კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ტერმინთა განმარტება
ჩვენ ან დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი - აღნიშნავს შპს მაგთიკომს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204876606), რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - აღნიშნავს იურიდიული პირს ან საჯარო დაწესებულებას, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით;
თქვენ - აღნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს, განიზრახა ან ინტერესი გამოხატა, რომ ესარგებლა ჩვენი პროდუქტით ან მომსახურებებით, ასევე წარმომადგენლებს ან მესამე პირებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენთან და რომელთა შესახებაც თქვენ შეგვატყობინეთ ან სათანადოდ მიგვითითეთ;
მონაცემთა დამუშავება - აღნიშნავს მონაცემთა მიმართ ჩვენს მიერ (ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ჩვენთვის ან ჩვენი სახელით) შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე, მათ შორის, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ვიდეომონიტორინგს, აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, სისტემატიზაციას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გაზიარებას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
2. შესავალი
ჩვენ ორიენტირებული ვართ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რომ ის პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ გვანდობთ მათი შინაარსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ფასეული და მნიშვნელოვანია თქვენთვის, შესაბამისად ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა მათი დაცვა და საიდუმლოების უზრუნველყოფა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ჩვენ დაწვრილებით განგიმარტავთ თუ რა სახეობების მონაცემებს ვამუშავებთ, როგორ ხდება ჩვენ მიერ თქვენს შესახებ მონაცემების შეგროვება, როგორ მუშავდება მონაცემები, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით და ყიდულობთ ჩვენგან პროდუქტს, რა საფუძვლითა და მიზნით ვიყენებთ თქვენ მონაცემებს და ვისთან ხდება მათი გაზიარება. ასევე, განგიმარტავთ მონაცემებთან დაკავშირებულ თქვენ უფლებებს და იმ პირობებს თუ როგორ შეიძლება ამ უფლებებით სარგებლობა.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვასრულებთ მონაცემთა დაცვის შესაბამის კანონმდებლობის მოთხოვნებს. ჩვენ მოწოდებული ვართ დავიცვათ მონაცემთა დამუშავებისას მაღალი ეთიკური და მორალური სტანდარტები, რადგან გვჯერა, რომ კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების საიდუმლოება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და აქედან გამომდინარე ჩვენი ვალია დავიცვათ და სიფრთხილით მოვეკიდოთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს.
3. რატომ და რის საფუძველზე ვაგროვებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს
3.1 თქვენ ჩვენთან გამოხატეთ განზრახვა ან გააფორმეთ ხელშეკრულება ჩვენი მომსახურების მიწოდების ან პროდუქტის შეძენის მიზნით. ამ შემთხვევაში თქვენი მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან გასაფორმებელი ან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება თქვენი მონაცემები, თქვენი სააბონენტო ან თქვენი
სხვა ელექტრონული ანგარიშის სამართავად, მომსახურების საფასურის დასარიცხად, თქვენთვის ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
თქვენ განაცხადეთ თანხმობა. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება ჩვენ მიერ ორგანიზებულ რაიმე კვლევაში, გათამაშებაში, აქციაში, კონკურსში ან გამოხატეთ თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში სარეკლამო და საინფორმაციო ინფორმაციის, შეთავაზებების და მასალების მიღებაზე.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის დაცვის უფლება, თავი დავიცვათ არამართლზომიერი, თაღლითური ქმედებებისაგან, დავიცვათ ჩვენი საკომუნიკაციო ქსელი, მოვითხოვოთ მომხმარებლების მხრიდან ვალდებულებების შესრულება. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია ასევე, განვავითაროთ და დავხვეწოთ ჩვენი მომსახურებები, გავამრავალფეროვნოთ შეთავაზებული პროდუქტები და საქმიანობა. აღნიშნული გულისხმობს არსებული მომსახურებების გაუმჯობესებას და ახალი მოთხოვნადი მომსახურებების დანერგვას, ჩვენი მომხმარებლებისათვის მორგებული, როგორც მომსახურებების, ასევე პროდუქტის თქვენთვის შეთავაზებას, საკომუნიკაციო ქსელის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას თქვენი მოთხოვნებიდან და მომსახურებით სარგებლობის ინდივიდუალური სტილიდან გამომდინარე და დავალიანების ამოღებას, ასეთი არსებობის შემთხვევაში.
მონაცემთა დამუშავება საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თქვენი, როგორც მომსახურების მიმღების ზუსტი იდენტიფიცირება, ასევე ჩვენ გვჭირდება დავაკვირდეთ თქვენთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ მოცულობას, საფასურის ზუსტად დასაანგარიშებლად და დასარიცხად, მომსახურების ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სავალდებულო ხარისხობრივი მაჩვენებლების შესასრულებლად და მომსახურების გასაუმჯობესებლად, ისევე როგორც ვალდებული ვართ შევინახოთ ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები და გეოლოკაციის მონაცემები და შევასრულოთ საჯარო დაწესებულებების მხრიდან ამ მონაცემების აღრიცხვის და გამოთხოვის ვალდებულება.
მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. მაგალითად, ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები და გეოლოკაციის მონაცემები და შევასრულოთ საჯარო დაწესებულებების მხრიდან ამ მონაცემების აღრიცხვის და გამოთხოვის/წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულება.
4. კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედების სფერო
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს (და არა იურიდიულ პირებს) რომელთა მონაცემები მუშავდება ჩვენს მიერ მომსახურების მიწოდების ფარგლებში.
შესაბამისად, ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოვახდინოთ შემდეგი კატეგორიის ფიზიკური პირების ინფორმირება მათ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც არიან როგორც ფიქსირებული ქსელის ასევე მობილური ქსელის აბონენტები;
ჩვენი მომავალი პოტენციური მომხმარებლები;
ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ჩვენ მომსახურებას ან პროდუქტებს (მაგალითად: ჩვენი მომხმარებლების ოჯახის წევრები, კორპორაციული მომხმარებლის დასაქმებულები);
სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებლები, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ჩვენი საკომუნიკაციო ქსელით;
ჩვენი კორპორაციული მომხარებლების წარმომადგენლები და საკონტაქტო პირები (მაგალითად კორპორაციული მომხმარებლის დასაქმებულები);
ჩვენი ყოფილი მომხმარებლები;
ჩვენი მიმწოდებლების და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და საკონტაქტო პირები, რომლებიც გვაწვდიან მომსახურებებს და პროდუქტს;
ჩვენი აბონენტთა მომსახურების ოფისების ვიზიტორები;
ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორები და მობილური აპლიკაციის მომხმარებლები;
ჩვენს მიერ ორგანიზებული გათამაშებების, აქციის ან კონკურსის მონაწილეები;
როგორც ჩვენი მომხმარებელი, შესაძლებელია, რომ თქვენ მისცეთ საშუალება თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სტუმრებს ან თქვენ დასაქმებულებს მიიღონ ჩვენი მომსახურება და პროდუქტები. მაგალითად, ეს მოხდება მაშინ როდესაც მათ მისცემთ საშუალებას ჩაერთონ თქვენ Wi-Fi ქსელში, რაც მოიაზრებს, რომ ჩვენ დავამუშავებთ ცალკეულ მონაცემებს მათ შესახებ და შესაბამისად ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს ამგვარ დამუშავებასაც. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია მათთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და შესაბამისად არ გაგვაჩნია მათი ინფორმირების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ, როგორც ჩვენი მომხარებელი, თქვენი პასუხისმგებლობით მოახდენთ მათ ინფორმირებას აღნიშნულის შესახებ.
5. მონაცემების სახეობები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ
ეს მუხლი განმარტავს თუ რა სახეობის (კატეგორიის) პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ და როგორაა გადანაწილებული ეს მონაცემები კატეგორიების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს მე-5 მუხლი რა კატეგორიის მონაცემები მუშავდება და მე-8 მუხლი, რა არის მათი დამუშავების მიზნები და საფუძვლები.
