პრაქტიკულად, სიკვდილს გადაურჩა - მან ფეხი სერიოზულად დაიზიანა.
- რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არსებობს. ჩემმა ასისტენტმა არასწორი მოძრაობა რომ გააკეთოს, ყველაზე "კარგი" რაც შეიძლება მოხდეს, ეს ტრიუკის ჩაშლა, ცუდი კი - ჩემი დასახიჩრება ან დაღუპვა იქნება...
სირთულესთან ერთად ილუზიონიზმი ძვირადღირებული ჟანრია. მაყურებელზე წამიერი ეფექტის მოსახდენად პროფესიონალი ასისტენტების ბრიგადა, უახლესი აპარატურა, ეფექტური და ამასთან ზედმიწევნით განსაზღვრული სპეც-აღჭურვილობა, რეკვიზიტი, კოსტიუმებია საჭირო.
- ჩვენს დარგში ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ტანსაცმლის ფერი იქნება ეს თუ ქსოვილის სისქე. მაგალითად, ტრიუკში გამოყენებული მაქვს უხილავი ძაფი. ეს ძაფი ისეთ ფონზე უნდა განთავსდეს, რომ მაქსიმალურად დაიფაროს და, ამავე დროს, წინასწარ განისაზღვროს რეკვიზიტებისა და კოსტიუმების ფერი. თუ ამა თუ იმ ტრიუკში გამჭოლი შუქია გამოყენებული, ფარდის ან რაიმე სხვა საფარის ფაქტურა, სიმკვრივე უზარმაზარ როლს თამაშობს. ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა - ერთ-ერთი ტრიუკის დადგმისას დიზაინერი მოვიწვიე. მან გარკვეულ ფერებად დაიჩემა სკივრების შეღებვა, არადა ვიცოდი, ეს ფერი არ ივარგებდა, "ფოკუსი" ჩაიშლებოდა. ამ ჟანრში სამუშაოდ ფიზიკა, ქიმია, მარილების თვისებები კარგად უნდა იცოდე!
ამასთან ფსიქოლოგიც უნდა იყო. მაყურებლის რეაქციის მიხედვით უნდა საზღვრავდე წარმოდგენის ეფექტურობას. კოლეგების მიერ წარმოჩენილ ტრიუკების გაშიფვრაშიც გამჭრიახობა გშველის - რატომ აცვია ილუზიონისტს ჩექმა? ე.ი. ფეხის ამოღება სჭირდება "ფოკუსის" დროს და ა.შ.
ზურაბ ვადაჭკორია ამერიკელ ილუზიონისტთა საძმოს წევრია. პატივს სცემს დევიდ კოპერფილდის მოღვაწეობას, ვინაიდან მიაჩნია - მან პირველმა გაუკეთა ამ ჟანრს პოპულარიზაცია, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ამ დარგში მუშაობა ხელოვნების ნებისმიერ სხვა სფეროში მოღვაწეობის ტოლფასი და ყოველთვის დახვეწილი და მაღალპროფესიონალურია.
მაგთი GSM-ის დახმარებით ზურაბმა 2000 წელს "ფოკუსების" ახსნისა და სწავლების პირველი ქართულენოვანი ფილმი შექმნა, რომელიც ვიდეოკასეტების საშუალებით გავრცელდა.
სამომავლოდ ილუზიონისტს დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამჟამად მათზე საუბარს თავი აარიდა, ვინაიდან, როგორც ყველა ხელოვანს, წინდაწინ გაცხადება არ სურს.
სასწაულის მოლოდინი გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე უკვე მომხდარი და გაშიფრული.
viewers. Astuteness is also helpful in deciphering tricks performed by your colleagues. For instance, if an illusionist is wearing boots, that means he needs to pull his leg out when performing his “trick” and so forth.
  Zurab Vadachkoria is a member of the brotherhood of American illusionists. He respects David Copperfield's work because he deems that David was the first to promote this genre and convince the general public that this genre stands on an equal footing with any other field of art and that work in this area is always sophisticated and highly professional.
  In 2000, with Magti GSM assistance, Zurab created his first Georgian documentary, in which he explained the art and teaching of “tricks”. The film was disseminated by means of video cassettes.
  The illusionist has big plans for the future. But during our conversation he refrained from discussing them with us. Like all artists, he held back from making preliminary declarations and we share this point of view.
  And indeed, an expectation of a miracle is far more interesting than the reminiscences of those that have already happened and have been deciphered.