მაღალი სიჩქარე

10-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე - 4G.
თეორიული სიჩქარე - 2 გბ/წმ-მდე.

დაყოვნების გარეშე

მონაცემთა მომენტალური გადაცემა, პრაქტიკულად დაყოვნების გარეშე (1 მილიწამამდე).

უზარმაზარი ტევადობა

1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროული მომსახურება 1 კმ2-ზე (100-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე - 4G).

მეტი დაცულობა

გაძლიერებული უსაფრთხოება და შიფრაცია.

მეტი მოცულობა ნაკლებ დროში

5G ქსელის გამოყენებისას, პირობითად, 10 წამში გაცილებით მეტი მონაცემის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი, ვიდრე - 3G ან 4G ქსელით სარგებლობისას.

3G
მბ
4G
მბ
5G
მბ

სად არის 5G ქსელი?

დაფარვის ზონა:

შეიგრძენი 5G-ის ხარისხი მაგთისგან!

აქცია
ყველაფერი ულიმიტო (30 დღე)
ულიმიტო
50000 MB
ულიმიტო
ულიმიტო
45
30 დღე
*230#
აქცია
ყველაფერი ულიმიტო (7 დღე)
ულიმიტო
10000 MB
ულიმიტო
ულიმიტო
12
7 დღე
*207#
აქცია
ყველაფერი ულიმიტო (3 დღე)
ულიმიტო
5000 MB
ულიმიტო
ულიმიტო
5
3 დღე
*203#
აქცია
ყველაფერი ულიმიტო (1 დღე)
ულიმიტო
2000 MB
ულიმიტო
ულიმიტო
3
1 დღე
*201#
ინტერნეტპაკეტები
1 000 MB
5
30 დღე
*111#
3 000 MB
9
30 დღე
*111#
5 000 MB
12
30 დღე
*111#
20 000 MB
30
30 დღე
*111#
აქცია
ულიმიტო ინტერნეტ-თვე
32
30 დღე
*220#
აქცია
ულიმიტო ინტერნეტ-კვირა
9
7 დღე
*157#
აქცია
ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე
დაიმატე Setanta Sports 1 ლარად
2
1 დღე
*243#

პრაქტიკული გამოყენება

ჭკვიანი ქალაქები
ჭკვიანი ქალაქები
ჭკვიანი ქალაქები

საგზაო მოძრაობის უკეთესი მართვა
5G ქსელი ხელს უწყობს რეალურ დროში მონაცემთა გაცვლას მანქანებს, შუქნიშნებსა და  მოძრაობის ცენტრალური მართვის სისტემებს შორის. ეს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საგზაო მონიტორინგს, ამცირებს საცობებსა და მთლიანობაში აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. 
დაბალი დაყოვნების ხარჯზე, 5G შესაძლებელს ხდის, კრიტიკული მონაცემები დამუშავდეს რეალურ დროში, ამით კი კარი გაეხსნას საგზაო მოძრაობის მართვის სისტემებს, რეაგირება მოახდინონ მყისიერად, უფრო ეფექტურად მართონ მანქანების ნაკადი და შეამცირონ მგზავრობის დრო.

ეფექტური საზოგადოებრივი სერვისები
5G-ის მაღალი სიჩქარისა და დაბალი დაყოვნების მქონე კავშირი აძლიერებს საჯარო სერვისებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ნარჩენების მართვას. რეალურ დროში დაგენერირებული მონაცემებით, მგზავრებს შეუძლიათ, მაღალი სიზუსტით ადევნონ თვალყური ტრანსპორტის განრიგს, პარალელურად კი სატრანსპორტო ორგანოებს საშუალება ეძლევათ, დინამიურად გააუმჯობესონ მარშრუტები და უფრო ეფექტური გახადონ ქალაქებში გადაადგილება. 
ნარჩენების მენეჯმენტს რაც შეეხება, ურნებში დამონტაჟებული 5G სენსორებით, მყისიერად გადაიცემა მონაცემები შევსების დონის შესახებ, ეს კი საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს შეგროვების ოპტიმალური მარშრუტები, რაც არა მხოლოდ რესურსებს დაზოგავს, არამედ ხელს შეუწყობს უფრო სუფთა გარემოს შექმნას.

თვითმართვადი მანქანები
5G ქსელის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჭკვიან ქალაქებში თვითმართვადი მანქანების დასანერგად. მისი საშუალებით, მანქანებს შეუძლია ერთმანეთთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან რეალურ დროში კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ ტრანსპორტირებას, ამცირებს ავარიებსა და საცობებს.

