პაკეტი

პაკეტი "კლასი"

20 / მაისი / 2026

შპს მაგთიკომისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ახალი სოციალური პროექტი

შპს მაგთიკომისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ახალი სოციალური პროექტის მიზანია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის „მაგთის“ მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

პროექტის ფარგლებში სპეციალური პაკეტით „კლასი“ სარგებლობა შეუძლიათ:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს.

პაკეტი „კლასი“ 
20 GB20 / 30 დღე.

პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა პირადი ნომრით რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია MyMagti-ის აპლიკაციიდან ან კოდით *200# OK.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური „კლასგარეშე“ შეთავაზებებით სხვადასხვა პაკეტზე. შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება MyMagti-ის აპლიკაციაში და SMS შეტყობინების საშუალებით.

 

დამატებითი ინფორმაცია
  • პაკეტის („კლასი“) გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ იმ სააბონენტო ნომრებიდან, რომლებიც დარეგისტრირდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge;
  • რეგისტრაცია შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს და მასწავლებლებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს და პროფესიული განათლების მასწავლებლებს;
  • შეძენილი პაკეტების ვადა - 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი ერთეულები ანულირდება;
  • ერთი დღის მანძილზე „კლასის“ რამდენჯერმე შეძენის შემთხვევაში ერთეულები დაჯამდება, ხოლო ვადა იქნება ბოლო გააქტიურებიდან 30 დღე (720 საათი); „კლასის“ სხვადასხვა დღეს გააქტიურების შემთხვევაში, ერთეულები არ დაჯამდება და თითოეულ პაკეტს ექნება 30 დღიანი ვადა;
  • აქციის ფარგლებში შესაძლებელია სხვა პაკეტის შეძენა. შეძენილი მეგაბაიტები არ დაჯამდება სხვა შეთავაზების ფარგლებში შეძენილ მეგაბაიტებთან;
  • „კლასის“ გააქტიურების და ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ მოხდება „კლასის“ კვლავ შეძენა მომსახურების მიწოდება გაგრძელდება სტანდარტული ტარიფით ან ნომერზე გააქტიურებული სხვა პაკეტით/ტარიფით;
  • „კლასის“ შეძენა არ გაახანგრძლივებს ნომერზე გააქტიურებული სხვა პაკეტების ერთეულების ანულირების მოქმედების ვადას, გარდა სტანდარტული პაკეტებისა;
  • „კლასის“ ერთეულების ამოწურვის შემდეგ, ვერ ისარგებლებთ სტანდარტული ტარიფით (1 მბ 10 თეთრი). ტარიფის გასააქტიურებლად უნდა აკრიფოთ *111#OK და მიჰყვეთ ინსტრუქციას;
  • პაკეტით სარგებლობა შეიზღუდება, თუ აბონენტი დაარღვევს "კეთილსინდისიერი სარგებლობის წესებს".