OTT - მომსახურების წესები და პირობები

შპს „მაგთიკომის“ (შემდგომში - ოპერატორი) - ს/კ 204876606, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N7, 0186 ვებ-გვერდი - www.magticom.ge, ცხელი ხაზი - 11 00 11 (შემდგომში - ცხელი ხაზი), ელ. ფოსტა: office@magticom.ge მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების - MAGTI TV PLAY სარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში - პირობები).

გთხოვთ პირობების გაცნობამდე არ დააჭიროთ ღილაკს „ვეთანხმები“ ან/და არ გამოიყენოთ მომსახურება რაიმე ფორმითა და მოცულობით.

მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირებისათვის. იმ შემთხვევში, თუ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ შეგიძლიათ ისარგებლოთ მოცემული მომსახურებით ან/და მიაწოდოთ ოპერატორს რაიმე სახის პერსონალური ინფორმაცია.

აღნიშნულ პირობებზე დათანხმების თუ მათი მიღების დამადასტურებელ შესაბამის ღილაკზე დაჭერით ან/და მონიშვნის გაკეთებით (შემდგომში - პირობებზე დათანხმება) ან/და რაიმე სახით მომსახურების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წარმოადგენთ სრულწლოვან პირს და გაქვთ სრული უფლებამოსილება და კომპეტენცია დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს.

გთხოვთ პირობებზე დათანხმებამდე ან/და მომსახურების რაიმე ფორმით გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ მოცემულ პირობებს. ეს პირობები წარმოადგენს თქვენსა და ოპერატორს შორის დასადებ გარიგებას. ტერმინი “თქვენ” (მოცემული სიტყვის ყველა შესაძლო ვარიაციით) და “აბონენტი” აღგნიშნავთ თქვენ – ფიზიკურ, სრულწლოვან, ქმედურიან პირს, რომლის სახელითაც ხდება მოცემულ პირობებზე დათანხმება. მოცემულ პირობებზე დათანხმებით ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურების ხელშეკრულება ითვლება დადებულად (შემდგომში – ხელშეკრულება).

  1. 1. ტერმინთა განმარტებები
    ამ პირობების მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა (ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული წინამდებარე პირობებით განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად):
    1. 1.1 მომსახურება - მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელიც გულისხმობს მაუწყებლების (ქართული, უცხოური) ტელეპროგრამების (სატელევიზიო არხების) საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას უცვლელი სახით, ასევე დამატებითი მომსახურებებს.
    2. 1.2 ტელეარხის/კონტენტის მომწოდებელი - შესაბამის იურისდიქციაში შესაბამისი ლიცენზიის ან სხვა ნებართვის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელიც აძლევს ოპერატორს ტელეარხის/კონტენტის რეტრანსლაციის/გადაცემის უფლებას.
    3. 1.3 ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მომსახურების მიღებისათვის საჭირო ტემინალური მოწყობილობა (სმარტფონი ან ტაბლეტი).
    4. 1.4 საბილინგო სისტემა – აბონენტის მხრიდან ფულადი თანხების გადახდის ოპერაციებისა და აბონენტის მიერ მიღებული მომსახურების მოცულობის დაანგარიშების ავტომატიზირებული სისტემა.
    5. 1.5 მომსახურების პაკეტი - ოპერატორის მომხმარებელთათვის შეთავაზებული მომსახურების კონკრეტული მოცულობის, მახასიათებლების, ტარიფიკაციის, ვადის და სხვა პირობების ერთობლიობა.
    6. 1.6 დაშვების კოდი - მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო ლოგირების მონაცემები (user/password).
    7. 1.7 საკონტაქტო ნომერი/ელ. ფოსტა - აბონენტის მიერ ოპერატორისათვის მიწოდებული მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი/ელ.ფოსტის მისამართი.
  2. 2. ხელშეკრულების საგანი
    1. 2.1 ოპერატორი გაგიწევთ თქვენ მომსახურებას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით. მომსახურების მიღება შესაძლებელია ინტერნეტთან თავსებადი ტერმინალურ მოწყობილობის გამოყენებით, კერძოდ სმარტფონით ან ტაბლეტით. მომსახურების მიღებისათვის აუცილებელია თქვენ გქონდეთ უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან.
