ინფორმაცია ტექნიკური სამუშაოების შესახებ

18.07.2023

ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მაგთიკომის ოპტიკური კაბელი, რის გამოც მაგთიკომის მომხმარებლებს არ მიეწოდებათ ფიქსირებული ინტერნეტის და ტელვიზიის სერვისი, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვაც.

მაგთიკომის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.

16.05.2023

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც 16 მაისს, 06:00-დან 07:30-მდე დროის მონაკვეთში, შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა: ბალანსის შევსება, სერვისების ჩართვა/გამორთვა, პორტალით სარგებლობა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. 

12.01.2023

უამინდობის გამო გარკვეულ რეგიონებს და უბნებს ელექტროენერგია მიეწოდებათ შეზღუდვებით, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვაც. 

ყველა შესაბამისი უწყება და სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.  

31.12.2022

გაცნობებთ, რომ 31.12.22-დან 02.01.23-ის ჩათვლით კომპანია „მანი მუვერსის“ დაგეგმილი ტექნიკური განახლების გამო, მათ არხებზე შეწყდება გადასახადების მიღება. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:
კომპანია "მანი მუვერსი" 2023 წლის 1 იანვრიდან სრულად ცვლის როგორც არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე - ე.წ. ''ქორს''. იცვლება აქამდე არსებული ყველა ტრანზაქციული და ფინანსური სქემა. ეს ყველაზე დიდი განახლებაა ჩვენი არსებობის ისტორიაში, შესაბამისად, შეწყდება გადასახადების მიღება ჩვენს ყველა არხში 2022 წლის 31 დეკემბრის 22:00-დან 2023 წლის 2 იანვრის 22:00-ის ჩათვლით (გათვალისწინებულია მაქსიმალური ვადა).

11.12.2022

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 11 დეკემბერს 03:00-დან 07:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

17.01.2022

გაცნობებთ, რომ მობილური სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 20 იანვარს, 03:00-დან 06:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, მობილურ სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

13.01.2022

გაცნობებთ, რომ მაგთისატზე დაგეგმილი ცვლილებების გამო, 15 იანვარს, 01:00-დან 10:00-მდე, მოსალოდნელია შეფერხებები მაუწყებლობასთან დაკავშირებით.

შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ, გადართოთ ერთ-ერთ არხზე - N104, N106 ან N117 - და დააყოვნოთ 15-20 წუთის მანძილზე, რათა მოხდეს არხების სრული განახლება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

17.12.2021

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 19 დეკემბერს 03:00-დან 06:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები (ეხება მხოლოდ მობილურ სერვისებს). ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.