დრონით მიწოდება
5G აძლიერებს დრონებით მიწოდების მზარდ სფეროს, რომელიც ურბანული ლოგისტიკის სფეროში, შეიძლება ითქვას, რომ თამაშის წესებს ცვლის. დრონებს სჭირდება ულტრა სწრაფი კომუნიკაცია გადატვირთულ ქალაქებში ნავიგაციისა და ამანათების დროულად მიწოდებისთვის, 5G-ის მაღალი გამტარუნარიანობა და სიჩქარე კი ამას შესაძლებლად აქცევს.
სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, დრონებით მიწოდების სერვისის განვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ პროდუქტის ერთი პუნქტიდან მეორეში დროულად გადაადგილებას, არამედ ამსუბუქებს გზებს გადატვირთული მოძრაობისგანაც.

ინდუსტრიული ნივთების ინტერნეტი (IIoT)
ინდუსტრიული ნივთების ინტერნეტი (IIoT)
ინდუსტრიული ნივთების ინტერნეტი (IIoT)

წარმოება
5G-ის მაღალი გამტარუნარიანობა და ულტრა დაბალი დაყოვნება წარმოებაში მანქანებისა და პროცესების რეალურ დროში მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს უფრო ეფექტურ საწარმოო ხაზებს, პროგნოზირებად პროცესებსა და დაზოგილ დროს. უფრო მეტიც, 5G-ზე მომუშავე IIoT ხელს უწყობს ჭკვიანი ქარხნების დანერგვას, სადაც ავტომატიზაცია და რობოტიკა უაღრესად სინქრონიზებულია, რაც საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობასა და სიზუსტეს.

სოფლის მეურნეობა
5G-ს აქვს პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობაში მცირე რევოლუცია მოახდინოს. ფერმერებს შეუძლიათ, განათავსონ სენსორები და რეალურ დროში შეაგროვონ მონაცემები ნიადაგის პირობების, ამინდისა და მოსავლის „ჯანმრთელობის“ შესახებ. ეს მონაცემები კი, რომელიც გადაიცემა 5G ქსელით, ფერმერებს საშუალებას აძლევს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, ოპტიმიზაცია გაუწიონ მორწყვას, განაყოფიერებასა და მავნებლების კონტროლს. შედეგად ვიღებთ არა მხოლოდ უფრო უხვ და ხარისხიან მოსავალს, არამედ უფრო მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას.

გართობა
გართობა
გართობა

თამაში და VR
5G-ის მაღალი სიჩქარე და დაბალი დაყოვნება, შეიძლება ითქვას, სამოთხეა გეიმერებისა და ვირტუალური რეალობის (VR) მოყვარულთათვის. ის ზრდის ე.წ. „ღრუბლოვან სივრცეზე“ დაფუძნებული (Cloud-based) თამაშებისა და VR გამოცდილების პოტენციალს. გეიმერებს ახლა უკვე შეუძლიათ ბევრად უფრო რთული, გრაფიკით დატვირთული თამაშების სტრიმინგი და VR გარემოში მეტი რეალიზმითა და ინტერაქტიულობით ჩართვა.

სპორტული ღონისძიებები
5G აძლიერებს სპორტულ ღონისძიებებზე მიღებულ გამოცდილებას მაღალი ხარისხის სტრიმინგით. გულშემატკივრებს შეუძლიათ დატკბნენ მომენტალური გამეორებით, კამერის მრავალი კუთხითა და სიღრმისეული სტატისტიკით თავიანთ მობილურ ტელეფონებში, რაც ცოცხალ ღონისძიებებზე დასწრებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, 5G ხელს უწყობს გაფართოებული რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) გამოყენებას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს ვირტუალურ არენებს და თამაშების დროს წვდომა ჰქონდეს ინტერაქტიულ კონტენტზე.

მუსიკალური ფესტივალები
5G-ის დახმარებით, ხალხმრავალ მუსიკალურ ფესტივალებზე მისულ მსმენელებს ხვდებათ ძლიერი, უწყვეტი კავშირი, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გააზიარონ ფოტო თუ ვიდეო მასალა, ეკონტაქტონ მეგობრებს, პირდაპირ ეთერში გაუშვან საყვარელი შემსრულებლის კონცერტი, თან ეს ყველაფერი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, 5G-ზე მომუშავე AR-ის მეშვეობით დამსწრეებმა შეიძლება ისარგებლონ ინტერაქციული რუქებით, რასაც ფესტივალის გამოცდილება ახალ საფეხურზე აჰყავს და ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

განათლება და ჯანდაცვა
განათლება და ჯანდაცვა
განათლება და ჯანდაცვა

განათლება
განათლების სექტორში 5G ხსნის ახალ ჰორიზონტს დისტანციური სწავლებისთვის. ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ვიდეოსტრიმინგს და ინტერაქციულ ვირტუალურ საკლასო ოთახებს, რაც დისტანციურ განათლებას უფრო ხელმისაწვდომსა და მიმზიდველს ხდის. 5G-ის მეშვეობით, სტუდენტებს მარტივად შეუძლიათ გადალახონ გეოგრაფიული ბარიერები და მონაწილეობა მიიღონ თუნდაც ვირტუალურ ექსკურსიებში, რაც სასწავლო პროცესს ბევრად სახალისოსა და საინტერესოს გახდის.

