პაკეტი "კლასი"
შპს მაგთიკომისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ახალი სოციალური პროექტი
შპს მაგთიკომისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ახალი სოციალური პროექტის მიზანია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის „მაგთის“ მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში სპეციალური პაკეტით „კლასი“ სარგებლობა შეუძლიათ:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს.
პაკეტი „კლასი“
20 GB - 20 / 30 დღე.
პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია MyMagti აპლიკაციის საშუალებით ან USSD კოდის *200# OKგამოყენებით.
პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა პირადი ნომრით რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, პერიოდულად ისარგებლონ სპეციალური „კლასგარეშე“ შეთავაზებებით სხვადასხვა პაკეტზე. შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება MyMagti-ის აპლიკაციაში და SMS შეტყობინების საშუალებით.