    2. 2.2 მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ Android ან iOS ოპერაციული სისტემებით აღჭურვილი ტერმინალური მოწყობილობით.
    3. 2.3 თქვენი მხრიდან, წინამდებარე პირობებზე დათანხმება ხორციელდება დისტანციურად და პირობებზე დათანხმებით თქვენსა და ოპერატორს შორის ხელშეკრულება ითვლება დადებულად.
  3. 3. მომსახურების მიწოდების პირობები
    1. 3.1 მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ აპლიკაციის - MAGTI TV PLAY (შემდგომში - აპლიკაცია) საშუალებით და თუ თქვენ გაქვთ ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებს.
    2. 3.2 პირველ ეტაპზე თქვენ უნდა დაეთანხმოთ პირობებს. ფასიანი პაკეტის ჩასართავად აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია ოპერატორის პორტალზე - mymagti.com (შემდგომში - პორტალი), აპლიკაციაში/პორტალზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ავტორიზაციის ფორმის შინაარს განსაზღვრავს ოპერატორი საკუთარი შეხედულებისამებრ. შესაძლოა არსებობდეს ავტორიზაციის სხვადასხვა ვარიანტები. ავტორიზაცია არის ორი სახის:
      1. 3.2.1 ავტორიზაცია ოპერატორის არსებული აბონენტებისათვის - თუ თქვენ სარგებლობთ ოპერატორის სხვა სერვისებით (მობილური ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება) და უკვე დარეგისტრირებული ხართ პორტალზე, ავტორიზაციას გაივლით პორტალის დაშვების კოდის მეშვეობით, თუ არ ხართ დარეგისტრირებული პოსტალზე, უნდა გიაროთ პოსტალზე ავტორიზაცია მობილური ნომრით ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლის ნომრით (UID).
      2. 3.2.2 ავტორიზაცია ახალი აბონენტებისთვის - რა დროსაც თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ აპლიკაციაში/პოსტალზე მითითებული სარეგისტრაციო სავალდებულო ველები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და ა. შ.) და გაიაროთ ავტორიზაცია პორტალზე.
    3. 3.3 ავტორიზაციისას მითითებული მონაცემების, ისევე როგორც საკონტაქტო მონაცემების სისწორეზე, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
    4. 3.4 დაშვების კოდის გამოყენებით ერთდროულად შესაძლებელია მომსახურების მიღება არაუმეტეს 3 ტემინალური მოწყობილობიდან.
    5. 3.5 ფასიანი კონტენტის მისაღებად, თქვენ უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების პაკეტი. მომსახურების პაკეტები, ისევე როგორც მისი შეძენის/გამოყენების და სხვა პირობები, დამატებით მომსახურებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოცემული ოპერატორის ვებ-გვერდზე/პორტალზე/აპლიკაციაში.
    6. 3.6 მომსახურებით სარგებლობის პერიოდში, ზოგიერთ ტელეარხებზე შესაძლებელია გამოიყენოთ გადახვევა/დაპაუზების ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციებით სარგებლობა ცალკეულ შემთხვევებში დამოკიდებულია ტელეარხის/კონტენტის მომწოდებლებლის სანებართვო პირობასა და ოპერატორის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ფუნქციები არ წარმოადგენს მომსახურების სავალდებულო ნაწილს, შესაბამისად, ოპერატორი არ იღებს პასუხისმგებლობას მათ უწყვეტობაზე. ამასთან, სხვადასხვა ტელეარხისთვის დრო და დრო შესაძლოა გაუქმდეს აღნიშნული ფუნქციები, ასევე შეიცვალოს გადახვევის ხანგრძლივობა, რაზეც ოპერატორი დამატებით არ შეგატყობინებთ. VoD-ით (Video on Demand) სარგებლობა შესაძლებელია ონლაინ კატალოგში კონკრეტულ მომენტში ხელმისაწვდომ კონტენტზე.
