მომსახურების განახლებული პირობები

მომსახურების განახლებული პირობები

18 / იანვარი / 2019

საქართველოში ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ტელეფონიით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით და IP ტელევიზიით. მაგთიკომს საქართველოში ყველაზე მეტი მომხარებელი ირჩევს. მაგთიკომის სასარგებლოდ მათ არჩევანს განაპირობებს მომსახურების ხარისხი, დაფარვის არეალი, კომპანიის მიერ შეთავაზებული ინოვაციები და უახლესი ტექნოლოგიები.

მაგთიკომი მობილური ტექნოლოგიის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს (2G; 3G; 3.5G; 4G; 4.5G LTE).

მსოფლიოს სიახლეებს პირველად სწორედ მაგთიკომი სთვაზობს საქართველოს მოსახლეობას, მათ შორისაა 4.5G LTE, ასევე 2018 წელს VoLTE ტექნოლოგია - 4G/4.5G-LTE ქსელში მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი. 2018 წლიდან მომხმარებელი გაორმაგებული ინტერნეტსიჩქარით სარგებლობს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მობილური ინტერნეტის სიჩქარე 430 მბ/წმ-მდეა გაზრდილი.

მობილურ ბაზარზე წამყვანი პოზიციის პარალელურად, მაგთიკომი პირველ ადგილზეა საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის და სატელევიზიო ტრანზიტის ბაზარზეც.

დღეს საქართველოს უკვე 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით და ტელევიზიით (მაღალრეიტინგული არხებით, გადახვევის ფუნქციით).

ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება, მაგთიკომს ყოველდღიურად 40 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს და ქვეყანას ახალი ლოკაციები ემატება, სადაც მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომის საშუალება ეძლევა. ეს თავის მხრივ, პროგრესის წინაპირობაა, როგორც ინდივიდუალური, ისე - ბიზნესის და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით.

კომპანია მუდმივად აკვირდება მომხმარებლების ქცევას, მოთხოვნებს და სწორედ ამის გათვალისწინებით იგეგმება მათ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული ცვლილებები. ცვლილებები იხილეთ ბმულზე.