SMS-SMS-ის გამოყენებით მობილური კავშირგაბმულობის აბონენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალნაირი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი: "მაგთიკომმა" საქართველოში პირველმა შესთავაზა თავის აბონენტებს "SMS ლექსიკონი" - სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე წამში, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მიიღოთ სასურველი სიტყვის თარგმანი როგორც ქართულიდან ინგლისურზე, ასევე ინგლისურიდან ქართულ ენაზე. SMS სერვისზეა დაფუძნებული კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო მომსახურება - "სატელეფონო ცნობარი" - "მაგთიკომის" აბონენტს საქალაქო ქსელის ტელეფონის ნომრით ეძლევა საშუალება, გაიგოს ამავე აბონენტის ზუსტი მისამართი და ვინაობა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების ოპერატორებს, მოვიყვანთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს: ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში, SMS-ით შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსისა და ტრამვაის ბილეთები.
დიდ ბრიტანეთში, SMS-ის გამოყენებით, შეგიძლიათ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, პოლიცია ან სახანძრო. ასევე, სპეციალური სერვისის მეშვეობით, გამოცდაზე ყოფნისას, SMS-ით შეიტყობთ თქვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხს და მიიღებთ ე.წ. "შპარგალკას" ამა თუ იმ საგანში.
წვეულებებისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის საყოველთაო პოპულარობას იძენს ახალი SMS-სერვისი
"M-Partie". ეს პროექტი ეკუთვნის კომპანია "Pocket Generation"-ს, რომელიც გეგმავს საღამოების პროგრამას და, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას მათი ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ. მონაწილეობის მისაღებად საკმარისია მხოლოდ "M-Partie"-ს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება.
"მობილური წვეულების" ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შეტყობინება, მისი ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოდის გამოცანისა და მისახვედრი კითხვის სახით. საბოლოო ჯამში, აბონენტები ჯერ პოულობენ წვეულებაში მონაწილეობის მიღების სხვა მსურველებს, ხოლო შემდეგ, ერთად ცდილობენ "თავსატეხების" გამოცნობას.
"მაგთიკომი" გასართობი SMS-სერვისების მოყვარულებს ბევრ საინტერესო მომსახურებას სთავაზობს.
"მუსიკის ჰანგები" მუსიკალურ შეტყობინებათა სერვისია, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეარჩიოთ, მიიღოთ და შეინახოთ მელოდიები ტელეფონის მეხსიერებაში ზარის სახით.
"ანონიმური SMS" გაძლევთ საშუალებას, გაეხუმროთ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს დაფარული SMS-ით.
"SMS-ჰოროსკოპით" შესაძლებელია ყოველდღიურად შეიტყოთ დღის ჰოროსკოპი, ხოლო ლოგოებისა და ნახატების სერვისი გაამრავალფეროვნებს და გაახალისებს თქვენს ცხოვრებას.
ფეხბურთის მოყვარულებს "მაგთიკომი" სთავაზობს ევროპის სხვადასხვა ლიგის, 2004 წლის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასისა და ამხანაგური მატჩების შედეგების გაგებას SMS-ის საშუალებით.
ამრიგად, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საკმაოდ ფართოდ გავრცელებისა, SMS კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, ხელმისაწვდომ და სახალისო ტექნოლოგიად, რომელიც ნამდვილად არ დაკარგავს თავის აქტუალობას ახლო მომავალში.
Georgia is no exception: MagtiCom was the first company in Georgia to offer the SMS-dictionary, a service allowing the user to receive in a matter of seconds an English translation of a Georgian word, or vice versa, by way of SMS. Another no less interesting SMS-based service is the “Telephone Directory”: MagtiCom subscribers can find out the home address and name of the city network subscriber by sending his landline phone number as an SMS.
Here are some interesting examples of services offered by operators in other countries:
In Tallinn, the capital of Estonia, one can buy trolleybus and tram tickets via SMS.
In Great Britain one can, using SMS, call for an ambulance, the police or the fire brigade. In addition, one can use a special value-added service and receive answers to questions during exams, i.e. use SMS as a crib.
The new SMS-service “M-Partie” is gaining vast popularity among party-goers and sharp adventurers. The project was developed by the company Pocket Generation which plans party programmes and spreads information via SMS on when and where such parties are going to be held. To join the party one only needs to register in the database of “M-Partie”.
The main appeal of “M-Partie” is that the message containing information on the place and time of a party is received as a riddle or a brainteaser. Finally, subscribers find other people who wish to join the party and then try to solve the puzzle together.
MagtiCom offers many interesting SMS entertainment services:
The Sounds of Music: a service of musical messages, which allows the subscriber to choose, receive and store melodies in the phone memory as a ring tone.
Anonymous SMS allows the user to a trick with friends via anonymous SMS.
SMS Horoscope offers daily horoscopes, and also the service of Drawings and Logos to add fun to one's life.
Football fans can learn the results of the European League matches, the 2004 World Cup, the Champions League, the UEFA Cup, etc. via SMS.
Despite the emergence of various new technologies, SMS still is one of the most interesting, easily accessible and enjoyable services and will undoubtedly remain so in the future.