MESH Wi-Fi

MESH Wi-Fi

მაგთის ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

რა არის MESH Wi-Fi

MESH Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის.

ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, MESH სისტემა რამდენიმე მოწყობილობას იყენებს და ქსელს მთელ ტერიტორიაზე ანაწილებს. შედეგად:

  • ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველა წერტილში;
  • ქრება „ბრმა ზონები“;
  • ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;
  • ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი Wi-Fi ქსელით მუშაობს.

როგორ შეუკვეთოთ

ინსტალაციის შეკვეთა ხდება მაგთის ცხელი ხაზის ან მომსახურების ოფისის მეშვეობით.

სპეციალისტები ინტერიერის თავისებურების გათვალისწინებით, განსაზღვრავენ მოწყობილობების საჭირო რაოდენობას და ოპტიმალურ განლაგებას.


ტარიფი

  • თითო მოწყობილობის ინსტალაცია - 50
  • Wi-Fi 6 როუტერის სააბონენტო - თვეში 10
  • ყოველი დამატებითი მოწყობილობა (MESH) - თვეში 5

აპარატურა გადმოგეცემათ დროებით სარგებლობაში.