5.1.1 თქვენგან მოპოვებული მონაცემები (ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით)
ჩვენი მომსახურებების და პროდუქტებით სარგებლობისათვის ჩვენ გვესაჭიროება მოვიპოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული მონაცემები. მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახეობის, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი გარემოებიდან გამომდინარე გვესაჭიროება მათი შეგროვება. მაგალითად, ჩვენ შესაძლებელია შევაგროვოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, მოქალაქეობა, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი ან თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ინფორმაცია, რომლებიც თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ჩვენ შესაძლებელია შევაგროვოთ თქვენს შესახებ მონაცემები სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, როდესაც ვიზიტს ახორციელებთ ჩვენს აბონენტთა მომსახურების ოფისში ან სარეალიზაციო პუნქტში, თქვენი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წაკითხვისას დისტანციური იდენტიფიცირების ფარგლებში, მათ შორის, ჩვენ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში. ინფორმაციის შეგროვება ხდება ასევე, როდესაც ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას (მათ შორის, პროდუქტების ან მომსახურების შეკვეთა ან შეძენა ვებგვერდიდან ან ჩვენი პორტალით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში, მათ შორის დისტანციური გარიგების გზით, ჩვენი მხრიდან მონაცემები შესაძლებელია შეგროვდეს ასევე, ვერბალურად, აბონენტთა მომსახურების ოფისებში და რეალიზაციის პუნქტებში, სატელეფონო კომუნიკაციით აბონენტთა მომსახურების ცხელ ხაზთან, ელექტრონული ფოსტით ან მატერიალური კორესპონდენციით, ელექტრონული შეკვეთით ჩვენ პორტალზე ან სოციალური მედიით ჩვენთან კომუნიკაციისას.
იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ ხდებით ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიის მონაცემებს თქვენ შესახებ, კერძოდ:
საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: ეს არის ინფორმაცია, რომლითაც ხდება თქვენი იდენტიფიცირება და თქვენთან კომუნიკაცია (სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო (მობილური) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, კოდური სიტყვა, არსებობის შემთვევაში დღგ-ს გადამხდელის ნომერი, ჩვენ პორტალზე რეგისტრირებული სახელი და სხვა იდენტიფიკატორი). მოქალაქეობა, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ინფორმაცია და მასში აღბეჭდილი ფოტოსურათი და დამატებით, სპეციალურად გადაღებული ფოტოსურათი ანდა ვიზუალური გამოსახულება, მათ შორის მოძრავი ვიდეო გამოსახულება;
პირადი ნომერი: პირადი 11 ნიშნა ნომერი ან დოკუმენტის ნომერი, რაც აღნიშნულია თქვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ან პასპორტში;
კორპორაციული მონაცემები: ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ ან რომლის დასაქმებული ხართ;
პირადი მახასიათებლები: ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თქვენ სპეციფიკურ მახასიათებლებს/ნიშან-თვისებებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა და სხვა);
მონაცემები მომხმარებლის აქტივობების შესახებ: ინფორმაცია, როგორიცაა ნებისმიერი ჩანაწერი თქვენი, როგორც მომხმარებლის ჩვენთან კომუნიკაციის შესახებ, ჩვენ პორტალზე, ვებ-გვერდზე ან აბონენტთა მომსახურების ოფისში ვიზიტი, გააქტიურებული და შეძენილი მომსახურებები და პროდუქტები, მათ შორის ჩვენ პორტალზე და მის ფარგლებში მინიჭებული იდენტიფიკატორები;
კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს მიერ ორგანიზებული კვლევის ფარგლებში, ჩვენს მიერ თქვენთვის დასმულ კითხვებს და მასზე გაცემულ თქვენ პასუხებს, როგორიცაა მათ შორის ჩვენი მომსახურების ხარისხი, კმაყოფილება და მოთხოვნები.
5.1.2 მოპოვებული მონაცემები (ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოვიპოვოთ მესამე პირებისაგან)
5.1.2.1 ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენ შესაძლებელია მოვიპოვოთ მესამე პირებისაგან თქვენ შესახებ გარკვეული მონაცემები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები და პირადი მახასიათებლები.
5.1.3 დაგენერირებული მონაცემები (ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებებით სარგებლობის ფარგლებში)
ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობას და ჩვენ ვებ-გვერდზე ან აბონენტთა მომსახურების ოფისში ვიზიტები ან ჩვენ აბონენტთა მომსახურების ცხელ ხაზზე კომუნიკაციისას.
აბონენტთა მომსახურების განყოფილებასთან და ცხელ ხაზზე აუდიომონიტორინგის და სხვა აქტივობების ჩანაწერები: თქვენი, როგორც მომხმარებლის ჩვენ აბონენტთა მომსახურების განყოფილებასთან და ცხელ ხაზთან, აუდიომონიტორინგის სისტემით განხორციელებული კომუნიკაციის აუდიო ან ტექსტუალური ჩანაწერები (აბონენტთა მოსახურების ცხელ ხაზზე კომუნიკაციის აუდიომონიტორინგის საშუალებით ჩაწერილი აუდიოჩანაწერი და ელექტრონული მიმოწერა);
ფოტო და ვიდეო ჩანაწერები: ჩვენი აბონენტთა მომსახურების ოფისებთან დამონტაჟებული ვიდეომონიტორინგის კამერების მიერ აღბეჭდილი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მუშავდება უსაფრთხოების მიზნებისათვის;
შიდა იდენტიფიკატორები: ჩანაწერები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ თქვენი, როგორც მომხმარებლის (მომხმარებლის ნომერი - UID და ინფორმაცია თქვენი ელექტრონული ანგარიშის შესახებ);
ტექნიკური იდენტიფიკატორები: იდენტიფიკატორები, რომლებიც გამოიყენება ტექნიკური მიზნებისათვის და უკავშირდება მომხმარებლის კონკრეტულ დეტალს, როგორიცაა IMEI ნომერი, მომსახურების იდენტიფიკატორი (service ID), აბონენტის სიმ-ბარათის მაიდენტიფიცირებელი ნომერი (IMSI), ტერმინალური მოწყობილობის ელექტრონული სერიული ნომერი (ESN), IP მისამართი, ticket ID, case ID ….
პროდუქტის და მომსახურების სააბონენტო მონაცემები: ინფორმაცია იმ პროდუქტების და მომსახურებების შესახებ, რომელზეც რეგისტრირებულია ან გამოწერილი აქვს მომხმარებელს (ჩვენი მომსახურებით ან პროდუქტით სარგებლობისათვის თქვენთან განთავსებული მოწყობილობების აღწერილობები და ჩამონათვალი);
პროდუქტის და მომსახურების მოხმარების მონაცემები: ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თქვენი, როგორც მომხმარებლის ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებებით სარგებლობას (მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ფარგლებში, მონაცემთა გადაცემის მომსახურების მოხმარება, ხმოვანი ზარის მოხმარება, ჩვენი აპლიკაციებით სარგებლობა და სხვა), ეს ასევე მოიცავს ინფორმაციას მათი გამოყენების თარიღისა და დროის შესახებ, მათი გამოყენების ხანგრძლივობას, თუ სად ხდება მისი გამოყენება და რა საფასური გერიცხებათ და როდის ახორციელებთ გადახდებს, ისევე როგორც ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებული სააბონენტო ანგარიშის შესახებ, რაც მოიცავს გადაუხდელ საფასურებს, სააბონენტო ანგარიშის შევსებას მასში ასახული აქტივირებული და დეაქტივირებული მომსახურებების შესახებ და დარიცხულ ქულებს და სააბონენტო ანგარიშზე განხორციელებულ აქტივობებს;
მოწყობილობის შესახებ მონაცემები: ინფორმაცია იმ მოწყობილობებზე, რომელსაც იყენებთ თქვენ (მოწყობილობის (დეკოდერი, მოდემი, რუტერი) ტიპი, ბრენდი, პროგრამული უზრუნველყოფა) ან იმ მოწყობილობებზე (ტიპი, ბრენდი და ტერმინალური მოწყობილობის IMEI), რომელიც დაკავშირებულია Wi-Fi ქსელთან ანდა მობილურ საკომუნიკაციო ქსელთან;
საბილინგო ინფორმაცია: ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია საბილინგო მონაცემებთან (გადახდები, გადაუხდელი თანხები, ინვოისები);
ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები: ინფორმაცია, რომელიც გროვდება მომხმარებლების მობილური ან ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელით სარგებლობისას (ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია - ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, IPTV-ის ლოგები, მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის IMEI ნომერი, კომუნიკაციის ან ინტერნეტის მიწოდების ლოკაცია.
