გაყიდვების აგენტი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის აბონენტების მოძიებას „კარდაკარის” პრინციპით.
მოთხოვნა:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა);
- გაყიდვების უნარი;
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ანაზღაურება:
მოქმედებს ფიქსირებული და საბონუსე სისტემა, რომლის მოცულობაც არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ მოზიდული ახალი აბონენტების რაოდენობაზე.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge
გთხოვთ, გამოგზავნილ CV-თან ერთად მიუთითოთ პოზიცია: გარე გაყიდვების აგენტი.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შპს "მაგთიკომის" მიერ;გამოგზავნილი მონაცემები შეინახება 1 წლის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების დამუშავება გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ ელ-ფოსტაზე: vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.