ოპტიკური ინტერნეტი და IP ტელევიზია
აირჩიეთ ინტერნეტისა და ტელევიზიის თქვენზე მორგებული საუკეთესო კომბინაცია
- "ჩემები" - ულიმიტო კავშირი საყვარელ ადამიანებთან!
შექმენით ჯგუფი მაგთის 4 ნომრისგან და ერთმანეთთან მთელი თვე ისაუბრეთ ულიმიტოდ! - ბუსტ ღილაკი - მიიღეთ ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე (100 მბ/წმ) ან ტელევიზიის „სრული“ პაკეტი: 24 საათით - 3 ლარად;
- უფრო სწრაფი ინტერნეტი - სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 70 მბ/წმ-მდე:
+10 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით,
+20 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 5 ლარით.
მომსახურების პირობები:
- გადახდა საკომისიოს გარეშე - მოახდინეთ ანგარიშსწორება საკომისიოს გარეშე, მაგთის ვებგვერდის, აპლიკაციის MyMagti, მონო ბარათის ან მომსახურების ოფისების მეშვეობით. ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, წინასწარი გადახდის წესით. პირველად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში და შემდგომ ყოველი ახალი საანგარიშო პერიოდის დადგომამდე.
- ნაწილობრივი გადახდა - გათიშვის თარიღის დადგომამდე დაამატეთ ანგარიშზე თქვენთვის სასურველი თანხა და გადახდილი თანხის პროპორციულად გადასწიეთ გათიშვის თარიღი;
- კრედიტი - ისარგებლეთ მომსახურებით მაშინაც კი, როდესაც თანხა ანგარიშზე ამოგეწურებათ, გაიაქტიურეთ სერვისი თანხის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში;
- სარგებლობის დღიური საფასურია 0.5 (თანხა დაემატება დღიურ სააბონენტოს);
- სარგებლობის ვადა - გააქტიურებიდან 10 დღე;
- გასააქტიურებლად რეგისტრირებული საკონტაქტო ნომრიდან დარეკეთ სპეციალურ ნომერზე 032 220 05 05
ან ისარგებლეთ აპლიკაციით MYMAGTI.
- სერვისის რეაქტივაცია - გათიშული მომსახურების ჩართვაზე მოქმედებს რეაქტივაციის საფასური. რეაქტივაციის საფასური შეადგენს მაქსიმუმ 5 ლარს, რომელზეც მოქმედებს ფასდაკლება;
რეაქტივაციის დრო გათიშვიდან 1 დღე გათიშვიდან 2 დღე გათიშვიდან 3 დღე გათიშვიდან 4 დღე გათიშვიდან 5 დღე გათიშვიდან 6 დღე გათიშვიდან 7 დღე გათიშვიდან 8 დღე გათიშვიდან 9 დღე გათიშვიდან 10 დღე რეაქტივაციის საფასური 0,5 1 1,5 2 2,5 3 3,5 4 4,5 5 - სერვისის დროებით შეჩერება (პაუზა) - გამოიყენეთ აპლიკაცია MyMagti და შეაჩერეთ სერვისის მიღება სასურველი ვადით. სერვისის ღირებულება: 30 დღე -3;
- სეზონური მომსახურება- იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იყენებთ სეზონურად (მაგ.: აგარაკზე, სოფელში), შესაბამისად მომსახურებით სარგებლობთ მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდში (უწყვეტად 4 თვეზე ნაკლები პერიოდით), შეგიძლიათ მომსახურება შეაჩეროთ გარკვეული ვადით ისე, რომ არ იმოქმედებს მომსახურების ან ხელშეკრულების შეწყვეტის სტანდარტული პირობა და მომსახურებით სარგებლობის განახლებისთვის საჭირო იქნება მხოლოდ თქვენი ანგარიშის რეაქტივაცია. რეაქტივაციის საფასური დღგ-ს ჩათვლით შეადგენს: შეჩერებიდან პირველი 150 კალენდარული დღის ვადაში - 10 ლარს, ხოლო მომდევნო 210 კალენდარული დღის ვადაში დამატებით - 5 ლარს.
- პაკეტის შეცვლა - გაითვალისწინეთ, რომ პაკეტის შეცვლის ან დამატებითი პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში, დაბალ პაკეტზე გადასვლა ან დამატებითი პაკეტის გაუქმება შესაძლებელია 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.
- აპლიკაცია MyMagti - მაგთის ოფისი თქვენს სმარტფონში, მართეთ თქვენი ანგარიშები მარტივად. შეიძინეთ მაგთის სერვისები ონლაინ; შეამოწმეთ და შეავსეთ ანგარიში; დაამატეთ TV არხები; გაზარდეთ ინტერნეტსიჩქარე; შეცვალეთ WiFi პაროლი; დროებით შეაჩერეთ სახლის ინტერნეტის ან ტელევიზიის მომსახურება; გადაიხადეთ ბარათით და სხვა.
- მაგთი ქარდი - დააგროვეთ ქულები მაგთის ციფრული დაგროვების ბარათზე და გადაცვალეთ საჩუქრებში;
- მულტიფუნქციური TV მენიუ - IP ტელევიზიის პულტის დახმარებით, მარტივად შეიტყვეთ: აბონენტის ნომერი, მიმდინარე პაკეტი, ბალანსი და გათიშვის თარიღი; გაიგზავნეთ საკონტაქტო ნომერზე PIN კოდი, გაიაქტიურეთ კრედიტი, შეარჩიეთ და შეცვალეთ პაკეტი, შექმენით ფავორიტი არხების ჯგუფი, ისარგებლეთ Youtube-ითა და სხვა აპლიკაციებით;
- საკონტაქტო ნომერი - სერვისის შეკვეთისას ან შემდგომ დაფიქსირებული მობილურის ნომერი, რომელზეც კომპანიის მხრიდან SMS-ის სახით იგზავნება აბონენტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ხელმოწერისა და აქტივაციის კოდები (რომელიც გამოიყენება როგორც TV პორტალზე ცვლილების განსახორციელებლად, ასევე - აპლიკაციაში MyMagti რეგისტრაციისთვის), ფინანსური და საინფორმაციო სახის შეტყობინებები. ასეთი ნომერი კომპანიაში აღიქმება, როგორც აბონენტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, შესაბამისად ამ ნომრიდან განხორციელებული ზარი ოპერატორს უფლებას ანიჭებს დამრეკის მოთხოვნის საფუძველზე მოახდინოს სხვადასხვა ცვლილება, როგორიცაა ტარიფის შეცვლა, სერვისის შეჩერება, კრედიტის გააქტიურება და სხვა;"
- უფასო ზარი ცხელ ხაზზე - უფასოდ მიიღეთ 24-საათიანი სატელეფონო მომსახურება მაგთიკომის ქსელში ჩართული ნებისმიერი მობილურის ნომრიდან;
- ოფისები და საზოგადოებრივი ცენტრები - ნებისმიერი მომსახურების მიღება შესაძლებელია მაგთიკომის ოფისებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, მისამართები და სამუშაო განრიგი იხილეთ ბმულზე
- VoIP სერვისი - ისარგებლეთ სახლის სადენიანი ტელეფონიით.
სატარიფო გეგმები
VoIP სერვისის ჩართვა შესაძლებელია მაგთიკომის ოპტიკურ ინტერნეტსერვისთან ერთად.
თქვენს მისამართზე ჩართვის შესაძლებლობა გადაამოწმეთ ცხელ ხაზზე: 110011; 0322170000;