პერსონალური მონაცემების შესახებ

რა იცვლება:

  • იცვლება მომსახურების ხელშეკრულებების პირობები;
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, გადაცემისა და შენახვის სხვა პირობები მოცემულია ხელშეკრულებაში და „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“.

განახლებული პირობები:

რა არ იცვლება:

  • უცვლელი რჩება თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობები (ტარიფები, მომსახურების მიწოდების/შეზღუდვის ვადები, შეწყვეტის პირობები და ა.შ.).

რატომ იცვლება:

2024 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ და კანონის თანახმად, ვალდებული ვართ, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ მომსახურების ხელშეკრულების პირობებში.

რა ცვლილებებია სააბონენტო ხელშეკრულების პირობებში:

  • ხელშეკრულებაში ცალკე იქნება გამოყოფილი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება;
  • ხელშეკრულებაში ასევე ცალკე იქნება გამოყოფილი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის მიღების/უარის თქმის ფორმა. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, განაცხადოთ თანხმობა ან უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე;
  • თუ თქვენ უკვე ხართ ჩვენი აბონენტი, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ან უარი შეგიძლიათ  განაცხადოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით - მაგთიკომისგან,  ნომრით 110011, გამოგზავნილ შეტყობინებაზე პასუხით.

რა ცვლილებებია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:

  • გაფართოვდა თქვენი უფლებები კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ინფორმირების, თანხმობის, მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით;
  • გაიმიჯნა  პერსონალური მონაცემები, რომლის დამუშავების გარეშეც არ არის შესაძლებელი ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურებების მიწოდება;
  • დაკონკრეტდა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები;
  • დაკონკრეტდა, რომ  მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, თაღლითობისგან დაცვის და მომსახურების მიწოდების პროცესში არსებული  სხვა საჭიროებებისას,  პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევაში ასეთი მესამე პირების შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება ვებგვერდზე; 
  • დაკონკრეტდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული მონაცემები და დამუშავების პირობები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

  • 1 მარტიდან მაგთიკომში დაინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
  • აღნიშნული თარიღიდან შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პირდაპირი მარკეტინგი

  • პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თქვენ  მიიღებთ მაგთიკომის ან/და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს/შეთავაზებებს;
  • თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ: ტელეფონის  ნომერზე შეტყობინების და ხმოვანი ზარების სახით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების, ასევე ტვ-ეკრანზე მომსახურების ჭრით (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში);  
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის  შესაძლოა დამუშავდეს სააბონენტო ნომერი, ელ. ფოსტა, ასაკი, სქესი, ლოკაცია ან ნებისმიერი სხვა მონაცემები, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების შესაბამისად, სასურველი კომერციული ინფორმაციის მიღების ეფექტურობას;
  • თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ,  შეტყობინებების/შეთავაზებების  მიღება გსურთ  მხოლოდ მაგთიკომისგან  თუ მაგთიკომისა და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან, ან საერთოდ უარი თქვათ მათ მიღებაზე;  
  • თუ თქვენ ეთანხმებით შეტყობინებების/შეთავაზებების მხოლოდ მაგთიკომისგან მიღებას,   მიიღებთ ინფორმაციას მხოლოდ მაგთიკომის სიახლეების, მოქმედი თუ ახალი აქციების/შეთავაზებების,  ფასდაკლებების შესახებ.  (მაგ. „საკვირველი დღეები“, „MyMagti-ს საათები“);
  • თუ თქვენ ეთანხმებით მაგთიკომის და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას, მიიღებთ მაგთიკომის პროდუქტების შესახებ ინფორმაციას (განმარტებული წინა პუნქტში) და ასევე ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებისგან მათ პროდუქტებზე/მომსახურებებზე სიახლეების, აქციების/შეთავაზებების შესახებ (მაგ. დაზღვევის, ტექნიკის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების, აფთიაქების აქციები და შეთავაზებები);
  • თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ თანხმობას, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და აღარ მიიღებთ შეტყობინებებს/შეთავაზებებს, მათ შორის, ჩვენი პროდუქტების შესახებ;
  • გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ ჩვენ დავბლოკავთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა საკომუნიკაციო კომპანიის ქსელიდან გენერირებულ ან კონკრეტული სუბიექტის მიერ მათი პასუხისმგებლობით გაგზავნილ შეტყობინებებს (მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს). ასეთი შეტყობინებების დაბლოკვა თქვენ უნდა განახორციელოთ კონკრეტულ შეტყობინებაში მითითებული წესით;
  • თუ თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, თქვენი თანხმობა ან უარი შეგიძლიათ განაცხადოთ მისი გაფორმებისას, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს უფასოდ შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა ან უარი (გამოიხმოთ თანხმობა) მოკლე ტექტური შეტყობინების საშუალებით, ნომერზე - 110011 შესაბამისი ციფრის გამოგზავნით ან USSD კომბინაციის საშუალებით - აკრიფოთ *182#OK (ეხება მხოლოდ მაგთიკომის მობილური სერვისის მომხმარებელს);
  • თუ თქვენ უკვე ხართ ჩვენი  აბონენტი, შეგიძლიათ თქვენი სურვილი დააფიქსიროთ ამ მიზნით ჩვენგან გამოგზავნილ  მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე შესაბამისი ციფრის გამოგზავნით, ისარგებლოთ კოდით *182#OK (ეხება მხოლოდ მაგთიკომის მობილური სერვისის მომხმარებელს) ან დახმარებისთვის მიმართოთ ცხელ ხაზს/მომსახურების ოფისს.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის შესახებ.