    7. 3.7 გაითვალისწინეთ, რომ ოპერატორი, არ წარმოადგენს შეთავაზებული სატელევიზიო პროგრამების შემქმნელს და მის მიერ მიწოდებული მომსახურება წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც გულისხმობს მაუწყებლის ტელეგადაცემების უცვლელი ფორმატით მიწოდებას და ოპერატორი არ იძლევა გარანტიას და სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას კონტენტის მიმწოდებლის პროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ.) შინაარსზე, ხარისხზე, სიზუსტეზე, ხელმისაწვდომობაზე და დროულობაზე, სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებზე, მაუწყებლების მიერ საქმიანობის დროებით ან საბოლოო შეწყვეტაზე. ოპერატორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ წარმოებულ სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე, რომელსაც აქვს ოპერატორის ლოგო.
    8. 3.8 18+ ტელეარხების/კონტენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პინ-კოდით, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში, გამოგეგზავნებათ დამატებით.
  4. 4. მომსახურების საფასური და ტარიფები
    1. 4.1 მომსახურების პაკეტები მოცემულია ოპერატორის ვებ-გვერდზე ან/და პორტალზე ან/და აპლიკაციაში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი პაკეტი.
    2. 4.2 ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის წესით, პლასტიკური (საკრედიტო/სადებეტო) ბარათით ან/და ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით. თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვა მომსახურების სააბონენტო ანგარიშიდან (მობილური ან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების სააბონენტო ანგარიში), რომლითაც თქვენ სარგებლობთ. ასეთ შემთხვევაში, არ უნდა გქონდეთ შეწყვეტილი/შეჩერებული იმ მომსახურების მიღება, რომლის სააბონენტო ანგარიშიდანაც გსურთ მომსახურების ანგარიშსწორება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ პლასტიკური ბარათებით/გადახდის აპარტებით გადახდების მიღების ორგანიზებასა და მხარდაჭერას სრულად ახორციელებს შესაბამისი მომსახურე ფინანსური დაწესებულება/ბანკი და ოპერატორი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი წარუმატებელ გადახდის ოპერაციაზე, გარკვეული კატეგორიის ბარათების მიუღებლობაზე, თანხის ჩარიცხვის დაგვიანებით ასახვასა საბილინგო სისტემაში და სხვა შედეგებზე, რომელიც არ ექვემდებარება ოპერატორის კონტროლს.
    3. 4.3 გაწეული მომსახურების მოცულობისა და ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ოპერატორის საბილინგო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.
    4. 4.4 ფასდაკლებებით ან სპეციალური შეთავაზებებით/აქციებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ოპერატორის მიერ და ინფორმაციას მისი პირობების და ხელმისაწვდომობის შესახებ ოპერატორი ავრცელებს მის მიერ დადგენილი წესით, მათ შორის, ვებ-გვერდზე ან/და პორტალზე ან/და აპლიკაციაში.
    5. 4.5 ოპერატორი უფლებამოსილია დაადგინოს ან შეცვალოს მომსახურების მიწოდების წესები, მათ შორის ტარიფები, წინამდებარე პირობები, მომსახურების პაკეტები და მინიმუმ 30 დღით ადრე თქვენთვის შეტყობინების შემდეგ ცალმხრივად შეცვალოს ისინი. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინებით. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორის ვებ-გვერზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება თქვენს შეტყობინებად.
  5. 5. მომსახურების ხელმისაწვდომობა
    1. 5.1 მომსახურების მისაღებად აუცილებელია გქონდეთ უწყვეტი ინტერნეტ კავშირი. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდებული მომსახურება, არ გულისხმობს ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას.
    2. 5.2 უსადენო ტექნოლოგიით ინტერნეტ კავშირისას, ტექნოლოგიის თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი ან შეუფერხებელი, მეტოროლოგიური, გეოგრაფიული (განსაკუთრებით შენობებში, გვირაბებში ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში) ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე.
    3. 5.3 ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების/კონტენტის მიმწოდებელ კომპანიებზე, რაც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
    4. 5.4 ოპერატორი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოახდინოს აპლიკაციის განახლება, ფუნქციონალის დამატება/გაუქმება, ვიზუალური მხარისა, თუ სტრუქტურის ცვლილება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა აპლიკაციას დასჭირდეს განახლება (Update), რის თაობაზეც თქვენს გეცნობებათ აპლიკაციის/საკონტაქტო ნომრის/ელ.ფოსტის საშუალებით.
