პერსონალურ მონაცემთა დაცვა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:

  • წერილობითი ფორმით, კომპანიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას N7;
  • წერილობითი ფორმით, კომპანიის აბონენტთა მომსახურების ოფისებში;
  • წერილობითი ფორმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ელ. ფოსტის მისამართზე: privacy@magticom.ge;
  • ზეპირი ფორმით, ოფიცრის საკონტაქტო ნომერზე - 0322171516
    სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
    სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ოფიციალური დასვენების დღეების გარდა)

განცხადებაში აუცილებელია დაფიქსირებული იყოს:

  • განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი;
  • მოთხოვნა, რომელიც უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ და სრულყოფილად;
  • გარემოება, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.

თქვენი განცხადება განხილულ იქნება, მაგთიკომის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 10 სამუშაო დღის  განმავლობაში.

განცხადებისგანსახილველად საჭიროა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება,განცხადების  გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლის შესაბამისადაც მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება.