თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე
თუ გსურთ, მაგთიკომისგან არ გამოგრჩეთ სიახლეები, ფასდაკლებები, აქციები და მიიღოთ სარეკლამო შეთავაზებები კომპანიის პროდუქტების, მომსახურებების, შეთავაზებების შესახებ, აუცილებელია, რომ განაცხადოთ თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე.
- მაგთიკომის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის და სააბონენტო ხელშეკრულებაში მოცემული წესებისა და პირობების შესაბამისად.
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, კომპანიის მიერ შესაძლოა დამუშავდეს სააბონენტო ნომრის მოქმედი ხელშეკრულების შემდეგი მონაცემები: სააბონენტო ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი;
- მაგთიკომის პროდუქტების, მომსახურების, სიახლეების, მოქმედი თუ ახალი აქციების, შეთავაზებების, ფასდაკლებების (მაგ.: „საკვირველი დღეები“, „MyMagti-ის საათები“, ასევე კონკრეტული აქციის/შეთავაზების ფარგლებში არსებული შეთავაზებები) შესახებ ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინებების/ზარების სახით;
- გაცემული თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად და უფასოდ, USSD მენიუს საშუალებით, შემდეგი კოდის აკრეფით - *182#; ან თავად სარეკლამო შეტყობინებაში განმარტებული წესით;
- თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება შესაბამისი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა;
- თანხმობა ძალაშია მობილური სააბონენტო ნომრის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან ზემოთ მოცემული წესით მის გამოხმობამდე;
დამატებითი ინფორმაცია პირდაპირ მარკეტინგზე
! თანხმობის დადასტურება უნდა განხორციელდეს იმ მობილური ტელეფონის ნომრიდან (ვერიფიკაციის კოდით), რომლის სააბონენტო ანგარიშის ფარგლებშიც გსურთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადება.
*თქვენი არჩევანი არ მოახდენს გავლენას სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე, ან/და რომელიმე აქციით/პროდუქტით/შეთავაზებით სარგებლობის პირობაზე, რადგან თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელ პირობას და მოქმედებს მისგან დამოუკიდებლად.
- მობილურის ნომერი
- აქტივაციის კოდი

