მობილური
ქსელში ჩართვა | |
SIM ბარათი (უნივერსალი) | 5 |
ორნომრიანი SIM ბარათი | 10 |
eSIM | 10 |
აქცია: SIM ბარათი - 3 ლარი; ანგარიშზე დაბრუნებული 1 ლარით შეძლებთ დარეკვას, SMS-ის გაგზავნას და ინტერნეტის გამოყენებას. |
SIM-ბარათის შეცვლა | |
SIM-ბარათი | 3 |
ორნომრიანი SIM-ბარათი | 10 |
სტანდარტული SIM-ის შეცვლა eSIM-ით | 10 |
eSIM-ის შეცვლა eSIM-ით | 5 |
ნომრის შეცვლა | |
ნომრის შეცვლა | 3 |
მფლობელის შეცვლა | 3 |
ნომრის სტატუსი და ვადა | |
აქტიური | მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, დადებითი ბალანსის შემთხვევაში. |
ცალმხრივად გათიშული | მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, ბალანსის ამოწურვისთანავე. |
ორმხრივად გათიშული | მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 დღეში. |
ტერმინირებული | ორმხრივად გათიშვიდან 120 დღეში. |
გაიაქტიურეთ ნომრის მომსახურების სერვისი და თქვენი ნომერი დაზღვეული იქნება გაუქმებისგან 180 დღის განმავლობაში.
- სერვისის გასააქტიურებლად აკრიფეთ *180# ok.
- აქტივაციის ღირებულება - 1 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია
- ახალ ნომერზე სერვისის გააქტიურების შემთხვევაში ჩამოგეჭრებათ სერვისის გააქტიურების ღირებულება - 1 ლარი,
ხოლო მომდევნო 1 ლარის ჩამოჭრა მოხდება 181-ე დღეს; - არსებულ ნომრებს, რომელბსაც უკვე ჩამოჭრილი გაქვთ ნომრის მომსახურების საფასური (1 ლარი), სერვისის გააქტიურების შემთხვევაში მომდევნო 1 ლარი მოეჭრებათ არა გააქტიურებისთანავე, არამედ - ნომრის მომსახურების საფასურის ბოლო ჩამოჭრიდან 180 დღეში.
- აქტიურ და ცალმხრივად გათიშულ ნომრებს ანგარიშზე არასაკმარისი თანხის შემთხვევაში სერვისის საფასური (1 ლარი) ჩამოიჭრება და ანგარიში გამინუსდება.
- ორმხრივად გათიშულ ნომერს, რომელსაც გააქტიურებული აქვს აღნიშნული სერვისი და თანხის ჩამოჭრის დღეს ანგარიშზე არ აქვს საკმარისი თანხა (მინიმუმ 1 ლარი), თანხა არ ჩამოეჭრება და ნომერი გაუქმდება.
სერვისის დეაქტივაცია - *181# ok
დეტალური ამონაბეჭდის მიღების პირობები:
- ნომრის დეტალურის ამონაბეჭდის ან ტელეფონის იმეი კოდის მიღება შეუძლია მხოლოდ ნომრის იურიდიულ მფლობელს.
- მიმდინარე თვის გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდი მოთხოვნის დღესვე გაიცემა უფასოდ.
- სააბონენტო ნომრის იურიდიულ მფლობელს მაგთის ოფისში შეუძლია მიიღოს მოთხოვნის დღიდან ბოლო 4 თვის სრული დეტალური ამონაწერი.
- მიმდინარე თვის შემავალი ზარების, ასევე წინა თვეების შემავალი, გამავალი ან შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდის ფასი განისაზღვრება გვერდების რაოდენობის მიხედვით:
- 1- დან 10 გვერდამდე 1 ლარი.
- თუ ამონაბეჭდის რაოდენობა აღემატება 10 გვერდს, მაშინ ყოველი 1 გვერდის ფასია 10 თეთრი. ამ ტარიფით დეტალური ამონაბეჭდის აღება შესაძლებელია მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 3 ლარი (ანუ თუ აბონენტს სურვილი აქვს აიღოს ამონაბეჭდი იმავე დღეს, მან უნდა გადაიხადოს ამონაბეჭდის საფასური გვერდების რაოდენობის მიხედვით და ამას დამატებული დაჩქარებული მომსახურების საფასური 3 ლარი).
- იმეი-კოდის ერთი თვის დეტალური, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ - 1 ლარი, ხოლო დაჩქარებული წესით 4 ლარი (ანუ თუ აბონენტს მოთხოვნის დღესვე უნდა დეტალური ამონაბეჭდი, იხდის 4 ლარს, აქედან 1 ლარი დეტალური ამონაბეჭდის, 3 ლარი კი დაჩქარების საფასური).
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ქსელში ჩასართავად:
მაგთიკომის რეალიზაციისა და მომხმარებელთა მომსახურების ოფისებსა და სადილერო ქსელში, ქსელში ჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისას, ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი მაინც:
საქართველოს მოქალაქემ:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი;
- საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
- ახალი მართვის მოწმობა (პირადი ნომრით);
უცხოეთის მოქალაქემ:
- უცხოეთის მოქალაქის პასპორტი;
- ბინადრობის მოწმობა;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთათვის გაცემული ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სააკრედიტაციო და სამსახურეობრივი ბარათები;
- ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელია ქსელში ჩართვა ID ბარათის წარდგენის საფუძველზე