იმოგზაურეთ მაგთის „როუმერით“ და მიიღეთ საჩუქარი!

იმოგზაურეთ მაგთის „როუმერით“ და მიიღეთ საჩუქარი!

29 / ივლისი / 2026

მოგზაურობას გეგმავთ?

გაიაქტიურეთ მაგთის როუმინგის ინტერნეტპაკეტი, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და საჩუქრად მიიღეთ 10 000 MB მობილური ინტერნეტი საქართველოში სარგებლობისთვის!

როგორ ჩაერთოთ აქციაში?

  • გაიაქტიურეთ პაკეტი: ჩართეთ „როუმერის“, „როუმერის დღეების“ ან როუმინგის სტანდარტული ინტერნეტპაკეტი;
  • გადაიღეთ და გააზიარეთ: უცხოეთში ყოფნისას გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და განათავსეთ თქვენს Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე (Post/Story/Reel);
  • მონიშნეთ მაგთი: მონიშნეთ (Tag) მაგთიკომის ოფიციალური გვერდი და მიუთითეთ ჰეშთეგი #ვმოგზაურობ_მაგთის_როუმერით.

პირობების შესრულების შემდეგ, მაგთიკომის წარმომადგენელი პირადად დაგიკავშირდებათ სოციალურ ქსელში და დააზუსტებს მობილურის ნომერს, რომელზეც გსურთ საჩუქრის (10 000 MB) გააქტიურება

იმოგზაურეთ კომფორტულად და დარჩით კავშირზე მაგთისთან ერთად!

დამატებითი ინფორმაცია
  • გაითვალისწინეთ, რომ თქვენი Facebook/Instagram გვერდი არ უნდა იყოს დახურული (უნდა იყოს საჯარო - Public), რათა შევძლოთ თქვენი მონიშვნის ნახვა;
  • თქვენი მხრიდან მაგთიკომის გვერდის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მაგთიკომის წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ სოციალური ქსელის მეშვეობით;
  • მაგთიკომი უფლებას იტოვებს, თქვენ მიერ განთავსებული ფოტო/ვიდეო გადააზიაროს თავის ოფიციალურ გვერდზე;
  • საჩუქარი გააქტიურდება მხოლოდ იმ ნომერზე, რომელზეც მაგთის როუმინგის ინტერნეტპაკეტი ჩართული იქნება 29.07.26-ის შემდეგ;
  • აქციის განმავლობაში, ერთ მობილურ ნომერზე საჩუქარი აქტიურდება მხოლოდ ერთხელ;
  • საჩუქრად დარიცხული 10 000 მბ-ის გამოყენების ვადაა 30 დღე (720 საათი);
  • ერთეულები არ ჯამდება სხვა პაკეტის ერთეულებთან და ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი ერთეულები ანულირდება;
  • ინტერნეტპაკეტის ამოწურვის შემდეგ შეგეზღუდებათ ინტერნეტით სარგებლობა. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტანდარტული ინტერნეტტარიფით (1 მბ 10 თეთრი) აკრიფეთ *111#OK და მიჰყევით ინსტრუქციას;