მაგთი უკვე გლოვოზეა!

მაგთი უკვე გლოვოზეა!

22 / აგვისტო / 2023

გაიაქტიურე მაგთის ყველაზე მოთხოვნადი მობილური პროდუქტები გლოვოს აპლიკაციიდანაც.

დამატებითი ინფორმაცია

გლოვოს აპლიკაციიდან მაგთის პროდუქტებისა და სერვისების მოხმარების წესები და პირობები

  • GLOVO-ს აპლიკაციაში ხელმისაწვდომი პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: კოქტეილები, ინტერნეტპაკეტები, წუთობრივი პაკეტები, SMS-პაკეტები;
  • GLOVO-დან „მაგთის“ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ლოკაციიდან;
  • პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ „მაგთის“ იმ ნომერზე, რომელიც საკონტაქტოდ არის მითითებული GLOVO-ს აპლიკაციაში;
  • თუ მომხმარებელი GLOVO-ს აპლიკაციიდან გაიაქტიურებს ერთი და იმავე სახეობის პროდუქტს ერთზე მეტი (ორმაგი, სამმაგი და ა.შ.) რაოდენობით, იმოქმედებს კონკრეტული პროდუქტის ხელახლა/განმეორებით შესყიდვის შემდეგი წესი:
    • თუ პროდუქტის რამდენჯერმე გააქტიურებისას მათი დაჯამება შესაძლებელია, ნომერზე გააქტიურდება შეძენილი რაოდენობა (ორმაგი, სამმაგი და ა.შ.). მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 1000 მბ-ს ორმაგი რაოდენობით, ჯამში ანგარიშზე დაერიცხება 2000 მბ (ვადა - 30 დღე);
    • თუ პროდუქტის რამდენჯერმე გააქტიურება შესაძლებელია, მაგრამ ერთეულების დაჯამება არ ხდება, ტექნიკურად ბოლოს გააქტიურებული პროდუქტი გააუქმებს წინებს და მომხმარებელი შეძლებს ბოლოს გააქტიურებული პროდუქტის ერთეულების გამოყენებას. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს „კოქტეილ 30“-ს (ულიმიტო წთ | ულიმიტო SMS | 3000 მბ) ორმაგი რაოდენობით, შეძლებს ტექნიკურად ბოლოს გააქტიურებული ერთი „კოქტეილ 30“-ით (ულიმიტო წთ | ულიმიტოSMS | 3000 მბ) სარგებლობას, 30 დღით;
    • თუ პროდუქტის რამდენჯერმე გააქტიურება არ არის შესაძლებელი (მაგ.: ულიმიტო ინტერნეტ-თვე), ნომერზე პროდუქტი გააქტიურდება ერთხელ და დანარჩენი პროდუქტის თანხა დაირიცხება ნომრის სააბონენტო ანგარიშზე;
  • თუ მომხმარებელი GLOVO-ს აპლიკაციიდან გაიაქტიურებს ულიმიტო წუთობრივ პაკეტებს ან შეთავაზება „კოქტეილს“ ნომერზე, რომელზეც მოცემულ მომენტში უკვე ჩართულია ანალოგიური პროდუქტი, მოქმედი პაკეტი და ერთეულები გაუქმდება;
  • თუ მომხმარებელი GLOVO-ს აპლიკაციიდან გაიაქტიურებს პაკეტებს - „ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე“, „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“, „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“, „ულიმიტო SMS-ები“ - ნომერზე, რომელზეც მოცემულ მომენტში უკვე ჩართულია ანალოგიური პროდუქტი, მომხმარებელს ჩამოეჭრება თანხა და დაირიცხება ნომრის სააბონენტო ანგარიშზე;
  • თუ მომხმარებელი GLOVO-ს აპლიკაციიდან შეეცდება პაკეტის გააქტიურებას ნომერზე, რომელიც არ არის მაგთის ქსელში ჩართული, მომხმარებელს ჩამოეჭრება თანხა, რომლის დასაბრუნებლადაც უნდა მიმართოს GLOVO-ს.