უსადენო ტელეფონია
მაგთი ფიქსის წინასწარი გადახდის აბონენტები სარგებლობენ შემდეგი პირობებით:
- ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში ნომერი აქტიური იქნება ბოლო გადახდიდან ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 30 დღის განმავლობაში;
- ანგარიშზე თანხის ამოწურვიდან 30 დღის განმავლობაში ისარგებლებთ შემომავალი ზარებით;
- ამის შემდეგ, თუ არ შეავსებთ ანგარიშს, ნომერი ორმხრივად გაგეთიშებათ;
- ორმხრივად გათიშვიდან 60 დღის შემდეგ ნომერი გაუქმდება.