მობილური

ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ შევამოწმო ანგარიში, ან შევიძინო პაკეტები?

ანგარიშის შესამოწმებლად:

  • გადმოწერე აპლიკაცია MyMagti და მიიღე სასურველი ინფორმაცია უმარტივესად;
  • აკრიფე კოდი *111*1# OK - მიჰყევი ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას; 
  • დარეკე ნომერზე 444 - მოუსმინე ავტომოპასუხეს. ზარის ღირებულება 2 თეთრია.

პაკეტების ჩასართავად:

  • აპლიკაციიდან MyMagti მარტივად შეარჩევ და ჩართავ სასურველ პაკეტს ან კოქტეილს. ასევე, შეგიძლია თავად შეარჩიო ინტერნეტის, წუთების და SMS-ების სასურველი კომბინაცია - ამისათვის აირჩიე ველი „შექმენი შენი კოქტეილი“.
  • აკრიფე კოდი *111# OK - შეარჩიე რომელი პაკეტის გააქტიურება გსურს და მიჰყევი ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას.
როგორ გავააქტიურო ახალი eSIM-ი, ან შევცვალო ფიზიკური SIM ბარათი eSIM-ით?

ახალი ან არსებული ნომრით eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია მარტივად - აპლიკაციიდან MyMagti;
eSIM-ის შეძენის შემდეგ მიიღებ სპეციალურ QR კოდს. იხილე დეტალური ინსტრუქცია.
ან ეწვიე მაგთის ოფისს, ოპერატორისგან მიიღე ერთჯერადი QR კოდი და შენს მოწყობილობაში გაიაქტიურე eSIM.

როგორ გადმოვიტანო არსებული eSIM-ი ახალ მოწყობილობაში?

ასეთ შემთხვევაში დაგჭირდება ახალი eSIM-ის შეძენა აპლიკაციიდან MyMagti.
ახალი eSIM-ის შეძენის შემდეგ ძველი ავტომატურად გაუქმდება.

შემიძლია თუ არა სხვა ნომერს  გავუაქტიურო კოქტეილი, როგორ?

დიახ, შეგიძლია აპლიკაციიდან MyMagti. დაიმატე ნომერი აპლიკაციაში და მარტივად გაუაქტიურე როგორც კოქტეილი, ასევე სხვა პაკეტები.
ან, აკრიფე კოდი  *111# OK, შედი პაკეტების შეძენაში, შემდეგ აირჩიე კოქტეილი, სხვა ნომრისათვის გააქტიურების ველში  მიუთითე სასურველი ნომერი და ბოლომდე მიჰყევი ინსტრუქციას.

რამდენ ხანში უქმდება ნომერი?
  • ნომერი ორმხრივად გაითიშება (შეიზღუდება გამავალი/შემავალი ზარი, SMS…) – ბოლო ფასიანი ქმედებიდან (დარეკვიდან, თანხის ჩარიცხვიდან და ა.შ.) 60 დღეში.
  • ნომერი გაუქმდება -  ორმხრივად გათიშვიდან 120 დღეში, თუ ამ ვადაში არ შეავსებ ნომრის ანგარიშს (ან არ გამოიყენებ ნომრის მომსახურების სერვისს).

ნომრის ორმხრივად გათიშვამდე ერთი დღით ადრე მიიღებ გამაფრთხილებელ SMS-ს. 
ნომრის გამოყენების/გაუქმების ვადა შეგიძლია შეამოწმო აპლიკაციით MyMagti ან,
კოდით *111# OK

მაქვს ნომერი, რომლითაც იშვიათად ვსარგებლობ. როგორ მოვიქცე, რომ არ გამიუქმდეს?

გაიაქტიურე „ნომრის მომსახურების სერვისი“ და შენი ნომერი გაუქმებისგან დაზღვეული იქნება 180 დღის განმავლობაში.

  • სერვისის გააქტიურება: *180# OK
  • ან აპლიკაციით MyMagti (დამატებითი სერვისები)
  • სერვისის ღირებულება - 1 ლარი, რომელიც 180 დღეში ერთხელ ჩამოგეჭრება ანგარიშიდან.
  • ასევე, რეკომენდირებულია გამორთო ყველა ფასიანი სერვისი (მაგ: SMS მდივანი, ნომრის დაფარვა), რომ არ მოხდეს ანგარიშიდან ფასიანი სერვისების ღირებულების ჩამოჭრა.
ვსარგებლობ ნომრით, რომელიც არ არის ჩემს სახელზე გაფორმებული და არ ვიცი ვინ არის ნომრის მფლობელი, შემიძლია გადავიფორმო?