გეოლოკაციის მონაცემები: თქვენი ტერმინალური მოწყობილობის ლოკაცია, რომელიც მოიპოვება და აღირიცხება თქვენ მიერ ჩვენი მობილური საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის/ლოკაციის შესახებ, რომელი ლოკაციაც გვესაჭიროება, რათა თქვენ შეძლოთ საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ლოკაციიდან განახორციელოთ და მიიღოთ ხმოვანი ზარი, ტექსტური შეტყობინებები ან ისარგებლოთ ინტერნეტზე დაფუძნებული მომსახურებებით (OTT Services). ამას ეწოდება საკომუნიკაციო ქსელით განსაზღვრული ლოკაცია, რომელიც დგინდება კონკრეტულ დროს მომსახურების მიღების დროს მომსახურე უახლოეს ადგილას განთავსებული საკომუნიკაციო ანტენებით, რომლითაც არ დგინდება თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა. ეს განსხვავდება GPS სისტემით განსაზღვრულ გეოლოკაციისაგან, რაც იყენებს ხელოვნურ თანამგზავრებს და რომელიც უფრო ზუსტია და რომელსაც იყენებს თქვენი ტერმინალური მოწყობილობა, რასაც
უშუალოდ თქვენ აკონტროლებთ, რაც ჩვენთვის უცნობია და რომელიც შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ნებისმიერ დროს თქვენი ტერმინალური მოწყობილობიდან;
მოხმარების ჩვევები (სარგებლობის სტილი): ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თქვენს მიერ ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების ჩვეულ სარგებლობის სტილს, როგორიცაა შეძენილი პროდუქტებისა და მომსახურებების ისტორია, IPTV-ის ყურების მანერა, ვებ-გვერდების მონახულების ქცევის სტილი;
ქცევა IPTV-ით სარგებლობისას: მონაცემები, რომელიც გენერირდება მომხმარებლის მიერ ჩვენი IPTV -ით სარგებლობით;
ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები: ჩვენ მფლობელობაში არსებული ხელმოწერის ელექტრონულ დაფაზე, მომხმარებლის მიერ განხორციელებული ელექტრონული ხელმოწერის შედეგად, ელექტრონულად დაგენერირებული/დამახსოვრებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ხელმოწერის ქცევის მახასიათებლებს (დაწოლის ძალა, აჩქარება და სხვა პარამეტრები) და რომელი ხელმოწერაც დაკავშირებულია იმ ინფორმაციის შინაარსთან (ხელშეკრულების/გარიგების საგანთან), რომელიც ხელმოწერის მომენტში გამოსახული იყო ხელმოწერის ელექტრონულ დაფაზე;
5.1.4 ნაწარმოები მონაცემები (ინფორმაცია, რომელსაც ვაწარმოებთ მოპოვებული ან დაგენერირებული მონაცემებიდან)
გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ, დამუშავებულ და დაგენერირებულ მონაცემებს გარკვეული დასკვნების გამოსატანად.
სეგმენტაციის ინფორმაცია (პროფაილინგის ინფორმაცია): ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტებში ან ჯგუფებში გადასანაწილებლად (მოხმარების ჩვევები, ხშირად მონახულებული ადგილმდებარეობის შესახებ, პრეფერენციები, პირადი ინტერესები, რეგისტრირება (გამოწერა) პროდუქტებზე და მომსახურებაზე, ცუდი გადამხდელის შესახებ).
5.1.5 რა ვადით ვინახავთ/ვამუშავებთ თქვენ შესახებ მონაცემებს
პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ დამოკიდებულია ამგვარი მონაცემების დამუშავების მიზანზე და ამ ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ მე-8 მუხლში.
6. როგორ ვაგროვებთ თქვენ შესახებ მონაცემებს
6.1 ძირითადად ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ მონაცემებს, როდესაც:
6.1.1 თქვენ განიზრახეთ ან რეგისტრირდებით როგორც მომხმარებელი, ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების მისაღებად ან მონაწილეობთ ჩვენ მიერ ორგანიზებულ რაიმე კონკურსში, კვლევაში თუ გათამაშებაში ან ნებისმიერ შემთხვევაში არეგისტრირებთ სააბონენტო ან სხვა ელექტრონულ ანგარიშს ჩვენთან;
ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას (მათ შორის, პროდუქტების ან მომსახურების შეძენა ჩვენი ვებ-გვერდიდან ონლაინ რეჟიმში, ჩვენი პორტალით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ჩვენ აბონენტთა მომსახურების ოფისში, მათ შორის დისტანციური გარიგების გზით, სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რაც გამოყენებული იქნება ჩვენ მიერ;
თქვენ უკავშირდებით ჩვენ სააბონენტო მომსახურების ცენტრს ან მოგვმართავთ რაიმე კითხვით ან საჩივრით;
თქვენ ახორციელებთ ჩვენი რომელიმე მომსახურების გამოწერას (რეგისტრირდებით სერვისის გამომწერად);
თქვენ ახორციელებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშზე რაიმე სახის აქტივობებს, ცვლილებებს, ცალკეული ჩვენი მომსახურებების ჩართვა/გამორთვას;
თქვენ იყენებთ ჩვენ საკომუნიკაციო ქსელს როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის მისაღებად, მათ შორის wifi ქსელის გამოყენებით;
6.2 შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს შესახებ მონაცემები სხვა წყაროებიდან, მათ შორის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან, როგორიცაა, მაგრამ არამხოლოდ - თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენი სხვა საქმიანობების ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.
7. როგორ ხდება მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
7.1 ჩვენ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას სხვადასხვა კატეგორიის ჩვენ ქვეკონტრაქტორებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, თანადამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან, საჯარო დაწესებულებებთან და სხვა მესამე პირებთან. როდესაც ჩვენ მოიხმართ ჩვენი პროდუქტს ან მომსახურებას, ჩვენი მხრიდან ხდება მონაცემების გაზიარება იმ მესამე პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ, თანამშრომლობენ ან ჩართული არიან ჩვენთან ერთად პროდუქტის ან მომსახურების შექმნაში. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს საჯარო დაწესებულებებს, როდესაც ეს ვალდებულება დადგენილია კანონით. ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა გაზიარება ეფუძნება თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობას ან როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევთ ადეკვატურ და რელევანტურ ზომად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესესის გათვალისწინებთ. ქვედა 7.2 პუნქტში მითითებულია იმ მესამე პირების კატეგორიები, ვისთანაც ხდება ჩვენ მიერ მონაცემების გაზიარება.
კონტრაქტორები, მიმწოდებლები და სხვა მესამე პირები:
სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები და მომსახურების მიმწოდებლები;
IT მომსახურებების პროვაიდერები;
საკომუნიკაციო და ქსელის მოწყობილობების მიმწოდებლები;
საგადახდო მომსახურების პროვაიდერები;
ბილინგის მომსახურების მიმწოდებლები;
მომსახურებების ფარგლებში ციფრული კონტენტის მიმწოდებლები;
საკომუნიკაციო სფეროში პროგრამული უზრუნველყოფების მიმწოდებლები;
მარკეტინგული კვლევის სააგენტოები;
პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლები;
დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედი კომპანიები;
იურიდიული მომსახურების კომპანიები.
ჩვენი მხრიდან მონაცემები შეიძლება გაზიარდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ კომპანიებთან, იმ შემთხვევაში თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყანაში არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს საჯარო დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად მე-8 მუხლში მოცემული პირებისა, ვისთანაც ხდება მონაცემების გაზიარება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, სამართლებრივი მოთხოვნის ფარგლებში, მონაცემები შეიძლება გაზიარებული იქნეს:
სასამართლო ორგანოებისათვის;
სამართალდამცავი, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისათვის;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის;
საგადასახადო ორგანოებისათვის;
კონკურენციის სააგენტოსთვის;
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისათვის.
8. რა მიზნით ვამუშავებთ თქვენ შესახებ მონაცემებს (გარდა მარკეტინგული მიზნებისა)
8.1 ამ მუხლში განმარტებულია თუ რა მიზნებისათვის (გარდა მარკეტინგული და პროდუქტის და მომსახურების სარეალიზაციო მიზნებისა) ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს. მიზნები მოცემულია სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. თითოეული მიზანი მითითებულია მოკლე სექციაში, რომელიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა რა სახეობის მონაცემს ეხება ეს მიზანი, აღნიშნული მონაცემის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, ამ მონაცემის დამუშავების/შენახვის ვადა და ცალკეულ შემთხვევებში, რა კატეგორიის მესამე პირებთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება, თუ ეს დასაბუთებადი და ლეგიტიმურია, ისევე როგორც თითოეულ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელების წესი, თუ ის განსხვავდება მონაცემთა სუბიექტის იმ ზოგადი უფლებებისაგან, რომელიც მას გააჩნია და რომელიც ჩამოთვლილია მე-9 მუხლში.
