მომავალი ქორეოგრაფის მამას კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძეს თანამედროვენი `ქართველ გლინკად~ მოიხსენიებდნენ. იგი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, პირველი ქართული ოპერის `თამარ ცბიერის”, მრავალი საგუნდო თუ საეკლესიო ნაწარმოების ავტორი, მჭევრმეტყველი თამადა და მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი იყო.
36 წლის მელიტონ ბალანჩივაძე მასზე ბევრად უმცროს, ლურჯთვალა, ქერათმიან სანკტ-პეტერბურგელ გოგონაზე, მარია ვასილიევაზე, დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. უფროსი _ თამარი, შუათანა _ გიორგი და უმცროსი _ ანდრია. ბალანჩივაძეების ოჯახი პეტერბურგში პატარა, უბრალო ბინაში ცხოვრობდა.
მელიტონს სამუსიკო საქმიანობიდან მცირე შემოსავალი ჰქონდა. ერთ დღეს იგი ობლიგაციის გასანაღდებლად ბანკში მივიდა და აღელვებული კლერკისგან შეიტყო, რომ მისმა ნომერმა სახელმწიფო დანაზოგის ლატარეაში დღევანდელი რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ტოლფასი თანხა მოიგო. უსიამოვნებებიც აქედან დაიწყო. მას, გულუხვობის გამო, ნაცნობ-მეგობართა უმრავლესობა ჩამოშორდა. ისინი, ვისაც ხუთას-ხუთასი მანეთი დაურიგა, გაუნაწყენდნენ, რომ სხვებს ათას-ათასი შეხვდათ, ვისაც ათასი მისცა, მათ ორი ათასი მოსთხოვეს.
`კეთილისმყოფელთა” რჩევით კომპოზიტორმა სიმდიდრის ნაწილი `საქმეში ჩადო~ და პეტერბურგის ფეშენებელურ უბანში ლამაზად მორთული ქართული რესტორანი გახსნა, მაგრამ ეს წამოწყება მალე კრახით დასრულდა. სტუმართმოყვარე მასპინძელი შორეულ ნაცნობსაც კი არ ართმევდა ფულს და არც სტუმრები ამბობდნენ უარს პატივისცემაზე. მალეQერთ-ერთ ქარხანაში დაბანდებული თანხაც `ქარმა წაიღო~ და გაკოტრებული `ბიზნესმენი~ ციხეში აღმოჩნდა. მეუღლემ ბავშვებს არ გაუმხილა მამის დაპატიმრების ამბავი, მათ იცოდნენ, რომ იგი კავკასიაში ხალხური სიმღერების შესაგროვებლად იყო წასული. 7 წლის გიორგის სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში დღე, როდესაც ბაღის ჭიშკარში ვითომდა კავკასიიდან დაბრუნებული მელიტონი შემოვიდა, როგორც ყოველთვის ელეგანტურად ჩაცმული...
ბავშვებს ფორტეპიანოზე დაკვრა დედამ შეასწავლა, მუსიკის სიყვარული მან შთაუნერგა. წვეულებებზე თამარი და ანდრია სტუმრებისთვის ხშირად ცეკვავდნენ, გიორგი კი ყოველთვის უარს ამბობდა, მას არ უყვარდა ცეკვა და სხვებისთვის ფორტეპიანოზე რაიმეს შესრულება. საკუთარ თავში
The father of the future choreographer, composer Meliton Balanchivadze, was referred to by his contemporaries as “the Georgian Glinka”. He was a founding father of Georgian composers school, author of the first Georgian opera “Tamar the Wily”, many chorales and compositions, eloquent toastmaster and a person dedicated to his friends.
At the age of 36 Meliton Balanchivadze married a much younger blue-eyed blond Saint Petersburg girl - Maria Vasilieva. They had three children, the eldest - Tamara, the middle one - Georgi and the youngest - Andrei. In Saint Petersburg the Balanchivadze family lived in a small modest apartment.
Meliton had little earnings from his musical career. Once he went to the bank to get cash for a bond and learned that his number had won
in the state savings lottery a sum equivalent today to several hundreds of thousand dollars. And then the misfortunes started. Because of his generosity most of his friends left him. Those to whom he gave
money were offended for he gave to others
more and those in their turn demanded more than they received.
ჩაკეტილი, არასდროს გამოხატავდა ემოციებს და როცა სჯიდნენ, იმალებოდა, რათა არ ენახათ თუ როგორ ტიროდა.
9 წლის გიორგი სასწავლებლად საიმპერატორო საზღვაო აკადემიაში უნდა შეეყვანათ, თამარს კი საიმპერატორო თეატრალური სკოლის საბალეტო ჯგუფში მოხვედრა სურდა, სადაც იგი წინა წელს არ მიიღეს. მაგრამ საზღვაო აკადემიაში სიები შევსებული აღმოჩნდა და გიორგი მხოლოდ მომდევნო წელს შეძლებდა სასწავლებელში ჩაბარებას. იმ დღეს საბალეტო სკოლაში 150-მდე გოგონას და 50 ბიჭს უნდა გაევლო სინჯები, ადგილი კი სულ 20 იყო. რიგის მოლოდინში, ნაცნობმა, სკოლის თანამშრომელმა, დედას შესთავაზა გიორგისაც ეცადა ბედი. მიუხედავად იმისა, რომ