აუცილებელია მიმართო მაგთიკომის ნებისმიერ ოფისს, პირადობითა და ფიზიკური SIM-ბარათით, რომლის გადაფორმებაც გსურს. ოპერატორი შეკითხვების საფუძველზე გადაამოწმებს ინფორმაციას და მოთხოვნას გადააგზავნის შესაბამის განყოფილებაში. მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში შეძლებთ გადაიფორმოთ ნომერი. 

მინდა ჩემი ნომერი გადავუფორმო პირს, რომელიც საქართველოს სხვა ქალაქში იმყოფება, როგორ მოვიქცე?

ასეთ დროს აუცილებელია მაგთიკომის სხვადასხვა ოფისში მიხვიდეთ ერთდროულად, 
ოპერატორები გაცვლიან ინფორმაციას და მოხდება ნომრის გადაფორმება.

დეტალური ამონაწერის ნახვა თუ არის შესაძლებელი ონლაინ?

კი, შესაძლებელია ძალიან მარტივად აპლიკაციიდან MyMagti.
MyMagti-დან მიიღებ ინფორმაციას ბოლო 30 დღის გამავალი, ან შემავალი ზარების და SMS-ების ნომრების შესახებ.
გაითვალისწინე, რომ მიმდინარე დღის ინფორმაცია არ იქნება ასახული.  
მომსახურების საფასურია 1 ლარი.
თუ გსურს 30 დღეზე მეტი დეტალური ინფორმაციის ნახვა, ეწვიე ჩვენი მომსახურების ნებისმიერ ოფისს.

შეგიძლიათ ჩემი ნომრის დეტალური ამონაწერი მეილზე გამომიგზავნოთ? 

დეტალურის მეილზე გამოგზავნა შეუძლებელია.

შემიძლია დეტალურში ჩემს ნომერზე შემოსული SMS-ის შინაარსი ვნახო?

SMS-ის ტექსტის ნახვა შეუძლებელია, დეტალურში ფიქსირდება მხოლოდ გამავალი და შემოსული SMS-ის ნომრები და დრო.

თუ თანხა შეცდომით სხვა ნომერზე ჩავრიცხე, როგორ მოვიქცე?

თუ თანხა შეცდომით სხვა ნომერზე სამუშაო დღეს, 17:30-მდე ჩარიცხე, დაუკავშირდი იმ კომპანიას, რომლის საშუალებითაც ჩარიცხე თანხა და მოითხოვე ტრანზაქციის გაუქმება.
17:30-ის შემდეგ ან შაბათ-კვირას ასეთი ტრანზაქციის გაუქმება შეუძლებელია.
თანხის დაბრუნება ასევე შესაძლებელია მაშინაც, თუ თანხა არასწორ სერვისზე ჩარიცხე.

თუ ჩვენი პორტალის გამოყენებით ნომრის ბალანსი არასწორად შეავსე, ჩვენი ცხელი ხაზის ოპერატორი ეცდება დახმარებას.

გაითვალისწინე, რომ მოხდება მხოლოდ გაუხარჯავი თანხის დაბრუნება.

სხვას როგორ გადავურიცხო თანხა?
  • გამოიყენე აპლიკაცია MyMagti და გადარიცხე თანხა მარტივად !
  • ან გადარიცხე კოდით:

ჩართე თანხის გადარიცხვის სერვისი:44 300 151  OK ან *111# OK
გადარიცხე თანხა:  # ადრესატის 9-ნიშნა ნომერი # თანხა და OK.

შეგიძლია სერვისის ჩართვა პაროლით: 44 300 151 # პაროლი (ოთხნიშნა რიცხვი) და OK.
თანხის გადარიცხვა პაროლის გამოყენებით: # ადრესატის 9-ნიშნა ნომერი # თანხა # პაროლი და OK.

გაითვალისწინე, რომ თანხას გადარიცხავ მხოლოდ მაგთიკომის ქსელის ნომრებზე.

  • თანხის გადარიცხვის საფასური:
    10 ლარის ფარგლებში  - 20 თეთრი;
    10 ლარი და მეტი - ჯამური თანხის 2%.