8.1.1 უსაფრთხოების მიზნები
8.1.1.1 ვიდეომონიტორინგი
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
დამუშავებული და დაგენერირებული მონაცემები: ფოტო და ვიდეო ჩანაწერები
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) ჩვენი მომხმარებლების, ვიზიტორების, დასაქმებულების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; და
მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), ჩვენს გარკვეულ შენობა- ნაგებობებზე - აბონენტთა მომსახურების ოფისებთან, გაგვაჩნია ავტომატური ფოტო-ან/და ვიდეოტექნიკის (ვიდეომეთვალყურეობის) განთავსების/დამონტაჟების ვალდებულება.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ვიდეომონიტორინგის კამერების ფოტო და ვიდეო ჩანაწერები ინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ჩანაწერები შეიცავს დანაშაულის ან ზიანის მიყენების მტკიცებულებებს ან იძლევა დაზარალებულის, მოწმის ან ბრალდებულის იდენტიფიცირების საშუალებას.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ვიდეომონიტორინგის კამერების ფოტო და ვიდეო ჩანაწერების შესაძლებელია გაზიარებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის, კანონისმიერი ვალდებულების შესასრულებლად და სამართლებრივი მოთხოვნის თანახმად.
როგორ შეძლებთ ამ მონაცემებზე წვდომას?
თუ სურვილი გაქვთ მოითხოვოთ ვიდეომონიტორინგის ჩანაწერებზე წვდომა, იმ შემთხვევაში თუ მოხდა კამერების მიერ თქვენი დაფიქსირება, უნდა მიუთითოთ თარიღი, ადგილმდებარეობა და დროის პერიოდი, როდესაც ვიდეომონიტორინგის კამერებმა დააფიქსირეს ეს მონაცემები და შეგიძლიათ ასეთი მოთხოვნა შეტყობინების სახით გააგზავნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ელექტრონულ ფოსტაზე (მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე). ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთხოვნილი დროის შუალედში თუ ასეთი ფოტო ან ვიდეო ჩანაწერები შეიცავს იდენტიფიცირებადი მესამე პირების შესახებ მონაცემებს, სხვა პოტენციური მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი მხრიდან ამ მონაცემებზე წვდომის მოთხოვნაზე უარს მიიღებთ. თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მე-9 მუხლი.
ჩვენი აბონენტთა მომსახურების ოფისების და სხვა შენობების პერიმეტრზე განთავსებულია ვიდეომონიტორინგის კამერები, აღნიშნული ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი (პიქტოგრამა) თვალსაჩინოდ განთავსებულია ასეთი შენობის შესასვლელთან. ვიდეომონიტორინგის სისტემა გამოიყენება პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციის, დადგენის და აღმოჩენისათვის შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად.
8.1.1.2 ვიზიტორების მართვა
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) ჩვენი ადმინისტრაციული ოფისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
აღნიშნულ მონაცემებს ჩვენ შევინახავთ ვიზიტორის ჩვენ ოფისში ფაქტობრივი ვიზიტის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს იმ პარტნიორ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების/სტუმრების მენეჯმენტის სისტემის ადმინისტრირებას და მის ტექნიკურ მომსახურებას.
ჩვენ ადმინისტრაციულ ოფისში თქვენი დაგეგმილი ფიზიკური ვიზიტისას თქვენზე დროებით გაიცემა ვიზიტორის ბეჯი/საშვი ნომრით და თქვენი მონაცემები აღირიცხება ადმინისტრაციული ოფისის მისაღებში.
8.1.2 აუდიომონიტორინგის მონაცემები, ხარისხის კონტროლის მიზნებისათვის
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები დაგენერირებული მონაცემები: აბონენტთა მომსახურების განყოფილებასთან და ცხელ ხაზზე აუდიომონიტორინგის და სხვა აქტივობების ჩანაწერები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) ჩვენი აბონენტთა მომსახურების განყოფილების მუშაობის ხარისხის კონტროლის და ამ მომსახურების გაუმჯობესების მიზნები.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
აუდიომონიტორინგის ჩანაწერს ჩვენ ვინახავთ კომუნიკაციის განხორციელედებიდან 3 წლის ვადით.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
აღნიშნული მონაცემების გაზიარებას ჩვენ არ ვახდენთ, გარდა შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნის შემთხვევებისა.
როგორ შეიძლება უარი თქვათ?
უარის თქმა თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქმედებით, კერძოდ გამაფრთხილებელი ტექსტის დროს კომუნიკაციის შეწყვეტით. თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მე-9 მუხლი.
აღნიშნული მონაცემების დამუშავება ცალკეულ შემთხვევებში, განპირობებულია თქვენთვის, როგორც აბონენტისათვის, ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში, მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველსაყოფად, პროდუქტების და მომსახურების მიწოდების ფარგლებში დახმარების, მათ შორის ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად, შესაბამისად ეს მონაცემები გვესაჭიროება, როგორც თქვენთვის საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფად, ასევე ხელს უწყობს იმ მომსახურების გაუმჯობესებას, რომელსაც ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს.
8.1.3 როდესაც თქვენ განზრახული გაქვთ გახდეთ მომხმარებელი (გარიგების დადების მიზნები) რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი
ნომერი, პირადი მახასიათებლები, მონაცემები მომხმარებლის აქტივობების შესახებ. დაგენერირებული მონაცემები: შიდა იდენტიფიკატორები, ტექნიკური იდენტიფიკატორები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტი) და მონაცემთა დამუშავება საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების
კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), კერძოდ ჩვენი მოვალეობა მოვახდინოთ მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიცირება.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ჩვენ ვინახავთ ამ მიზნით დამუშავებულ მონაცემებს, რა პერიოდიც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან დამატებით 4 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმება აღარ მოხდება, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეინახება მისი მიღებიდან(პირველადი დამუშავებიდან) 1 წლის ვადით.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს ჩვენი იმ პარტნიორი კომპანიებისათვის, რომლებიც ჩართულია თქვენთვის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების პროცესში, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც ხდება თქვენი პორტირება და ასევე, შესაბამისი კანონისმიერი მოვალეობის შესაბამისად, სამართლებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სანამ ჩვენი მომხმარებელი გახდებით ჩვენ ვალდებული ვართ დავამუშავოთ როგორც თქვენგან მოპოვებული მონაცემები, ასევე ჩვენ მიერ დაგენერირებული მონაცემები (მაგალითად: თქვენთვის რეგისტრაციის ნომრის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან შიდა იდენტიფიკატორის მინიჭება), რომელიც გვესაჭიროება თქვენგან კონკრეტულად მოთხოვნილი პროდუქტებისა და მომსახურებების ხელმისაწდვომობის შესაფასებლად, მისაწოდებლად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად. ფიქსირებული ინტენრეტ მომსახურების ან IPTV-ის მომსახურების მისაწოდებლად ჩვენ გვესაჭიროება თქვენი მონაცემების დამუშავება, რათა წინასწარ შევაფასოთ არსებობს თუ არა ტექნიკური შესაძლებლობა თქვენს მიერ მითითებულ ლოკაციაზე (გეოგრაფიულ ზონაში) მოგეწოდოთ მოთხოვნილი მომსახურება.
8.1.4 როდესაც თქვენ ხართ ჩვენი მომხმარებელი
8.1.4.1 ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების მოწოდება
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი.
