მაგთი ფიქსის სერვისი

10 / მარტი / 2021

რამდენადაც მაგთი ფიქსის მოძველებული ტექნოლოგია აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, აღნიშნული სერვისის სანაცვლოდ, 1 წლის განმავლობაში, გთავაზობთ მობილურ მომსახურებაზე სპეციალურ ტარიფს „ულიმიტო“ - მაგთის ნომრიდან ულიმიტო საუბარი მაგთის მობილური ქსელის ნებისმიერ აბონენტთან.

ტარიფი „ულიმიტოს“ ღირებულებაა 3 ლარი.
მოქმედების ვადა - 30 დღე.

ტარიფი „ულიმიტოს“ ჩართვა შესაძლებელია თქვენს არსებულ მაგთის ნომერზე, ან შეგიძლიათ უფასოდ აიღოთ ახალი ნომერი და გაააქტიუროთ „ულიმიტო“.

ტარიფით სარგებლობა შესაძლებელია გააქტიურებიდან ერთი წლის განმავლობაში;
გასააქტიურებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს (110011 ან 0322170000), ან ეწვიეთ მაგთის ნებისმიერ მომსახურების ოფისს.

ერთი გაუქმებული მაგთი ფიქსის აპარატით შესაძლებელია მხოლოდ ერთ ნომერზე ჩაირთოს ტარიფი „ულიმიტო“.