  6. 6. შეზღუდვები
    1. 6.1 დაშვების კოდი თქვენ ანიჭებს პერსონალიზირებულ და ექსკლუზიურ წვდომას მომსახურებასთან. ამასთან, მომსახურებას იძენთ პირადი გამოყენებისთვის და დაუშვებელია დაშვების კოდის სხვა პირებისათვის რაიმე ფორმით გადაცემა ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლების მინიჭება, აგრეთვე მომსახურების რაიმე სახით გაყოფა, გადაყიდვა, შეთავაზება, საჯარო ჩვენება და ნებისმიერი სხვა იმგვარი მოქმედება, რომელიც გულისხმობს მომსახურების გამოყენებას ან/და გამოყენების შესაძლებლობის მინიჭება მესამე პირისთვის.
    2. 6.2 დაშვების კოდის გამოყენებით მომსახურებასთან წვდომა წარმოადგენს უშუალოდ თქვენს პასუხისმგებლობას და მისი გამოყენებით განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
    3. 6.3 მომსახურების მიღებისას თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ოპერატორის მიერ დადგენილი მომსახურების კეთილსიდისიერი სარგებლობის წესები (Fair Use Policy), რომელიც მოცემულია ოპერატორის ვებ-გვერდზე (https://www.magticom.ge/ka/useful-info/fair-use-policy).
    4. 6.4 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ არასანქცირებულ სარგებლობას, უნდა აღკვეთოთ ასეთი სარგებლობა ან, აღკვეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში შეატყობინოთ ოპერატორს.
    5. 6.5 თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ოპერატორის მიერ შეთავაზებული აქციებით/სპეციალური შთავაზებებით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, აქციის/შეთავაზების პირობები ხდება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და ცვლის მის პირობებს/მომსახურების პაკეტს აქციის/შეთავაზების მოქმედების ვადით.
  7. 7. მომსახურების შეზღუდვა
    1. 7.1 სააბონენტო ანგარიშზე თანხის ამოწურვის/მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული პირობის დადგომის/ვადის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება იზღუდება.
    2. 7.2 7.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას, თუ მომსახურების მიწოდება არ შეიზღუდა, თქვენ ვალდებული იქნებით გადაუხადოთ ოპერატორს ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფასური.
    3. 7.3 მომსახურების მიწოდება ასევე შეიძლება შეიზღუდოს თქვენს მიერ ხელშეკრულების დარღვევის, მათ შორის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.
  8. 8. დაზიანებების/შეფერხებების აღმოფხვრის წესები და ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლები
    1. 8.1 ნებისმიერი ტიპის დაზიანების თუ მომსახურების შეფერხების შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ოპერატორს წერილობით ან ზეპირად ცხელი ხაზის საშუალებით.
    2. 8.2 ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ თქვენ იყენებთ გაუმართავ, დაზიანებულ ან დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო ტერმინალურ მოწყობილობას. ამასთან, ოპერატორი პასუხს არ აგებს მომსახურების ფარგლებში ხელმისაწვდომ კონტენტზე, არც რაიმე სახის ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი კონტენტის გამოყენებით.
    3. 8.3 ოპერატორი გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას, რათა გაგიწიოთ მომსახურება წლიური 98,3%-იანი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 12 (თორმეტი) საათიან ისეთ შეწყვეტას ან შეფერხებას (რომლის დროსაც გათიშული და ხელმიუწვდომელია მთლიანად მომსახურება და არა ცალკეული ტელეარხი), რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო დაითვლება ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების მიღებიდან მისი აღმოფხვრის მომენტამდე.
    4. 8.4 ოპერატორის პასუხისმგებლობა, მისი დადასტურებული ბრალეულობისას, მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგნაირად - ოპერატორი, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპენსაციის სახით, სააბონენტო ანგარიშზე გაგიაქტიურებთ სააბონენტო ლიმიტს, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო გადასახდელის 8%-ის. აღნიშნული ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება, კონკრეტული დასაკომპენსირებელი მომსახურების დაბრუნების მომენტში არსებული მომსახურების პაკეტის ღირებულებიდან.
