ტარიფების არქივი
30 მბ/წმ 30 ლარი თბილისის მომხმარებლებისთვის (აქციით სარგებლობის ვადა დასრულებულია 01.05.23-დან)
თუ ინტერნეტთან ერთად სარგებლობთ IP ტელევიზიით, იხილეთ ორმაგი შეთავაზებით გათვალისწინებული ფასდაკლება;
თუ ინტერნეტთან ან IP ტელევიზიასთან ერთად სარგებლობთ დამატებითი პაკეტებით, სერვისებით ან აქციებით, მათი პირობები/ტარიფები არ იცვლება და აისახება ძირითადი მომსახურების ყოველთვიურ საფასურში.
მაგთისატის სერვისი (გაუქმებულია 31.12.2022-დან)
მაგთისატის სერვისი 2022 წლის 31 დეკემბერს გაუქმებულია.
TV პაკეტების სახელების ცვლილება (25.10.22-დან)
გაცნობებთ, რომ 25.10.2022-დან IPTV-ზე შეიცვალა პაკეტების სახელწოდებები: პაკეტი “ძირითადი” გახდა “სტანდარტული”, ხოლო პაკეტი “სრული” გახდა “პრემიუმი”. ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
ასევე გაცნობებთ, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც 25.10.22-მდე გააქტიურებული ჰქონდათ დამატებითი პაკეტები - სპორტი, საბავშვო, კინო ან კომფორტი - კვლავ ისარგებლებენ არსებული პირობით.
03.08.22-ის ცვლილებები
03.08.22-მდე მოქმედი პირობები:
- სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - 24 თეთრი / წუთი
- ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციების პირობები:ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 30₾; ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 7₾; ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 1.5₾.
- სერვისები: მხიარული ზუმერი, SMS მდივანი, ნომრის დაფარვა, დაფარული ნომრის ამოცნობა- სხვადასხვა შეთავაზების ფარგლებში, უფასო.
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი- პაკეტი 20 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი, ვადა - 30 დღე. აქციის ფარგლებში ფასი 25 ლარი, ვადა - 30 დღე.
(მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობდნენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე. ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი, ვადა - 30 დღე. მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობდნენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით - 30 მბ/წმ. მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებლი ჰქონდათ სერვისი უფრო სწრაფი ინტერნეტი,კვლავ ისარგებლებენ +10/+20 მბ/წმ სიჩქარით.
03.08.22-დან მოქმედი განახლებული პირობები - https://www.magticom.ge/changes0822
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტპაკეტი - 20 მბ/წმ (განახლებული პირობები 03.08.22-დან)
მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 30 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.
ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე.
აქცია „1000 MB საჩუქრად“ რეგიონული ორმაგი შეთავაზებისთვის (დასრულებულია 03.08.22-ში)
აქცია „1000 MB საჩუქრად“ რეგიონული ორმაგი შეთავაზების (ინტერნეტი + ტელევიზია) მომხმარებლებისთვის დასრულებულია.
მაგთი ფიქსის სერვისი (გაუქმებულია 29.07.2022-დან)
მაგთი ფიქსის სერვისი 2022 წლის 29 ივლისიდან გაუქმებულია.
მიიღე მაქსიმუმი (შეთავაზება რეგიონებისთვის დასრულებულია 30.06.2022-დან)
ინტერნეტი: 100 მბ/წმ
ტელევიზია: სრული პაკეტი
მობილური:
2 ნომრისთვის:
- ულიმიტო ზარები მაგთის ქსელში
- ულიმიტო SMS
- 1000 მბ
საჩუქრები: უფასო ინსტალაცია, WiFi მოწყობილობა, დამატებითი ტელევიზიის პაკეტი
შეთავაზების პირობები ძალაშია ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში;
აქციაში ჩასართავად შეკვეთის დაფიქსირება შესაძლებელია 30.06.2022-ის ჩათვლით;
ქსელში ჩართვა უნდა განხორციელდეს 31.08.2022-ის ჩათვლით;
შეთავაზების პერიოდის დასრულების შემდეგ გაგიაქტიურდებათ „რეგიონული“ შეთავაზება 18 თვით.
კოქტეილი 5 (გაუქმებულია 02.05.22-დან)
ინტერნეტი - 1000 მბ
წუთები მაგთის ქსელში - ულიმიტო
SMS/MMS საქართველოში - ულიმიტო
მოქმედების ვადა - 7 დღე
ფასი - 5₾
აქტივაციის კოდი - 8585 OK
- ულიმიტო ზარები მაგთის მობილურ ქსელზე;
- პაკეტის ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი MB-ები ანულირდება;
- პაკეტის ფარგლებში შეძენილ SMS/MMS ერთეულების გამოყენება შეუძლებელია საერთაშორისო SMS/MMS-ისთვის;
- ულიმიტო წუთები არ ვრცელდება ვიდეოზარზე, ფასი: 1 წთ. - 35თ.;
- თუ თქვენ უკვე სარგებლობთ რომელიმე კოქტეილით და გაიაქტიურებთ სხვა ან იმავე კოქტეილს, მოქმედი კოქტეილი და ერთეულები გაუქმდება;
- კოქტეილის გააქტიურებიდან მისი ვადის გასვლამდე შესაძლებელია ნებისმიერი კომპონენტის შევსება (ერთეულების დამატება). ფასი განისაზღვრება კონკრეტულ მომენტში მისი სარგებლობისთვის დადგენილი შეთავაზების/ფასდაკლების მიხედვით.
1000 SMS – 5₾ (გაუქმებულია 02.05.22-დან)
შეძენილი პაკეტის გამოყენების ვადაა 30 დღე. 30 დღის შემდეგ დარჩენილი SMS/MMS-ები ინახება პაკეტის ახლიდან შეძენამდე,
შენახვის მაქსიმალური ვადა - 7 დღე (7 დღის შემდეგ დარჩენილი ერთეულები ანულირდება);
პაკეტის ფარგლებში შეძენილ SMS/MMS ერთეულების გამოყენება შეუძლებელია საერთაშორისო SMS/MMS-თვის.