ინფორმაცია ტექნიკური სამუშაოების შესახებ

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში, უამინდობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების გამო „მაგთის“ აბონენტების მნიშვნელოვან ნაწილს ოპტიკურ ინტერნეტსერვისებზე წვდომა დროებით შეზღუდული აქვს.

კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზიანებების ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, თუმცა დაზიანებების მასშტაბისა და უამინდობით გამოწვეული დამატებითი სირთულეების გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაზე დადგენილ ვადებში რეაგირება გართულებულია.

აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!


დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მაგთის მომხმარებლებს სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ.

კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 17 აგვისტოს, 22:00-დან 18 აგვისტოს 02:00-მდე მონაკვეთში, MyMagti-ის აპლიკაციაში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც შეზღუდული იქნება eSIM-ის გააქტიურება.

17.07.2025

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 17 ივლისს, 02:00-დან 07:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 23 მარტს, 17:00-დან 23:00-მდე მონაკვეთში, MyMagti-ის აპლიკაციაში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც შეზღუდული იქნება eSIM-ის გააქტიურება.

27.01.2025

მაგთის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.
ამ ეტაპზე შეფერხება აღმოფხვრილია და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

19.11.2024

ოზურგეთში, მდინარის ადიდებამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, რამაც დააზიანა მაგისტრალური კაბელები,  შესაბამისად, მაგთის აბონენტების ნაწილს ფიქსირებულ ინტერნეტსა და მობილურ სერვისებზე შეფერხება შეექმნათ. 

აღდგენითი სამუშაოები დროულად ჩატარდა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კახეთის საყურადღებოდ!

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მაგისტრალური კაბელების დაზიანების გამო, კახეთის რეგიონში მაგთის აბონენტების ნაწილს ფიქსირებულ ინტერნეტსა და მობილურ სერვისებზე შეფერხება აქვთ. 

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

12.08.2024

12.08.24-დან 19.08.24-ის ჩათვლით დროებით შეჩერდა SIM-ბარათის შეცვლა აპლიკაციიდან MyMagti.
SIM-ბარათის ცვლილბა შესაძლებელი იყო მაგთის მომსახურების ნებისმიერი ოფისიდან.

06.08.2024

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 6 აგვისტოს, 03:00-დან 06:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.