    5. 8.5 მოთხოვნა კომპენსაციის მიღებაზე ოპერატორს უნდა წარუდგინოთ არაუგვიანეს მომსახურების პაკეტის სარგებლობის ვადის ამოწურვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.
    6. 8.6 გამონაკლისი შემთხვევები: 8.3 პუნქტით გათვალისწინებულ 12 (თორმეტი) საათიან პერიოდში არ ჩაითვლება მომსახურების ისეთი წყვეტები თუ შეფერხებები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ, პირდაპირ თუ ირიბად განპირობებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოებით:
      1. 8.6.1 მომსახურების შესაბამისი შეფერხების/შეწყვეტის თაობაზე არ შეატყობინებთ ოპერატორს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
      2. 8.6.2 ოპერატორის მიერ გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, მათ შორის და არამხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 8.7 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები;
      3. 8.6.3 ფორს-მაჟორული გარემოებები, მათ შორის, კიბერ-შეტევები, ჰაკერული-თავდასხმები;
      4. 8.6.4 თქვენს მიერ მომსახურების მიღება ხორციელდება დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო აპარატურით ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია მოწყობილობის (აპარატურის) მწარმოებლის არაავტორიზებული პირის მიერ;
      5. 8.6.5 მომსახურების შეფერხების ან/და შეწყვეტის აღმოსაფხვრელი სამუშაოების წარმოება ფერხდება, ჭიანურდება ოპერატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ან სამუშაოების წარმოება დაუშვებელია/შეუძლებელია ნორმებისა და შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გამო;
      6. 8.6.6 თქვენ თავს არიდებთ ან არ ასრულებთ ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მიწოდებული პერიოდული განახლებების, მითითებების, გადატვირთვისა, სახელმძღვანელო წესების თუ სხვა ტიპის მოთხოვნების შესრულებას.
      7. 8.6.7 თქვენი უმოქმედობა, თუ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული მომსახურების შეწყვეტისა თუ შეზღუდვის აღმოფხვრა.
    7. 8.7 ოპერატორი უფლებამოსილია დრო და დრო ჩაატაროს საკუთარი ქსელისა ან/და ინფრასტრუქტურის ან/და პროგრამული მოწყობილობების გადაუდებელი სარემონტო ან/და პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელთაც შესაძლებელია მოჰყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ოპერატორი გამოიყენებს ყველა გონივრულ საშუალებას/შესაძლებლობას, რათა ამგვარი სამუშაოები აწარმოოს არასამუშაო დროს, თუმცა გარანტიას არ/ვერ იძლევა რომ ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი ან მიზანშეწონილი. დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ თქვენი შეტყობინება განხორციელდება წინასწარ, ხოლო გადაუდებელი სამუშაოების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე.
    8. 8.8 ოპერატორი აგინაზღაურებთ მიყენებულ ზიანს, რომელიც შეიძლება მოგადგეთ თქვენ ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია, დადასტურებული ბრალეულობისას, ოპერატორის მიერ, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
    9. 8.9 იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
  9. 9. პერსონალური მონაცემები (PRIVACY)
    1. 9.1 ხელშეკრულების გაფორმებისას, ოპერატორი საკუთარ მონაცემთა ბაზაში არეგისტრირებს თვენს პერსონალური ინფორმაციას (ვინაობას, მისამართს და სხვა ინფორმაციას, რითაც შესაძლებელია აბონენტის იდენტიფიცირება). ამასთან, ოპერატორი არ გამორიცხავს, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ოპერატორის მონაცემთა ბაზაში დაგვიანებით დაფიქსირდეს. ამ ხელშეკრულებაზე დათანხმებით, თქვენ აცხადებს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემები გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს მონაცემთა ბაზაში.
    2. 9.2 ამ პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია (მონაცემი) დამუშავდეს, მათ შორის, გადაეცეს ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს იმ მიზნებისათვის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: მომსახურების გაწევა, თაღლითური ქმედებების თავიდან აცილება, სააბონენტო ანგარიშის მართვა, გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დარიცხვა, შესაბამისი ანგარიშის შედგენა, მომსახურებაზე დარიცხული საფასურის ამოღება, მარკეტინგი (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგი), არსებული/ახალი პროდუქტების ან მომსახურების გაუმჯობესება/დანერგვა, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/მოთხოვნების შესრულება, თქვენი ინფორმირებულობა (მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის გზით) ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა კომერციული/არაკომერციული მიზანი.
