მომსახურების შეწყვეტის პირობა, აპარატურის ჩაბარების ვადები
აბონენტს უფლება აქვს, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დაცვით, ნებისმიერ დროს დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ, შეწყვიტოს ცალკეული ან სრული მომსახურება; მომსახურების შესაწყვეტად აბონენტმა მაგთიკომის ნებისმიერ ოფისსა ანდა საზ.ცენტრში უნდა დააბრუნოს ოპერატორის მიერ, მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მომსახურების აპარატურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აპარატურის არ დაბრუნების ანდა არასრულად დაბრუნების შემთხვევაში, თუ მომსახურების აპარატურის გადაცემიდან არ გასულა 3 წელი, ვალდებულია გადაიხადოს საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის ვებ-გვერდზე მოცემული პირობების შესაბამისად.