დაგენერირებული მონაცემები: პროდუქტის და მომსახურების სააბონენტო მონაცემები, პროდუქტის და მომსახურების მოხმარების მონაცემები, ტექნიკური იდენტიფიკატორები, ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები და ქსელის ლოკაციის მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) და მონაცემთა დამუშავება საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), კერძოდ ჩვენი მოვალეობა მოვახდინოთ მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიცირება.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან დამატებით 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს ჩვენი იმ პარტნიორი კომპანიებისათვის, რომლებიც ჩართულია თქვენთვის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდების პროცესში, მათ ტექნიკურ მხარდაჭერაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც ხდება თქვენი პორტირება და ასევე შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების შესაბამისად, სამართლებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ჩვენ გვჭირდება დავამუშავოთ აღნიშნული მონაცემები თქვენი მხრიდან მოთხოვნილი მომსახურებების თქვენთვის მოსაწოდებლად, მათ შორის როდესაც სარგებლობთ ხმოვანი ზარის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურებით, მათ შორის ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში, ჩვენ გვესაჭიროება დავამუშავოთ მონაცემები რათა ვუზრუნველყოთ ელექტრონული კომუნიკაციის ინიციატორი და გამოძახებული მომხმარებელს შორის სანდო კავშირი, ისევე როგორც სატელეფონო, მონაცემთა გადაცემის და ტექსტური შეტყობინების ტრაფიკი სათანადოდ იქნეს დამისამართებული ჩვენ საკომუნიკაციო ქსელში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენთვის მომსახურების მიწოდებისას, ჩვენ არ გვაქვს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის შინაარსზე. ჩვენს მიერ მუშავდება მხოლოდ ის საჭირო მეტაინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურებების ფუნქციონირებას და ელექტრონული კომუნიკაციის ჯეროვან გადაცემას/მიმოცვლას (როგორიცაა მაგალითად მოკლე ტექსტური შეტყობინების შესაბამის მიმღებისათვის მიწოდება), რა დროსაც ჩვენი საკომუნიკაციო ქსელი წარმოადგენს მხოლოდ კომუნიკაციის შინაარსის უბრალო გადამცემ არხს. კომუნიკაციის შინაარსზე წვდომა მკაცრად რეგულირდება და დაშვებულია მხოლოდ კონკრეტულ, ამომწურავად ჩამოთვლილ შემთხვევებში, რაც მოცემულია ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ საქართველოს კანონში (მუხლი 8).
8.1.4.2 სხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო ოპერატორებთან ურთიერთჩართვა (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება)
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
დაგენერირებული მონაცემები: ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) და მონაცემთა დამუშავება საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების
შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), კერძოდ ჩვენი ვალდებულება დავამუშავოთ და გავცვალოთ მონაცემები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ კომუნიკაციის განხორციელებიდან 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ჩვენ გვჭირდება მონაცემების გაცვლა (მიღება და გადაცემა) სხვა ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან, რომლებიც მონაწილეობენ კონკრეტული ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ფარგლებში ურთიერთჩართვის (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირის) უზრუნველსაყოფად.
ურთიერთჩართვა საკვანძო პირობაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროცესში. მარტივად რომ ითქვას, ურთიერთჩართვა თქვენ, როგორც ჩვენ მომხმარებელს საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ სხვა ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელს, ისარგებლოთ მონაცემთა გადაცემის მომსახურებით ან დაუკავშირდეთ სხვა პირს (როგორც ხმოვანი ზარით ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რომელიც ჩართულია სხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში, მათ შორის უცხო ქვეყნებში ან ისარგებლოთ სხვა საკომუნიკაციო ოპერატორის მომსახურებით.
ყველა ელექტრონულ საკომუნიკაციო ოპერატორს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელთან დაშვება და გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები სხვა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებთან. ურთიერთჩართვის პროცესში, ხორციელდება თქვენი მონაცემების ურთიერთგაცვლა ელექტრონული კომუნიკაციის დასამისამართებლად, ისევე როგორც საბილინგო აღრიცხვის, ურთიერთშედარების და საფასურის დარიცხვის მიზნებისათვის.
8.1.4.3 საბილინგო აღრიხცვა და ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგება რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი
ნომერი და პირადი მახასიათებლები.
დაგენერირებული მონაცემები: შიდა იდენტიფიკატორები, ტექნიკური იდენტიფიკატორები, პროდუქტისა და მომსახურების სააბონენტო მონაცემები, პროდუქტისა და მომსახურების მოხმარების მონაცემები, საბილინგო ინფორმაცია და ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) და საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მონაცემთა დამუშავება გვესაჭიროება
მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი მომსახურებების საბილინგო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და კორპორაციული მომხმარებლებისათვის ანგარიშ-ფაქტურის გამოსაწერად.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ ბოლო კონკრეტული გადახდის ან ქმედების განხორციელებიდან 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული ჩვენი სახელით პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებლებთან, ჩვენთვის საბილინგო აღრიცხვის მომსახურების მიმწოდებლებთან. ამის გარდა, ცალკეული მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს იმ კომპანიებთან, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს დამსაქმებლებს ან თქვენთან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ახდენენ ჩვენი მიერ თქვენთვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდას, ასევე თუ თქვენ იხდით ჩვენი მომსახურების საფასურს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების არხებით, მაშინ ცალკეული თქვენი მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს ასეთი მომსახურების პროვაიდერი კომპანიებისათვის ან ბანკისათვის, რათა წარმატებით შესრულდეს გადახდების ოპერაციები.
საბილინგო აღრიცხვა უკავშირდება თითქმის ჩვენ ყველა იმ მომსახურებებს და პროდუქტს, რომელსაც ჩვენ თქვენ გთავაზობთ. ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ იმ მონაცემებს, რაც უკავშირდება ჩვენთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და თვენს მიერ ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების მოხმარებას, გადასახდელი საფასურის დაანგარიშების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის მიზნით, რაც ასევე მოიცავს შესაბამისი გადასახადების დაანგარიშებას. ჩვენ ასევე ვიყენებთ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს თქვენთვის საბილინგო ინფორმაციის და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მისაწოდებლად. თუ მაგალითად თქვენ პროდუქტის ან მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერ კომპანიის არხებს, ჩვენ მიერ მოხდება თქვენ შესახებ საბილინგო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რაც შემდგომ ასევე განმარტებულია 8.1.4.5 პუნქტში მესამე პირთა მომსახურებების საბილინგო აღრიცხვა.
8.1.4.4 მოკრეფის (თანხების ამოღების) პროცესი რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი
ნომერი და პირადი მახასიათებლები, მონაცემები მომხმარებლის აქტივობების შესახებ. დაგენერირებული მონაცემები: შიდა იდენტიფიკატორები, პროდუქტისა და მომსახურების სააბონენტო მონაცემები, პროდუქტისა და მომსახურების მოხმარების მონაცემები, საბილინგო ინფორმაცია.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან დამატებით 4 წელი, მათ შორის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მიზნებისათვის.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს დავალიანების ამოღების კომპანიებთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და კერძო აღმასრულებლებთან.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დროულად იხდის მომსახურების საფასურს, ჩვენ იძულებულები ვართ მივიღოთ ზომები ასეთი გადაუხდელი თანხების ამოსაღებად. ასეთ შემთხვევებში, გადაუხდელი თანხების ამოღების მიზნით, ჩვენ შესაძლებელია დავამუშავოთ მონაცემები სხვადასხვა სახეობის ქმედებების განხორციელების მიზნით, კერძოდ:
დავაკლასიფიციროთ ეს მომხმარებლები (მაგალითად ფიზიკური თუ იურიდიული პირია, გადახდის დაგვიანების ან გადაუხდელობის მიზეზები) შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით;
მომხმარებლისათვის შესაბამისი გადაუხდელი თანხების შესახებ შეტყობინების მიწოდება;
ასეთი მომხმარებლისათვის ჩვენ მომსახურებებზე წვდომის შეზღუდვა (ტელეფონია, IPTV და ინტერნეტი);
ჩვენ მონაცემთა ბაზაში ასეთი მომხმარებლის ცუდ გადამხდელად კვალიფიცირება;
დავალიანების ამოღების მომსახურებების გამწევი კომპანიებისათვის და აღსრულებისათვის მიმართვა.
