინდეების
მცველებს ემსგავსებიან,
რომელთა მოღვაწეობას
არასოდეს შეეპარება
სიყალბისა
თუ სიცრუის გამრყვნელი
საცეცეები...