მომხმარებელთა საყურადღებოდ!

30 / ივნისი / 2026

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ბოლო პერიოდში გახშირდა სატელეფონო და ონლაინ თაღლითობის შემთხვევები. არაკეთილსინდისიერი პირები მაგთიკომის სახელით მომხმარებლებს უკავშირდებიან სატელეფონო ზარებით, აგზავნიან SMS-ებსა და ელექტრონულ წერილებს და სხვადასხვა სქემით ცდილობენ მათ შეცდომაში შეყვანასა და პერსონალური თუ საბანკო მონაცემების მოპოვებას.

გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე:

  • არ ენდოთ უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ ზარებს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ დამრეკავი მაგთიკომის თანამშრომლად წარმოგიდგენთ თავს;
  • არ გახსნათ SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული საეჭვო ბმულები, განსაკუთრებით თუ ისინი გადახდის განხორციელებას ან პერსონალური მონაცემების შეყვანას გთხოვენ;
  • არ გააზიაროთ თქვენი პერსონალური, საბანკო ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია ტელეფონით, SMS-ით ან ინტერნეტის საშუალებით;
  • ნებისმიერი საეჭვო კომუნიკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია გადაამოწმეთ მხოლოდ მაგთიკომის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

თაღლითობის კონკრეტული ფაქტის გამოვლენისთანავე, მაგთიკომი ოპერატიულად იღებს შესაბამის ზომებს და ბლოკავს ასეთ სატელეფონო ნომრებსა და ვებგვერდებს.

არ ენდოთ უცნობ წყაროებს გადამოწმების გარეშე!