მომხმარებელთა საყურადღებოდ!
დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში, უამინდობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების გამო „მაგთის“ აბონენტების მნიშვნელოვან ნაწილს ოპტიკურ ინტერნეტსერვისებზე წვდომა დროებით შეზღუდული აქვს.
კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზიანებების ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, თუმცა დაზიანებების მასშტაბისა და უამინდობით გამოწვეული დამატებითი სირთულეების გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაზე დადგენილ ვადებში რეაგირება გართულებულია.
აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.