    3. 9.3 ამ პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, მიიღოთ ოპერატორისაგან, ოპერატორის შესახებ და მის საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე ოპერატორის პარტნიორი თუ კონტრაქტორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ხმოვანი ზარები, მათ შორის მომსახურების ჭრით (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში). ასევე შემოგთავაზოთ მესამე პირთა სერვისები და პროდუქტი, ამ შემთხვევაში ასეთი სერვისის პირობები და წესები, მათი მიღების საფასური, წესები და პირობები დგინდება მესამე პირების მიერ. თქვენ უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, უარი თქვათ ასეთი რეკლამის და ინფორმაციის მიღებაზე ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინებით ან ოპერატორის მიერ დადგენილი წესით ტექნიკური და/ან ელექტრონული ან სხვა გზით, კოდის ან სხვა საშუალებების გამოყენებით, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს თქვენგან.
    4. 9.4 ოპერატორი იღებს ვალდებულებას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოახდინოს ოპერატორის ვებ-გვედზე გამოქვეყნებული - „კონფიდენციალობის პოლიტიკის“ (https://www.magticom.ge/ka/useful-info/privacy-policy) შესაბამისად.
  10. 10. ფორს-მაჟორი
    1. 10.1 არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორული გარემოებები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის მოვლენებით: სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატაკლიზმები და მოვლენები, მათ შორის, მიწისძვრა, სეტყვა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხანძარი, ეპიდემია ან პანდემია, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, კრიმინალური ან ტერორისტული აქტი, ოფიციალურად გამოცხადებული, ან გამოუცხადებელი საომარი მოქმედებები და შეიარაღებული კონფლიქტები, საგანგებო, ან საომარი მდგომარეობები, ბლოკადა, ემბარგო, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედებები, სანქციები, ან აქტები, ოპერატორის მიმწოდებლების, კონტრაქტორების ან ქვეკონტრაქტორების მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, მათ შორის, მიმწოდებლების, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ ოპერატორის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობა, უჩვეულო ან არაპროგნოზირებადი გადატვირთვები და შეფერხებები ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში, ოპერატორის საკომუტაციო სადგურზე, მაგისტრალურ საკომუნიკაციო არხებში, ასევე მომსახურების შეფერხება და შეწყვეტა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირთა (ოპერატორების/კონტენტის მიმწოდებლის) ქსელში, ან შეერთების კვანძებში, ან რესურსების, ან ქსელის ინტერნეტის ქსელის შეფერხებები, რომელთა ადმინისტრირება, ან კონტროლი ხორციელდება მესამე პირთა მიერ.
    2. 10.2 ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები გააგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
  11. 11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
    1. 11.1 ამ პირობებით გაუთვალისწინებელი ყველა საკითხი, მხარეთა შეთანხმებით, მოწესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. 11.2 ამ პირობების შეუსრულებლობის ან/და ამ პირობების შესაბამისად მომსახურების მიწოდების თუ მისი მოხმარებისაგან გამომდინარე ყველა დავას, უთანხმოებას და პრეტენზიას მხარეები წყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, წერილობითი საჩივრით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ოპერატორის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას. საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარუდგინოთ ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N7 ან ნებისმიერი რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია ეხება მაუწყებლობის სფეროს (ოპერატორის მიერ წარმოებული სატელევიზიო არხების მაუწყებლობას), პრეტენზია განიხილება „საჩივრების განმხილველი საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესების შესაბამისად. პრეტენზიაში უნდა მიუთითოთ თქვენი ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნიათ ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც თქვენი მოთხოვნა ეფუძნება. საჩივარი განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
    3. 11.3 მხარეებს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან საქართველოს საერთო სასამართლოს.
