კომპანიის შესახებ

შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი,
1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:
International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
მაგთიკომის შვილობილი კომპანია: შპს "დელტაკომი"

  • 2024
    5G ქსელი

    2024 წლის 23 ოქტომბერს მაგთიკომმა 5G ქსელი დანერგა

  • 2024
    ISO 27001 სერთიფიკატი

    შპს „მაგთიკომმა“ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI)  შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

  • 2023
    დაინერგა BI (Business Intelligence)

    დაინერგა BI (Business Intelligence) 

  • 2022
    ელქტრონული ხელმოწერის დანერგვა

    ელქტრონული ხელმოწერის დანერგვა

  • 2021
    Best in Test - სერთიფიკატი

    2021 წლის 12 თებერვალს, umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს.

  • 2020
    მაგთის ლოგოს ცვლილება

    2020 წლის 22 სექტემბერს შეიცვალა მაგთის ლოგო

  • 2020
    გაეშვა 5G ქსელის ტესტირება

    2020 წლის 13 აგვისტოს მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა.

  • 2019
    eSIM მაგთისგან

    2019 წლის 1 აგვისტოს პირველად საქართველოში უახლესი ტექნოლოგია - eSIM მაგთისგან.

  • 2019
    Magti TV PLAY

    Magti TV PLAY - ტელევიზია შენს სმარტფონში - 2019 წლის 18 მარტიდან.

  • 2018
    VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია

    2018 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მაგთიკომმა გაუშვა VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია.

  • 2016
    მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

    2016 წლის 21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

  • 2016
    საკაბელო ინტერნეტი, ინტერნეტ-ტელევიზია (IPTV), ფიქსირებული ტელეფონია და ჰოსტინგის სერვისი.

    2016 წლის 1 აგვისტოს მაგთიკომმა საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV), ფიქსირებული ტელეფონიისა და ჰოსტინგის სერვისის მიწოდება დაიწყო.

  • 2016
    4.5G LTE-Advanced ქსელი

    2016 წლის 31 მაისს საქართველოში პირველად გაეშვა 4.5G LTE-Advanced ქსელი.

  • 2016
    შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.

    2016 წლის 30 მაისს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.

  • 2015
    4G/LTE ქსელი

    2015 წლის 1 თებერვალს გაეშვა მაგთიკომის 4G/LTE ქსელი.

  • 2013
    მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი

    2013 წლის დეკემბერიდან ჩაეყარა საფუძველი მაუწყებლობას საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებული 3 ახალი კინოარხით - მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი.

  • 2012
    მაგთისატი

    2012 წლის იანვარში ამოქმედდა მაგთისატი - საქართველოში თანამგზავრული მაუწყებლობის პირველი ოპერატორი. 2022 წლის 31 დეკემბერს მაგთისატის მომსახურება გაუქმდა.

  • 2008
    მაგთი ფიქსი

    მაგთი ფიქსი - უსადენო ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურება, რომელიც ოპერირებისთვის იყენებდა CDMA 450 ტექნოლოგიას. 2022 წლის 29 ივლისს მაგთი ფიქსის სერვისი გაუქმდა.

  • 2006
    3G სერვისები

    3G ქსელის გამართვის შედეგად, 2006 წელს გაეშვა 3G სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.

  • 2001
    პირველი GPRS ზარი

    GPRS ქსელის მშენებლობის შედეგად, 2001 წელს პირველი GPRS ზარი განხორციელდა.

  • 1997
    პირველი კომერციული ზარი

    1997 წლის 22 სექტემბერს მაგთიკომის ქსელიდან პირველი კომერციული ზარი განხორციელდა.

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი ტელესაკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც  3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების  ფართო სპექტრს სთავაზობს:

  • მობილური ტელეფონია
  • მობილურ ინტერნეტი (მობილური ქსელის განვითარების შემდეგი ტექნოლოგიებით: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G, 5G)
  • სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)
  • ინტერნეტ ტელევიზია (IPTV) და
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.

კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ასეულობით პროექტი განახორციელა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად.

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა. მისი წვლილი ქართულ ეკონომიკაში კვლავაც უპრეცედენტოა. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მაგთიკომმა ქართულ ეკონომიკაში ორი მილიარდ შვიდას მილიონ ლარამდე  (2.692.547.839) შეიტანა.

მნიშვნელოვანი მოვლენები

შპს მაგთიკომი
საიდენტიფიკაციო კოდი: 204876606
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 7
ნომერი: 110011, (+995) 32 2170000
ელ. ფოსტა: office@magticom.ge