საავტორო უფლებების დაცვა
თუ თქვენ წარმოადგენთ საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების მფლობელს და მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლების ობიექტი არასათანადოდ/თქვენი ნებართვის გარეშე არის განთავსებული ინტერნეტ სივრცეში, რითაც ირღვევა თქვენი უფლებები და თუ აღნიშნული უფლების ობიექტი (კონტენტი/საინფორმაციო რესურსი) განთავსებულია შპს „მაგთიკომის“ მიერ ჰოსტინგის მომსახურების ფარგლებში გამოყოფილ ვირტუალურ ლოკაციაზე, თქვენ უფლება გაქვთ მოგვმართოთ თქვენი საავტორო, მომიჯნავე ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დამრღვევი კონტრაფაქციული ასლების წაშლის ან მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით, მოცემული შეტყობინების ფორმის გამოყენებით.
სათანადოდ შევსებული შესაბამისი ფორმა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე copyright@magticom.ge თქვენი, როგორც შეტყობინების ავტორის ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით:
1. უფლება გაქვთ ხელი მოაწეროთ შეტყობინების ფორმას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით.
2. ხელმოწერილი ფორმა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის(ორივე გვერდი) ფოტოასლთან; ისევე როგორც წარმოდგენილ პირადობის მოწმობასთან ერთად გადაღებული თქვენი ფოტოსურათი, რომელ ფოტოსურათშიც, მკაფიოდ გამოჩნდება თქვენი სახე (სათვალის, პირბადის და ქუდის გარეშე) და პირადობის მოწმობის პირველი გვერდი ერთმანეთის გვერდიგვერდ, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი სახისა და პირადობის მოწმობაში არსებული ფოტოსურათის ვიზუალური შესაბამოსობის დადგენა.