8.1.4.5 მესამე პირთა მომსახურებების საბილინგო აღრიცხვა რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
მესამე პირებისაგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები. დაგენერირებული მონაცემები: შიდა იდენტიფიკატორები, ტექნიკური იდენტიფიკატორები, პროდუქტისა და მომსახურების მოხმარების მონაცემები, საბილინგო ინფორმაცია.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) მესამე პირთა მომსახურებების საფასურის უსაფრთხო გადახდების მიღების მომსახურების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისათვის.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ კონკრეტული გადახდის ოპერაციის შესრულებიდან 4 წელი, მათ შორის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მიზნებისათვის.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით მონაცემები, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მომხმარებლის სააბონენტო ნომერს შესაძლებელია გაზიარებული იქნეს მომსახურების მიმწოდებელ მესამე პირებთან, მაგალითად ელექტრონული კომერციის ფარგლებში მოქმედ მერჩანტებთან.
როგორ შეიძლება უარი თქვათ?
უარის თქმა თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქმედებით, როდესაც არ მიიღებთ ჩვენგან შეთავაზებას მესამე პირთა პროდუქტების ან მომსახურების შეძენაზე.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას მოახდინონ იმ პროდუქტების და მომსახურების საფასურის პირდაპირი გადახდა, რომელიც შეთავაზებულია მესამე პირთა (სხვა კომპანიების/მერჩანტების) მიერ. მაგალითად, როდესაც განიზრახეთ შეიძინოთ მესამე პირთა შეთავაზებული რაიმე მომსახურება, ეს მომსახურება შესაძლებელია ჩვენ მომსახურებებთან იყოს დაკავშირებული და მოხერხებულობისათვის ჩვენ მოვახდენთ თქვენგან მიღებული გადახდით მესამე პირებისათვის ამ გადახდის მიწოდებას.
8.1.5 დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
მესამე პირებისაგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავება საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), კერძოდ ჩვენი მოვალეობა მოვახდინოთ მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიცირება და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) დისტანციური გარიგების გაფორმების ფარგლებში მოვახდინოთ პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, თაღლითური შემთხვევების პრევენციის მიზნით, მათ შორის მესამე პირთა მიერ შეთავაზებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მომსახურების გამოყენებით.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან დამატებით 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
აღნიშნული მონაცემები იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში გაზიარებულია იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მომსახურების მიმწოდებელთან, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
როგორ შეიძლება უარი თქვათ?
უარის თქმა თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქმედებით, როდესაც თავს შეიკავებთ დისტანციური გარიგების გაფორმებისაგან.
ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მოვახდინოთ მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიკაცია, ისევე როგორც როდესაც ფორმდება დისტანციური გარიგება (გარიგება ფორმდება ჩვენსა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე) აქტუალური რჩება მომხმარებლის იდენტიფიკაციის
აუცილებლობა დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია ჩვენ გამოვიყენოთ მესამე პირთა შეთავაზებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მომსახურება.
8.1.6 ელექტრონული ხელმოწერის პროცესი რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
დაგენერირებული მონაცემები: შიდა იდენტიფიკატორები, ტექნიკური იდენტიფიკატორები, ბიომეტრიული მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავება საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), კერძოდ ჩვენი მოვალეობა მოვახდინოთ მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიცირება და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) დავადგინოთ და გამოვიყენოთ მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი მექანიზმი ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით ელექტრონული კომუნიკაციების და ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან დამატებით 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ელექტრონული ფორმით გარიგების გაფორმების პროცესში დაგენერირებული ბიომეტრიული მონაცემები გაზიარებულია განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერის გენერაციის პროცესს და მონაცემების შიფრაციას, ისევე როგორც გაზიარებულია სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, რომელიც გასცემს შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატებს. ხელმოწერის ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მონაცემების შესაძლოა ასევე გადაეცეს საექსპერტო ბიუროს.
როგორ შეიძლება უარი თქვათ?
უარის თქმა თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ თქვენი ქმედებით, რა დროსაც უარს აცხადებთ ელექტრონული ფორმით (ელექტრონული დოკუმენტის გამოყენებით) ჩვენი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რა დროსაც თქვენ შესაძლებელია გააფორმოთ ჩვენთან ხელშეკრულება მატერიალური ფორმით.
ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება გულისხმობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის მეშვეობით მონაცემთა სუბიექტის ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის დაგენერირებას,
სადაც უცვლელი სახით ინახება ხელმოწერის მომენტში მომხმარებლის მიერ განხორციელებული ხელმოწერის დაფაზე გამოსახული ტექსტი და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები დაშიფრული სახით. ბიომეტრიული მონაცემები ხდება ელექტრონული დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი. ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციისათვის განსაზღვრული კრიპტოგრაფიული დახურული გასაღები კომპანიისათვის და ელექტრონული ხელმოწერის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისათვის არ არის ხელმისაწვდომი და იგი გააჩნია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. საჭიროების შემთხვევაში, რაც მაგალითად გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მომხმარებელი სადავოდ ხდის მიერ მიერ განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობას, აღნიშნული მონაცემების დეშიფრაცია განხორციელდება მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ავტორიზებული საექსპერტო ბიუროს მიერ, იმგვარად, რომ ჩვენ და ელექტრონული ხელმოწერის მომსახურების მიმწოდებელს არ გვექნება რაიმე სახის წვდომა აღნიშნულ მონაცემებთან. ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების მიზანია ჩვენი და შესაბამის მომხმარებლებს შორის გაფორმებული გარიგებისას, ხელმომწერი პირის იდენტიფიცირება, ელექტრონული ფორმით გარიგების გაფორმება და ამ პროცესის გამარტივება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ელექტრონული ხელმოწერისას დაგენერირებული ელექტრონული დოკუმენტის შექმნის პროცესში ჩვენ არ გვაქვს წვდომა ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებზე. ჩვენ და ელექტრონული ხელმოწერის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ მუშავდება მხოლოდ ის საჭირო მეტაინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის გენერირებას და ელექტრონული დოკუმენტის მართვის სისტემის ფუნქციონირებას, ისევე როგორც ამ მონაცემების გადაცემას/მიმოცვლას, რა დროსაც ჩვენი საკომუნიკაციო ქსელი და ელექტრონული ხელმოწერის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ კომუნიკაციის შინაარსის უბრალო გადამცემ არხს. საჭიროების შემთხვევაში, ამ მონაცემებზე წვდომა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით აქვს მხოლოდ შესაბამის ავტორიზებულ საექსპერტო ბიუროს.
8.1.7 დავების გადაჭრა/მართვა
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
მონაცემთა სახეობები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ დავების გადაჭრა/მართვის მიზნებისათვის დამოკიდებულია უშუალოდ დავის საგანზე და შინაარსზე. ზოგადი წესით ჩვენ დავამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელიც საჭიროა თვენი იდენტიფიცირებისათვის
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი). დავის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია დამუშავდეს სხვა მონაცემებიც (მაგალითად: თქვენგან მოპოვებული მონაცემები: მონაცემები მომხმარებლის აქტივობების შესახებ, ასევე დაგენერირებული მონაცემები: აბონენტთა მომსახურების განყოფილებასთან და ცხელ ხაზზე აუდიომონიტორინგის და სხვა აქტივობების ჩანაწერები, საბილინგო ინფორმაცია, პროდუქტის და მომსახურების სააბონენტო მონაცემები, პროდუქტის და მომსახურების მოხმარების მონაცემები, ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები და სხვა...)
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ დავა უკავშირდება ჩვენ მომხმარებელს ან ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) დავარეგულიროთ დავა თუ ასეთი დავა ეხება სხვა პირს თუ ის ჩვენი მომხმარებელი არაა.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ამ მიზნით მონაცემებს ვამუშავებთ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან და ასევე სხვა შემთხვევებში სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადით, დავის დასრულებიდან დამატებით 3 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
იმ პირთა წრე ვისთანაც შეიძლება ეს მონაცემები გაზიარდეს დამოკიდებულია დავის საგანზე და შინაარსზე (მაგალითად მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს იურიდიული მომსახურების კომპანიებთან, კერძო აღმასრულებლებთან, რომლებიც ჩვენი დავალებით ჩაერთვება დავის დარეგულირების პროცესში).
დავის გადაჭრის ფარგლებში, პირველ რიგში ჩვენ დავამუშავებთ იმ მონაცემებს, რომელიც უკავშირდება თქვენი სააბონენტო ელექტრონულ ანგარიშს, რათა მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება და შემდგომ შესაძლებელია დამუშავდეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა თქვენი გადახდები, ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობა (მაგალითად: საბილინგო ინფორმაცია, გადახდები, თქვენს მიერ პროდუქტის და მომსახურების მოხმარების მონაცემები).