სრული ინფორმაცია

SMS-ს ვერ ვაგზავნი, როგორ მოვიქცე?

ტელეფონის მენიუში, SMS-ის პარამეტრებში, მოძებნე SMS ცენტრის შესავსები ველი და ჩაწერე კოდი: +99599599999

ჩემს ტელეფონს აქვს 4G ქსელის მხარდაჭერა, თუმცა მხოლოდ 3G ქსელს იჭერს.

პირველ რიგში, ტელეფონის მენიუში გადაამოწმე, სწორად გაქვს თუ არა არჩეული ქსელის რეჟიმი (უნდა მონიშნო - 2G/3G/LTE)
ასევე, შესაძლოა სარგებლობ ძველი SIM-ბარათით, რომელსაც არ აქვს 4G ქსელის მხარდაჭერა. ასეთ დროს მიმართე მაგთის მომსახურების ნებისმიერ ოფისს.

როგორ გავიგო ვინ მირეკავდა, თუ ტელეფონი გათიშული მქონდა?

ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ წინასწარ გაქვს გააქტიურებული SMS მდივნის მომსახურება ან ხმოვანი ფოსტა.

SIM-ბარათი დავკარგე, როგორ დავბლოკო ნომერი? 

ნომრის დაბლოკვა შესაძლებელია აპლიკაციიდან MyMagti, თუ უკვე ხარ რეგისტრირებული და იცი პაროლი. 
ასევე, შეგიძლია დარეკო ცხელ ხაზზე და მფლობელის იდენტიფიცირების შემდეგ, ოპერატორი დაგეხმარება. თუ ნომერი შენზეა გაფორმებული, შეგიძლია მიმართო მაგთის მომსახურების ნებისმიერ ოფისს. 
გაითვალისწინე, ნომრის დაბლოკვა შესაძლებელია 30 დღით.
ბლოკის მოხსნა უნდა მოხდეს 30 დღის გასვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნომერი გაუქმდება (დაბლოკილ ნომერზე შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება).

ნომრის დაბლოკვა უფასოა.

როგორ დავბლოკო არასასურველი სარეკლამო SMS-ები?

მაგთიკომიდან მიღებულ სარეკლამო SMS-ებზე უარის/თანხმობის დასაფიქსირებლად აკრიფე *182# OK და მიჰყევი ინსტრუქციას. სხვა არხებით შემოსულ სარეკლამო SMS-ებს თავისი კოდი და დაბლოკვის წესი აქვს, რომელიც მითითებულია ყოველი SMS-ის ბოლოს.

დისტანციურად როგორ დავპორტირდე?

გამოიყენე აპლიკაცია MyMagti, შეავსე განაცხადი და დაპორტირდი მაგთის ქსელში მარტივად.   პარამეტრები > ონლაინ შეკვეთა > ნომრის პორტირება და ბოლომდე მიჰყევი ინსტრუქციას.

ერთი ნომერი ვერ მირეკავს, როგორ მოვიქცე?

ტელეფონის მენიუში შეამოწმე ნომრების „შავი სია“, შესაძლოა ნომერი შემთხვევით დაბლოკე.
ჩვენი ქსელი არ  გთავაზობს კონკრეტული ნომრისგან ზარის დაბლოკვას.

საუბრის დროს ინტერნეტით სარგებლობა შემიძლია? 

დიახ, თუ შენს ტელეფონს აქვთ Volte სერვისის მხარდაჭერა, საუბრისას  ტელეფონი ისევ LTE ქსელით ისარგებლებს. 
თუ აპარატს არ აქვს ან ჯერ ვერ იაქტიურებ Volte სერვისს, საუბრისას ტელეფონი 3G ქსელზე გადავა, შესაბამისად, ისარგებლებ 3G ინტერნეტით.

 

MyMagti-ში როგორ გავიარო იდენტიფიცირება?

ძალიან მარტივად. აპლიკაციიდან MyMagti > პარამეტრები > მომხმარებლის იდენტიფიცირება და ბოლომდე მიჰყევი ინსტრუქციას.

როგორ შევცვალო პაროლი WiFi მოდემზე?

შედი მოდემის ინტერნეტით მოდემის სამართავ პანელში, შემდეგ მენიუში: quick setup > Wlan  basic settings . WiFi პაროლი იცვლება WPA pre-shared key ველიდან.