  12. 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
    1. 12.1 ხელშეკრულება ძალაშია თქვენს მიერ მასზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
    2. 12.2 შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა:
      1. 12.2.1 მხარეთა შეთანხმებით;
      2. 12.2.2 ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში;
      3. 12.2.3 თქვენი ინიციატივით ოპერატორისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით;
      4. 12.2.4 ოპერატორის ინიციატივით, მომსახურების შეზღუდვის საფუძველის 45 დღის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;
      5. 12.2.5 ოპერატორის ინიციატივით, თქვენს მიერ მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;
      6. 12.2.6 ოპერატორის ინიციატივით, თუ ოპერატორი აღმოაჩენს, რომ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემები არასწორად იქნა მითითებული;
      7. 12.2.7 კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
    3. 12.3 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შეწყვეტის მომენტისათვის (შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში) სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება, რომელიც დაგიბრუნდებათ მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში, მომსახურების ხარჯების გამოკლებით. სააბონენტო ანგარიშზე არსებული ერთეულები (მომსახურების პაკეტი, დარიცხული ქულები, ბონუსი ან ნებისმიერი წამახალისებელი ან სხვა ტიპის ბენეფიტი) უქმდება/არ ექვემდებარება დაბრუნებას ან კონვერტაციას თანხაში, თუ ოპერატორის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
  13. 13. კომუნიკაცია
    1. 13.1 ოპერატორი თქვენთან კომუნიკაციას ახორციელებს ვებ-გვერდის, პორტალის, აპლიკაციის, საკონტაქტო ნომრის/ელ. ფოსტის და სხვა დისტანციური საშუალებით, თუ შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.
    2. 13.2 საკონტაქტო ნომრიდან ცხელ ხაზზე დარეკვისას ან აბონენტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციის (ოპერატორის მიერ მოთხოვნილი რამდენიმე კომპონენტის დასახელება) დასახელებით ნებისმიერი სხვა ნომრიდან დარეკვისას, ან პორტალით, USSD ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით, ოპერატორთან დაკავშირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ ვინ ახორციელებს კომუნიკაციას, ჩაითვლება რომ ნებისმიერი მოთხოვნილი სერვისი/მოქმედება, ჩართვა/გაუქმება, მომსახურების პაკეტის ცვლილება, აქციაში ჩართვა და სხვა) ხორციელდება თქვენი სურვილით და მისგან გამომდინარე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
    3. 13.3 მომსახურების მიმღები მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, შეთანხმება ან შეთავაზება, რომელიც საჭიროებს თქვენი მხრიდან მიღების ფაქტის დადასტურებას, შესაბამისი თანხმობის ღილაკის დაჭერის შემთხვევაში ჩაითვლება თქვენს თანხმობად, რაც უთანაბრდება პირად/ფიზიკურ ხელმოწერას და აქვს იგივე იურიდიული ძალა.
  14. 14 დასკვნითი დებულებები
    1. 14.1 ეს პირობები შესაძლებელია ითარგმნოს სხვა ნებისმიერ ენაზე, რა შემთხვევაშიც ნებისმიერ სხვა ენაზე ნათარგმნ პირობებთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭება პირობების ქართულ ვერსიას წინამდებარე რედაქციით.
    2. 14.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება გაუქმდება, გამოცხადდება ძალადაკარგულად, ან მიიჩნევა ბათილად, ეს შეეხება მხოლოდ აღნიშნულ პირობას და გავლენას არ იქონიებს სხვა დებულების ნამდვილობაზე.
    3. 14.3 თქვენ აცნობიერებთ, რომ გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობისა, თქვენს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
    4. 14.4 თუ სხვაგვარად არ არის ოპერატორის მიერ განსაზღვრული, კომუნიკაცია მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ისევე როგორც შეტყობინებები ოპერატორის მიმართულებით იგზავნება ქართულ ენაზე ან ქართულ ენაზე ტრანსლიტერირებული ლათინური ასოებით. შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ელექტრონული გზავნილის/შეტყობინების საკონტაქტო ნომრის/ელ. ფოსტის მიმართულებით გაგზავნის დადასტურების ფაქტით, საკონტაქტო ნომრის/ელ. ფოსტის მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების მიუხედავად. ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ გათიშავთ სატელფონო კავშირს შეტყობინების დასრულებამდე.
    5. 14.5 წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის და სამართალმემკვიდრეთათვის.