8.1.8 ბაზრის კვლევა
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი მახასიათებლები, კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
დაგენერირებული მონაცემები: პროდუქტის და მომსახურების სააბონენტო მონაცემები, პროდუქტის და მომსახურების მოხმარების მონაცემები, მოწყობილობის შესახებ მონაცემები, საბილინგო ინფორმაცია.
მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები. ნაწარმოები მონაცემები: სეგმენტაციის ინფორმაცია (პროფაილინგის ინფორმაცია).
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი) ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებისათვის გაკეთებული შეთავაზება.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავება: თქვენი თანხმობა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, პირადი მახასიათებლები, კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეინახება თქვენთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წელი;
სხვა პერსონალური მონაცემები, მათ შორის ბაზრის კვლევის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები შეინახება ბაზრის კვლევის დასრულებიდან 3 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული თქვენ მონაცემებს ჩვენ ვღებულობთ და ვუზიარებთ სხვადასხვა კომპანიებს, ვინც ახორციელებს აღნიშნულ კვლევებს.
როგორ შეიძლება უარი თქვათ?
თუ არ გსურთ მიიღოთ მომავალი შეთავაზებები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ჩვენთვის მომართვის გზით.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მე-9 მუხლში.
ჩვენ ვატარებთ ბაზრის კვლევას ჩვენი არსებული და ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ თქვენი დამოკიდებულების გასაგებად და მათ გასაუმჯობესებლად, შემდეგი მიმართულებებით:
ბრენდის იმიჯის და კომუნიკაციის შესაფასებლად;
მომხმარებლის საჭიროებების და ქცევის აღსაქმელად;
ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების პენეტრაცია ბაზარზე და ბენჩმარკინგი;
მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა.
8.1.9 კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება
8.1.9.1 კანონისმიერი ვალდებულება ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით
რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
დაგენერირებული მონაცემები: ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები, კერძოდ - ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) კერძოდ ჩვენი მოვალეობა დავამუშავოთ აღნიშნული მონაცემები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 85)
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები:
მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები - ინახება ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან 4 წელი.
მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები - ინახება კონკრეტული კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წელი.
ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ მონაცემები - ინახება კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წელი.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები მუშავდება ჩვენი კომპანიის ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულების არსებობისას შესაძლებელია გაზიარებული იქნეს:
სასამართლოსთვის;
კომუნიკაციის ეროვნულ კომისიისთვის;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის;
კონკურენციის სააგენტოსათვის;
სამართალდამცავი ორგანოებისათვის, და
სხვა ორგანოებისა და სამსახურებისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთოხვნების შესაბამისად.
საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი ამომწურავად ადგენს ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებულ, იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომელიც უნდა აღირიცხოს და შეინახოს, ვისთვის და რის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს.
8.1.9.2 გეოლოკაციის მონაცემების გაზიარება რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.
დაგენერირებული მონაცემები: გეოლოკაციის მონაცემები (რაც მოიპოვება/აღირიცხება თქვენ მიერ ჩვენი მობილური საკომუნიკაციო ქსელის მოხმარებით)
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) კერძოდ ჩვენი მოვალეობა დავამუშავოთ აღნიშნული მონაცემები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 84)
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ჩვენ გეოლოკაციის მონაცემებს არ ვინახავთ, ეს მონაცემები მხოლოდ გაზიარებულია რეალური დროის რეჟიმში.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები მუშავდება ჩვენი კომპანიის ფარგლებში და შესაძლებელია გაზიარებული იქნეს:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-თვის;
სამართალდამცავი ორგანოებისათვის, და
სხვა ორგანოებისა და სამსახურებისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხვონების შესაბამისად.
ჩვენ მოგვეთხოვება გავუზიაროთ თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები და გეოლოკაციის მონაცემები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, როდესაც მათთან შედის შეტყობინება და რომლითაც დგინდება ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით.
8.1.10 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგის მიზნებისათვის რა სახეობის მონაცემებს ვიყენებთ?
თქვენგან მოპოვებული მონაცემები: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები; დაგენერირებული მონაცემები: ელექტრონული კომუნიკაციის გადაცემის ფარგლებში დაგენერირებული მონაცემები;
ნაწარმოები მონაცემები: სეგმენტაციის ინფორმაცია (პროფაილინგის ინფორმაცია).
რა საფუძველს ეყრდნობა დამუშავება?
თქვენი თანხმობა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) დამუშავდეს მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, რაც გულისხმობს როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი კონტრაქტორი კომპანიებისაგან მიიღოთ სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შეტყობინებები ელექტრონულ ფოსტაზე და ხმოვანი სატელეფონო ზარები. ასეთი თანხმობა, თქვენი არჩევანით შეგიძლიათ განაცხდოთ ხელშეკრულების გაფორმების დროს ან შემდგომ ნებისმიერ დროს.
თქვენ თანხმობა შეგიძლიათ გამოხატოთ დიფერენცირებულად და დაეთანხმოთ მხოლოდ ჩვენი მომსახურების და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას ან ჩვენი და ჩვენი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას.
ჩვენი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან სარეკლამო ინფორმაცია გულისხმობს, ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებისგან მათ პროდუქტებზე/მომსახურებებზე (მაგ. დაზღვევის, ტექნიკის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების, აფთიაქების და ა.შ. აქციები და შეთავაზებები).
რა ვადით ვამუშავებთ ამ მიზნით?
ჩვენ დავამუშავებთ აღნიშნულ მონაცემებს, სანამ არ გამოიხმობთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.
როგორ შევძლებ თანხმობის გამოხმობას?
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე, ვებგვერდზე მოცემულ რომელიმე მეთოდით. ჩვენი მხრიდან პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემების დამუშავება შეწყდება თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია განხორციელდეს დიფერენცირებულად (მაგალითად უარი თქვათ პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან შეტყობინებების მიღებაზე ან სრულად თქვათ უარი როგორც ჩვენი, ასევე პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან).
ჩვენ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ ჩვენ მოვახდენთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელიდან გენერირებულ ან კონკრეტული სუბიექტის მიერ მათი პასუხისმგებლობით გაგზავნილ შეტყობინებების (მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს) დაბლოკვას. ასეთი შეტყობინებები და მათი დაბლოკვა თქვენ უნდა განახორციელოთ კონკრეტულ შეტყობინებაში მითითებული წესით.
თანხმობის გამოხმობა არ ეხება ისეთი ტიპის ინფორმატიული და ტრანზაქციული ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე, როგორიცაა მაგალითად, ჩვენს მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები სააბონენტო ელექტრონული ანგარიშის ბალანსის შევსებაზე, მომსახურების შეზღუდვაზე და სხვა, ბანკის მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
ვისთან ხდება ამ მონაცემების გაზიარება?
ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები მუშავდება ჩვენი კომპანიის ფარგლებში და შესაძლებელია გაზიარებული იქნეს:
სარეკლამო სააგენტოებთან;
რეკლამის დამკვეთებთან;
სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებითა და მომსახურებებით საცალო თუ საბითუმო ვაჭრობას.
9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში რა უფლებები გამაჩნია და როგორ გამოვიყენო ეს უფლებები?
თქვენ გაგაჩნიათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები, იმ მონაცემებთან და მის დამუშავებასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ, კერძოდ უფლება:
მოითხოვოთ დეტალური ჩამონათვალი იმ მონაცემებისა, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ და ასევე მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, მიზნები, შენახვის ვადები და სხვა ... (ამასთან ჩვენ მიერ დამუშავებული, როგორც თქვენგან მოპოვებული, ასევე მესამე პირებისაგან მოპოვებული, ჩვენ მიერ დაგენერირებული და წარმოებული მონაცემთა სახეობების ზოგადი ჩამონათვალი, ისევე როგორც მონაცემთა დამუშავების მიზნები და საფუძვლები, მათი შეგროვების/მოპოვების წყარო, შენახვის ვადები ანდა მათი განსაზღვრის კრიტერიუმები, თქვენი უფლებები, მონაცემთა გაზიარების სამართლებრივი საფუძვლები და მიზნები, მონაცემთა მიმღებების კატეგორიები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის მე-8 მუხლში);
მიუხედავად ზემოაღნიშნული, პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციისა, თქვენ უფლება გაქვთ, ზემოთ აღწერილი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც თქვენ დაუყოვნებლივ გეცნობებათ.
