მომსახურების შეწყვეტის პირობები

მომსახურების შეწყვეტა:
  • მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში სრულად უნდა დაფაროთ დავალიანება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • მომსახურების შეწყვეტა შესაძლებელია მაგთიკომის მომსახურების ოფისში მისვლით და აპარატურის სრული კომპლექტის მიტანით, თუ ის დროებით სარგებლობაში გქონდათ გადმოცემული;
მომსახურების შეწყვეტისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
  • აბონენტმა დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურა უნდა დააბრუნოს სრულად; შეძენილი აპარატურის დაბრუნება ნებაყოფლობითია.
  • აბონენტს დაეკისრება ჯარიმა თუ: არ დააბრუნებს აპარატურას, დააბრუნებს აპარატურის არასრულ კომპლექტს ან დააბრუნებს დაზიანებულ აპარატურას.