ჯანდაცვა
5G-ის გავლენა ჯანდაცვაში გარდამტეხია. ის ხელს უწყობს ტელემედიცინას, რაც საშუალებას აძლევს ექიმებს, ჩაატარონ დისტანციური კონსულტაციები მაღალი გარჩევადობის ვიდეოთი, მინიმალური დაყოვნების პირობებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელ სიტუაციებში და შორეულ რაიონებში მყოფი პაციენტებისთვის. 
უფრო მეტიც, სამედიცინო საგნების ინტერნეტი (IoMT) სარგებლობს 5G-ის კავშირით, რაც ჯანდაცვის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ პაციენტები რეალურ დროში, გაზარდონ ჯანდაცვის სერვისების ეფექტურობა და ხარისხი.

ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ჩავრთო 5G?

5G-ის ჩასართავად არ გჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება. მთავარია, გქონდეს შესაბამისი მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა.

ტელეფონის პარამეტრებიდან 5G ქსელის ჩასართავად მიჰყევი ინსტრუქციას.

 
  1. აირჩიე „პარამეტრები“
  2. დააჭირე ღილაკს „კავშირები“
  3. მოძებნე „მობილური ქსელები“
  4. აირჩიე „ქსელის რეჟიმი“
  5. მონიშნე ვარიანტი, სადაც მითითებულია 5G ქსელთან ავტომატური დაკავშირება.
  1. აირჩიე „პარამეტრები“
  2. დააჭირე მობილური ქსელის ღილაკს
  3. მოძებნე „მობილური ქსელები“
  4. დააჭირე ღილაკს “ხმა და ინტერნეტი” (Voice&Data)
  5. მონიშნე ვარიანტი, სადაც მითითებულია 5G ქსელთან ავტომატური დაკავშირება.

თუ შენს სმარტფონში ვერ ახერხებ 5G ქსელის გააქტიურებას, გაითვალისწინე:

  • ტელეფონის ოპერაციული სისტემა უნდა იყოს განახლებული (Software Update)
  • ტელეფონში არ უნდა იყოს ჩართული ენერგიის დაზოგვის რეჟიმი (Power Saving Mode)
  • ტელეფონის პარამეტრებიდან არჩეული უნდა იყოს 5G ქსელი

თუ ამ ყველაფრის მიუხედავად არ აქტიურდება 5G ქსელი, დაგვირეკე 110011 ან 0322170000

რომელ სმარტფონებს აქვს მაგთიკომის 5G ქსელის მხარდაჭერა?

ამ ეტაპზე მაგთიკომის 5G ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მოდელებით, თუმცა სია ეტაპობრივად განახლდება.

iPhone
iPhone 12iPhone 12 MiniiPhone 12 ProiPhone 12 Pro MaxiPhone 13iPhone 13 MiniiPhone 13 ProiPhone 13 Pro MaxiPhone 14iPhone 14 PlusiPhone 14 ProiPhone 14 Pro MaxiPhone 15iPhone 15 PlusiPhone 15 ProiPhone 15 Pro MaxiPhone SE (2022)iPhone 16iPhone 16 PlusiPhone 16 ProiPhone 16 Pro Max
SAMSUNG
Galaxy A25 (SM-A256)Galaxy A34 (SM-A346)Galaxy A35 (SM-A356 )Galaxy A53 (SM-A536B)Galaxy A54 (SM-A546)Galaxy A55 (SM-A556)Galaxy Z Fold 3Galaxy Z Fold 4Galaxy Z Flip 3Galaxy Z Flip 4Galaxy Z Flip 5 (SM-F731)Galaxy Z Fold 5 (SM-F946)Galaxy S21 FE (SM-G990)Galaxy S21 PlusGalaxy S22Galaxy S22 PlusGalaxy S22 Ultra (SM-S908)Galaxy S23 (SM-S911)Galaxy S23 FE (SM-S711B)Galaxy S23 Plus (SM-S916)Galaxy S23 Ultra (SM-S918)Galaxy S24 (SM-S921)Galaxy S24 FE (SM-S721B)Galaxy S24 Plus (SM-S926)Galaxy S24 ULTRA (SM-S928)Galaxy Tab S8 (SM-X706)Galaxy Tab S9 (SM-X716)Galaxy Tab S8 Plus (SM-X806)Galaxy Tab S8 Ultra (SM-X906)Galaxy Tab S9 FE (SM-X516B)Galaxy Tab S9 FE Plus (SM-X616B)Galaxy Tab S9 Plus (SM-X816B)Galaxy Tab S9 Ultra (SM-X916B)Galaxy Tab 10 PlusGalaxy Tab S10 UltraGalaxy Z Flip 6Galaxy Z Fold 6
XIAOMI
Redmi Note 13 Pro Plus
HONOR
Honor 200liteHonor 200Honor 200proHonor X9BHonor 90Honor 90LiteHonor Magic 6 ProHonor Magic 6