გაეცნოთ იმ მონაცემებს, რომელსაც ჩქვენ ვამუშავებთ თქვენს შესახებ და მიიღოთ ამ მონაცემების ასლი, ჩვენს მიერ დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ (რაც გულისხმობს ინფორმაციის მატერიალური სახით ამობეჭდვას ან სხვა ინფორმაციის მატარებელზე ჩაწერას ელექტრონულად); თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ თქვენს მონაცემებს ან/და მიიღოთ მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია ჩვენთან. თვენი არჩევანით, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, რა შემთხვევაშიც ჩვენს მიერ შესაძლებელია განისაზღვროს დამატებითი გონივრული საფასური.
თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ ზემოთ აღწერილი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან /და მიიღოთ მათი ასლები თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც თქვენ დაუყოვნებლივ გეცნობებათ.
მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება (ეს ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თქვენ აღმოაჩენთ, რომ ცალკეული თქვენი მონაცემი მცდარი, არაზუსტი ან არასრულია). თქვენგან დამოუკიდებლად, თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ ჩვენივე ძალისხმევით და თქვენ ჩაურევლად მოვახდენთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსებას და შეგატყობინებთ ამის შესახებ თქვენ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამგვარი მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას ან აღმოფხვრას უკავშირდება;
თქვენს მიერ ზემოთ აღწერილი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მონაცემების გასწორებას, განახლებას ან/და შევსებას ან თქვენ გაცნობებთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ და მიგითითებთ უარის გასაჩივრების წესს.
თუ ჩვენ თქვენგან დამოუკიდებლად გამოვავლენთ, რომ ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, ჩვენ, გონივრულ ვადაში, მოვახდენთ მონაცემთა გასწორებას, განახლებას ან/და შევსებას და მათი გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ შეგატყობინებთ თქვენ. ჩვენ არ გვაქვს შეტყობინების ვალდებულება, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება.
მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ეს უფლება ეხება მხოლოდ იმ მონაცემთა დამუშავებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე (მაგალითად: მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის). ნებისმიერ შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში, ეს შეეხება მხოლოდ მხოლოდ მომავალში ამ მონაცემის დამუშავების შეწყვეტას და არ გავრცელდება უკვე დამუშავებულ მონაცემებზე, რომელიც შეინახება ამ პოლიტიკით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით. გარდა ამისა, ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ:
არსებობს მონაცემთა დამუშავების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძველი, გარდა თქვენი თანხმობისა;
ეს მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით.
ზემოაღნიშნული, რომელიმე საფუძვლით ჩვენი უარის შემთხვევებში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამგვარი უარის დასაბუთებას.
თქვენს მიერ ზემოთ აღწერილი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას ან წაშლას ან განადგურებას, ისევე როგორც ამ ქმედებების განხორციელების დასრულებისთანავე, არაუგვიანეს ზემოაღნიშნულ ვადაში, შეგატყობინებთ შესაბამისი შესრულებული ქმედებების შესახებ ან უარის შემთხვევაში, გაცნობებთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ და მიგითითებთ უარის გასაჩივრების წესს.
მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, რაც გულისხმობს თქვენი მოთხოვნით ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერებას და ამ მონაცემის მხოლოდ შენახვას. თქვენ უფლება გაქვთ მოგვმართოთ მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება, როგორიცაა
თქვენ სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და ითხოვთ მონაცემთა დაბლოკვას;
მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
თქვენ მოითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შესაძლებელია მოხდეს უკვე დაბლოკილი მონაცემების განბლოკვა, როდესაც აღმოჩნდება, რომ მონაცემების დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ჩვენ მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
ჩვენ შეგატყობინებთ მონაცემთა დაბლოკვის თქვენ მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს თქვენი დაბლოკვის მოთხოვნის წარდგენიდან 3 სამუშაო დღისა.
ჩვენ მიერ ავტომატურად დამუშავებული მონაცემთა მიმართებაში, როდესაც:
დამუშავების საფუძველია თქვენ მიერ გაცხადებული თანხმობა ან
დამუშავების აუცილებლობა განპირობებულია თქვენთან, როგორც მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით ან თქვენ მიერ მოთხოვნილი გარიგების დადებით, თუკი ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ, სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მექანიკურად წაკითხვადი ფორმატით, თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების მიღება ან ამ მონაცემთა სხვა პირისათვის (დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისათვის) გადაცემა/გადატანა.
ნებისმიერ დროს, გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა თქვენ მონაცემთა დამუშავებაზე, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე და ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, თუკი ამ მონაცემთა დამუშავება ეყრდნობა მხოლოდ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.
მოითხოვოთ, რომ თქვენ მონაცემთა დამუშავების ფარგლებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
ეფუძნება თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
აუცილებელია ჩვენს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
გათვალისწინებულია კანონით.
10. ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შეზღუდვა
10.1 მე-9 მუხლში განსაზღვრული თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან /და თავდაცვის ინტერესებს;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობას;
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
10.1 პუნქტის „1“, „2“, „3“, „4“, „5“, „7“ ან „9“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
10.2 10.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება ეცნობება მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის 10.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების ) მიღწევას.
10.3 გარდა 10.1 პუნქტში აღნიშნული გარემოებებისა, მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილი ვართ უარი განვაცხადოთ მის შესრულებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მონაცემთა სუბიექტს და განემარტება გასაჩივრების უფლების შესახებ.
11. მონაცემთა დამუშავების სავალდებულოობა
11.1 ჩვენს მიერ თქვენთვის შეთავაზებული და გაწეული მომსახურების და პროდუქტების მიწოდების ფარგლებში, ჩვენ როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირი, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვითხოვთ თქვენგან გარკვეული მონაცემების მიწოდებას, გარდა უშუალოდ თქვენგან შეგროვებული/მოპოვებული მონაცემებისა თქვენთვის მომსახურების მიწოდების ფარგლებში, ჩვენ ვახდენთ გარკვეული მონაცემების გენერირებას და წარმოებას, იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც მოვიპოვეთ თქვენგან, ისევე როგორც გარკვეულ შემთხვევებში ვიღებთ მონაცემებს მესამე პირებისაგან.
ჩვენი მხრიდან პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებისას, თუ გარკვეული მონაცემების დამუშავება გარდა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესისა, გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, როგორიცაა შემთხვევები, როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), ან მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი); ან თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) თქვენი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ მოთხოვნა: 1. მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურებაზე; 2. მონაცემთა დაბლოკვაზე, ავტომატურად გამოიწვევს ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისი მომსახურებების შეჩერებას, რის შესახებაც თქვენ მომსახურების შეწყვეტამდე გაგაფრთხილებთ.
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ გარკვეული მონაცემების დამუშავებაზე, ეს ეხება იმგვარი მონაცემთა დამუშავების შემთხვევებს, როდესაც ის ეყრდნობა თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.
როდესაც მონაცემთა დამუშავებას ვახორციელებთ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენი მოთხოვნა მონაცემთა წაშლაზე ან განადგურებაზე არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს მონაცემები,
კანონით დადგენილი წესით და დაშვებულ ფარგლებში უნდა შევინახოთ. რაც შეეხება თქვენ მოთხოვნას მონაცემთა დამუშავების შეწყვეტაზე, თუ ამ მონაცემების დამუშავება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, მონაცემების დამუშავება შეწყდება თუმცა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათი შენახვის ვალდებულება რჩება ამ კანონით დადგენილი წესით და დაშვებულ ფარგლებში.
12. გასაჩივრების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ წინამდებარე პოლიტიკის ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ ჩვენ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ხოლო, თუკი ჩვენი მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართვის შემდგომ, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლებები ვერ განხორციელდა სათანადოდ ან დარღვეული უფლებების აღდგენა არ მოხდა, კანონით დადგენილი წესით მიმართოთ თქვენი არჩევანით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
თქვენი არჩევანით, კანონით დადგენილი წესით თქვენ უფლება გაქვთ ასევე პირდაპირ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.