გაითვალისწინე, რომ აღნიშნული სია ოფიციალური მწარმოებლებისგანაა მოწოდებული და შესაძლოა 5G ქსელის მიღება სხვა მოდელებზეც გავრცელდეს.
ასევე, აღნიშნული მოდელებიდან შესაძლოა გარკვეულმა აპარატმა მაინც არ იმუშაოს 5G ქსელში, თუ მისი ოპერაციული სისტემა არ არის მორგებული საქართველოს ბაზრისთვის.

რა სიხშირეებზე მუშაობს მაგთის 5G?
ModeFrequency [MHz]Bandwidth [MHz]Band Number
FDD70020 (2x10MHz)N28
FDD260060 (2x30MHz)N7
TDD3500100N78
რა სხვაობაა 4G-ისა და 5G-ის შორის?

4G-ისთან შედარებით, 5G-ს აქვს უფრო მაღალი სისწრაფე, დაბალი დაყოვნება და მაღალი ტევადობა.

5G-ით სარგებლობისას მეგაბაიტები უფრო სწრაფად და მეტი დამეხარჯება?

5G-ის თემის ირგვლივ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, მოიხმარს თუ არა ის უფრო მეტ ინტერნეტს.

ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა, 5G ტექნოლოგია არ „გახარჯავს“ უფრო მეტ მეგაბაიტს, ვიდრე - 4G. თუ თქვენ ჩამოტვირთავთ ფაილს ან ჩატვირთავთ ვებ გვერდს, 5G-ზე ამის გაკეთებას ზუსტად იგივე რაოდენობის მბ დაჭირდება, რაც - 4G-ზე, მაგრამ ეს მოხდება ბევრად უფრო სწრაფად.

თუმცა მაღალ სიჩქარეს შეუძლია, ხელი შეუწყოს ინტერნეტის უფრო ინტენსიურ გამოყენებას, რაც დროთა განმავლობაში პოტენციურად გამოიწვევს მეგაბაიტების უფრო ხშირ მოხმარებას.

მაგალითად, 5G-ის საშუალებით შეგიძლიათ 4K ფილმის ჩამოტვირთვა, ხოლო 4G-ზე შეიძლება უარი თქვათ მაღალ ხარისხზე და გამოიყენოთ 1080p ვერსია, რათა არ დაელოდოთ მის ჩამოტვირთვას დიდი ხნის მანძილზე.

ამის გარდა, ვიდეოსტრიმინგის ზოგმა აპლიკაციამ შესაძლოა ავტომატურად უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოები წარმოგიდგინოთ, თუ „დაინახავს“, რომ თქვენი მონაცემთა კავშირი საკმარისად სწრაფია მის დასამუშავებლად.

ტექნოლოგიურად რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს 5G ქსელს?

5G-ის დანერგვა მრავალი მიმართულების განვითარების საშუალებას იძლევა, მათ შორის ისეთების, როგორიცაა: ნივთების ინტერნეტი (Internet of Things - IoT), გაფართოებული რეალობა (Augmented Reality – AR), ვირტუალური რეალობა (Virtual Reality – VR) და ჭკვიანი მოწყობილობები (Smart Devices).

5G-ით სარგებლობა როუმინგშიც შემიძლია?

5G-ით სარგებლობა შეგიძლია საზღვარგარეთაც, როუმინგის გააქტიურების შემთხვევაში. 
ქვვეყნებისა და ოპერატორების სია, სადაც შეგიძლია 5G როუმინგით ისარგებლო, იხილე ბმულზე.

დაუკავშირდი მომავალს

შეიძინე ნომერი ან დაპორტირდი მაგთის ქსელში, სახლიდან გაუსვლელად.

დაუკავშირდი მომავალს